27 იანვარი, ხუთშაბათი, 2022

კომპოზიცია – ნაწარმოების აგებულება, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება და ურთიერთშეფარდება

spot_img

კომპოზიცია ლათინურად ნიშნავს აწყობას, აშენებას, შედგენას. ტექსტს, როგორიც არ უნდა იყოს, მხატვრული თუ არამხატვრული, აქვს თავისი კომპოზიცია.

როცა ვსაუბრობთ მხატვრულ ნაწარმოებზე, მისი აგებისთვის აუცილებელია გარკვეული გეგმა, როგორ შევქმნათ ტექსტი. სხვაგვარად ნაწარმოები მკითხველსა და მსმენელზე ემოციურ გავლენას ვერ მოახდენს. მწერალი საკუთარ ნაწარმოებს ჰყოფს ცალკეულ ნაწილებად, ალაგებს მათ გარკვეული თანმიმდევრობით, გარკვეული გეგმის მიხედვით და ერთმანეთთან გარკვეული მიზნით აკავშირებს.

გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, კომპოზიცია ლიტერატურული ნაწარმოების ცალკეული ნაწილების კომპოდალაგება-დაკავშირებაა მთლიანი მხატვრული ნაწარმოების მისაღებად.

სპეციალიტების აზრით, კომპოზიცია არის ნამუშევრის ელემენტი, რომლითაც შესაძლებელია ემოციური ზეგავლენის მოხდენა. უფრო კონკრეტულად, კომპოზიცია არის ის, თუ როგორ ვაწყობთ  ელემენტებს  ნაწარმოებში. რაც უფრო ორიგინალურად, მოხდენილად, ინოვაციურად შეერწყმება შემადგენელი ნაწილები ნაწარმოებში, მით უფრო ღირებულია ნაწარმოები. ამით იმას ვამბობთ, რომ კომპოზიციურად სრულყოფილი ნაწარმოები მეტად გამორჩეული და პოპულარული ხდება.

კომპოზიციაში მნიშვნელოვანია ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი, კულმინაცია, კვანძის გახსნა. განვიხილოთ კომპოზიციის  ელემენტები.

ექსპოზიცია ნაწარმოების ნაწილი, რომელშიც აღწერილია ძირითადი მოქმედების წინარე ვითარება, აღწერილია ის პირობები, რომელშიც იწყება მოთხრობის ძირითადი ამბავი (ლათინურად ეს სიტყვა ნიშნავს ახსნა–განმარტებას, ჩვენებას).

ექსპოზიცია გვამცნობს, როდის წარმოებს მოქმედება, სად, რა მდგომარეობაში, ვის შესახებ არის ლაპარაკი და სხვა. ექსპოზიცია, უმეტესად, გვხვდება ეპიკურ და დრამატულ ნაწარმოებებში. ექსპოზიციის ნიშნები გვხვდება ლირიკულ ნაწარმოებებშიც.

პროლოგი ლიტერატურული, თეატრალური და მუსიკალურ-სცენური ნაწარმოების შესავალი ნაწილია. ლიტერატურულ პროლოგში, როგორც წესი, მოთხრობილია იმ მოვლენების შესახებ, რომლითაც მოტივირებულია ნაწარმოების ძირითადი მოქმედებები, წინ უსწრებს მას ან განმარტებულია ავტორის მხატვრული ჩანაფიქრი და ესთეტიკური კრედო.

პროლოგი ერთ-ერთია იმ გვერდებიდან, რომელიც ჩართულია წიგნის წინა ნაწილში. ეს ხელს უწყობს მკითხველს მოთხრობის მიმოხილვისთვის. სანიმუშოდ გავიხსენოთ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, რუსთველს ეს ნაწილი ნაწარმოების შექმნის ბოლო ეტაპზე უნდა დაეწერა (მტკიცება ამისა, ბუნებრივია, შეუძლებელია). რომანებში იშვიათადაა ამგვარი შესავალი, მაგრამ კონკრეტული მაგალითები მაინც არაერთია, მაგალითად, „დიდოსტატის მარჯვენაში“ შესავალი მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს. პროლოგი რჩება სასარგებლო სიტყვად. პროლოგის სტრუქტურა და შინაარსი სხვადასხვა დროში სხვადასხვაგვარი იყო. ამ თვალსაზრისით, თვალსაჩინოა განსხვავება ჰაგიოგრაფიულ და საერო ნაწარმოებებს შორის.

ტერმინი ეპილოგი ლათინური სიტყვიდან მოდის. ეპილოგი არის ნაწერი, რომელიც წარმოდგენილია ლიტერატურული ნაწარმოების ბოლოს.  ეპილოგში ნათქვამია პერსონაჟების შემდგომი ცხოვრების შესახებ, როდესაც ამბავი დასრულდა. ეპილოგი ლიტერატურული ან თეატრალური ნაწარმოების დასკვნითი ნაწილია, სადაც მოკლედაა გადმოცემული მოქმედ პირთა შემდგომი ბედი ან განხილულია ნაწარმოების ზნეობრივი და ფილოსოფიური ასპექტები. თეატრალურ დრამაში ეს არის დასკვნითი მონოლოგი – მიმართვა მაყურებლისადმი ნაწარმოების შინაარსის შეჯამების, ახსნის მიზნით. ჩვეულებრივ ეს გვხვდება მხატვრული ნაწარმოების ბოლოს ან საბოლოოდ, ესეების დასასრულს. ეპილოგის კლასიკური ნიმუშია „ვეფხისტყაოსნის“ დაბოლოება.

კულმინაცია არის ლიტერატურული ნაწარმოების ის ნაწილი, სადაც მდგომარეობა ყველაზე უფრო დაძაბული ხდება და წინააღმდეგობა უმაღლეს წერტილს აღწევს (კულმინაცია ლათინურად ნიშნავს მწვერვალს, გუმბათს). ლიტერატურული ნაწარმოების კომპოზიციური ანალიზის დროს, არც ისე იშვიათად, გაძნელებულია კულმინაციის დასახელება. ეპიკურ ან დრამატულ ნაწარმოებებში რამდენიმე კულმინაციის გამოკვეთა შეიძლება. რასაკვირველია, კულმინაციის გამოკვეთა ხშირად მკითხველის, მსმენელის, მაყურებლის შეხედულებით ხდება. შესაძლოა, „ვეფხისტყაოსანში“ ერთისთვის კულმინაცია იყოს ხვარაზმშას ვაჟის მოკვლა, მეორესთვის – ტარიელის გამიჯნურების მომენტი. ზოგადად, ერთ გამორჩეულ მონაკვეთში კულმინაციის გამოკვეთა უფრო იოლია, ვიდრე მთელი ნაწარმოების შემთხვევაში.

კვანძის გახსნა სიუჟეტის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების ბოლო საფეხურია, მხატვრული ნაწარმოების ის ადგილი, სადაც ხდება მთავარ მოქმედ პირთა შორის წინააღმდეგობის გადაწყვეტა და ამით მთავრდება ძირითადი ამბის გადმოცემა. მხატვრული კონფლიქტი კვანძის გახსნის შემდეგ აღარ ვითარდება.

ზოგიერთ შემთხვევაში სიუჟეტსა და ფაბულასაც კომპოზიციის ნაწილებად თვლიან. ფაბულა საკუთრივ სიუჟეტის ჩონჩხია, ხოლო სიუჟეტი არ მოითვლის პროლოგს, ეპილოგსა და ლირიკულ გადახვევებს/ჩანართებს.

საბა დეკანოიძე, სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის მე-11 კლასის მოსწავლე

 

პროფესიული

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები