1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

 კითხვები თვითშფასებისთვის – („შუშანიკის წამება“)

spot_img

 წარმოგიდგენთ კითხვებს, რომელიც დაეხმარება „შუშანიკის წამების“ შესწავლით დაინტერესებულ პირებს. კითხვების მეტი ნაწილი ფაქტობრივ ცოდნაზეა ორიენტირებული, ნაწილი კი – გააზრების სფეროს განეკუთვნება. თავების მიხედვით, შეკითხვები დანომრილია ერთი მიზნით: მოკლე ხანში ამავე კითხვების პასუხები აიტვირთება „ახალი განათლების“ ვებგვერდზე და მარტივად შეგეძლებათ საკუთარი პასუხების სიზუსტის გადამოწმება.

 I თავი

  1. რომელი სიტყვა მიგვანიშნებს ნაწარმოებში აღწერილი ამბის სინამდვილეზე?

2. რას ნიშნავს სიტყვა პიტიახში?

3. რატომ უსვამს ხაზს ნაწარმოებში ავტორი ვარსქენის მშობლების აღმსარებლობას?

4. ავტორის აზრით, რატომ მივიდა ვარქენ პიტიახში პეროზის კარზე?

5. რა რეაქცია მოჰყვებოდა შუშანიკის მხრიდან ვარსქენის დაპირებას პეროზისადმი?

6. ვისი ასული იყო შუშანიკი?

  1. რა იყო შუშანიკის ნამდვილი სახელი?
  2. რა ერქვა ვარსქენ პიტიახშის მამას?

II თავი

  1. რატომ განიზრახა ვარსქენ პიტიახშმა, თავის შვილებთან და აზნაურებთან ერთად, შემოსულიყო ქართლში?

2. ვინ შეატყობინა შუშანიკს, რომ ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა?

3. თავდაპირველად, რატომ უჭირდა ვარსქენის მიერ გამოგზავნილ კაცს შუშანიკისთვის სიმართლის თქმა?

  1. „ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა…“ – ამ წინადადებაში რას ნიშნავს „ქუეყანა“?
  1. „და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი…“.

ზემოთ ხსენებულ წინადადებაში რას ნიშნავს სიტყვა „ტაძარი“?

6. რამდენი შვილი ჰყავდა შუშანიკს?

7. რას ევედრებოდა ეკლესიაში მისული შუშანიკი ღმერთს?

8. რა არის ემბაზი?

III თავი               

  1. რისთვის წასულიყო აფოც ეპისკოპოსი სასახლიდან და ვინ ახლდა თან?

2. რა მოიმოქმედა იაკობ ხუცესმა, როდესაც პიტიახშის ამბავი გაიგო?

3. რას გულისხმობს იაკობი, როდესაც ამბობს: „ნუუკუე მტერმან, ვითარცა სრსვლმან, საძოვარი პოოს შენ თანა”.

4. შუშანიკს ხუცესი მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ აფრთხილებს, რომელ სამ თვისებაზე ამახვილებინებს ყურადღებას?

5. რას ნიშნავს სიტყვა „ხუაშიადად-რე”?

6. შუშანიკ დედოფალი სულს არ წარიწყმენდს, რას ამბობს იგი ვარსქენ პიტიახშთან თანაცხოვრებასთან დაკავშირებით?

7. ვისი სიტყვებია: „არა დამონებულ არს ძმაი, განა დაი, არამედ განეყენენ”?

8. ეთანხმება თუ არა შუშანიკს იაკობ ხუცესი, როცა დედოფალი ამბობს, რომ განსაცდელთან მარტო რჩება?

IV თავი

  1. რის შესახებ აფრთხილებს ვარსქენ პიტიახშს „კაცი ერთი სპარსი“ და რატომ?

2. რას ნიშნავს „იწრო“?

3. სასულიერო პირების, ხუცესებისა და ეპისკოპოსების თანდასწრებით რა საყვედურებს გამოთქვამს ვარსქენი შუშანიკის მიმართ?

4. რის შეფარვას ცდილობს ვარსქენი?

5. ენდობა თუ არა ვარსქენი „ერთ სპარსს“. სად ჩანს ეს დამოკიდებულება?

  1. რა დამოკიდებულება აქვს შუშანიკს ვარსქენის საქციელზე?

7. რას ნიშნავს „ხატი“?

V თავი

  1. ვინ და რა მიზნით მიავლინა ვარსქენმა დედოფალთან?

2. „შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ. არცა ცოლი შენი დაი ჩემი არს…“ რატომ უარყოფს შუშანიკი ჯოჯიკს და მის ცოლს?

  1. ვარსქენის მუქარაზე (არდაბრუნების შემთხვევაში თრევით წაგიყვანო) რა რეაქცია ჰქონდა შუშანიკს და რა იყო ამ რეაქციის მოტივი?
  2. ჯოჯიკთან და მის ცოლთან ერთად, ვარსქენმა ეპისკოპოსიც გააგზავნა. რატომ უკვირს შუშანიკს ეპისკოპოსის შუამავლობა?
  3. რა მიზანი ამოძრავებს ჯოჯიკს?
  4. სასახლეში შუშანიკმა „თანაწარიტანა ევანგელე თვისი და წმინდაი იგი წიგნნი მოწამეთანი“. ქართული საზოგადოების კულტურის შესახებ რა ინფორმაციას გვაწვდის ეს კონკრეტული ფაქტი?

VI თავი

  1. შუშანიკის პირველი ცემის აღწერის დროს რასთანაა შედარებული ვარსქენი?

2. რატომ მიართვა ჯოჯიკის ცოლმა შუშანიკს ღვინო?

3. გამოართვა თუ არა შუშანიკმა ჯოჯიკის ცოლს ღვინო?

4. ვარსქენის რა რეაქცია მოჰყვა შუშანიკის საქციელს?

5. რას ნიშნავს სიტყვა ასტამი?

6. რას ნიშნავდა მე-5 საუკუნის პერიოდში სიტყვა უფალი?

7. ვინ შესთხოვდა ვარსქენს, შუშანიკის ბორკილებისგან გათავისუფლებას?

8. საბოლოოდ, რა ბრძანა ვარსქენმა?

VII თავი

  1. რატომ არ უშვებდა მცველი იაკობ ხუცეს შუშანიკთან?
  2. „ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული“ – რას ნიშნავს წინადადებაში სიტყვა „ხატი“?

3. რას ნიშნავს სიტყვა „სალბუნი“?

4. ვინ გამოუგზავნა საჭმელი შუშანიკს?

5. რატომ არ შეეძლო შუშანიკს საჭმლის გასინჯვა?

6. რა სთხოვა შუშანიკმა ხუცესს?

7. რას ნიშნავს „რაისა-მე მიწესს ამას ჟამსა“?

8. როდესაც ვარსქენს მიუტანეს სამკაულები, რა თქვა მან?

VIII თავი

  1. დიდმარხვის დღეებში რა უთხრა ახლობელმა ვარსქენს?

2. რას ნიშნავს „ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“?

3. რატომ აგინებდა ეპისკოპოს აფოცს ვარქსენი?

4. როგორ მდგომარეობაში მიიყვანეს შუშანიკი სასახლეში?

5. რამდენჯერ დაარტყეს ჯოხი შუშანიკს (მეორე ცემის დროს)?

6. რას ნიშნავს კუერთხი?

7. რას ნიშნავს სენაკაპანი?

IX თავი

  1. რატომ ვერ გაბედა დიაკვანმა შუშანიკის გამხნევება?

2. როგორ მდგომარეობაში მიჰყავდათ შუშანიკი ციხისაკენ?

3. რას ნიშნავს ამბოხი?

4. როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ხალხი, როცა შუშანიკი მიჰყავდათ ციხეში?

5. რა უთხრა პიტიახშმა შუშანიკს, როდესაც ციხეს მიუახლოვდნენ?

6. რას ნიშნავს მეოტ-ჰყოფნ?

X თავი

  1. როდესაც შუშანიკი ციხეში შეიყვანეს, რა თქვა მან?

2. რას ნიშნავს ქედი?

3. რა ჰკითხა ვარსქენმა მცველს?

4. როგორ მოახერხა იაკობ ხუცესმა ციხეში შესვლა?

5. რას ნიშნავს საკრველი?

6. რა უთხრა მცველმა იაკობ ხუცეს?

XI თავი

  1. შუშანიკის ციხეში განწესების შემდეგ სად წავიდა პიტიახში?

2. რას ევედრებოდა ჯოჯიკი ვარსქენს?

3. რამდენი წელი გაატარა შუშანიკმა ციხეში?

4. რით გაანათა და გაამშვენიერა შუშანიკმა ციხე?

5. რატომ მოდიოდა მთელი ქართლი წმინდა შუშანიკთან?

6. რატომ გააგზავნა შუშანიკმა ავადმყოფი ქალი იერუსალიმში?

XII თავი

  1. რას ნიშნავს ჭიჭნაუხტი?

2. რამდენი ფსალმუნი დაისწავლა წმინდა შუშანიკმა?

3. რა აცნობეს ნეტარ შუშანიკს?

4. რას ნიშნავს დაბუშებული?

5. რატომ ვერ გაბედეს შვილებმა შუშანიკის მონახულება?

6. რას ნიშნავს მოგვი?

XIII თავი

  1. სად გაგზავნით დაემუქრა შუშანიკს ვარსქენი?

2. რატომ გადაიფიქრა ვარსქენმა შუშანიკის ჩორში გაშვება?

3. რას ნიშნავს ზრახვაი სიბოროტისაი?

4. ვინ გააგზავნა ვარსქენმა ციხეში პატიმრობაში მყოფ შუშანიკთან?

XIV თავი

  1. რას ნიშნავს ჯეკმა?

2. როგორ აფრთხილებდა ხუცესი შუშანიკს?

3. მარხვის დღეებში რას მიირთმევდა შუშანიკი?

4. რას ნიშნავს სასთაული?

5. რას იდებდა სასთუმლად შუშანიკი?

6. რას ნიშნავს პირმსივანი?

XV თავი

  1. როგორ არის მოხსენებული წმინდა შუშანიკი ნაწარმოებში?

2. როგორ მდგომარეობაში იყო წმინდა შუშანიკი მეშვიდე წელს?

3. რატომ დასნეულდა წმინდა შუშანიკი ასე მალე?

4. რას ნიშნავს ძაძა?

5. რა ეცვა წმინდა შუშანიკს ხალხის დასანახად?

XVI თავი

  1. რატომ მივიდა ჯოჯიკი შუშანიკთან?

2. რა შემთხვევაში მიუტევებდა ცოდვებს ჯოჯიკს ღმერთი?

3. რა სთხოვა წმინდა შუშანიკს ჯოჯიკმა?

4. რას ნიშნავს დაშრიტა?

5. რას საყვედურობს წმინდა შუშანიკი ჯოჯიკს და მის ცოლს?

6. როგორია წმინდა შუშანიკის აზრით წუთისოფელი?

XVII თავი

  1. ვინ ისტუმრებდა წმინდა შუშანიკს მადლობით ზეციურ საუფლოში?

2. რას სთხოვდნენ წმინდა შუშანიკს?

3. რას ნიშნავს მოყუასი?

4. რას სთხოვს წმინდა შუშანიკი ღმერთს, ამ ჭირის სანაცვლოდ?

XVIII თავი

  1. რას ნიშნავს მამძუძე?

2. ვის უხმო წმინდა შუშანიკმა გარდაცვალების დღეს?

3. სად ითხოვა წმინდა შუშანიკმა დასაფლავება?

4. რას ნიშნავს უკუნისამდე ჟამთა?

XIX თავი

  1. რა მოიტანა იოანე ეპისკოპოსმა წმინდანის ცხედრის შესახვევად?

2. როგორ არიან მოხსენიებული იოანე და აფოც ეპიკოპოსები?

3. როგორ გამოიტანეს წმინდა ძვლები ეკლესიიდან?

4. რას ნიშნავს ერთითა გულითა?

XX თავი

  1. რომელ თვეში დაიწყო წმინდა შუშანიკის წამება?

2. როდის აწამეს მეორედ წმინდა შუშანიკი?

3. როდის აწამეს წმინდა შუშანიკი მესამედ?

4. როდის გარდაიცვალა წმინდა შუშანიკი?

5. რომელი დღე დააწეს შუშანიკის ხსენების დღედ?

 მარიამ გრიგალაშვილი, თბილისის №186 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები