28 აპრილი, კვირა, 2024

ისტორიული წყარო   

spot_img

  ისტორიული წყარო ასახავს ისტორიულ პროცესს და წარსულის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. წყარო არის ყველაფერი ის, რაც შექმნა ადამიანმა და რაც მისი გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგს წარმოადგენს. ისტორიული წყაროების რაოდენობა აურაცხელია. ისტორიის თითოეული პერიოდისთვის შეიძლება განასხვავონ საკუთარი ტიპის წყაროები.

თითქმის ყველა პერიოდისთვის დამახასიათებელია ხუთი ტიპის წყარო:

  1. ბუნებრივი და გეოგრაფიული
  2. ეთნოგრაფიული
  3. ნამდვილი
  4. მხატვრული
  5. დაწერილი

თანამედროვე ისტორიის პერიოდისთვის მე-6 ტიპიც შეიძლება გამოიყოს: კინო-ფოტო-დოკუმენტები.

√ წარმოგიდგენთ ყველა ტიპის წყაროს ზოგად მიმოხილვას:

ბუნებრივ-გეოგრაფიული წყარო: ეს არის მონაცემები ლანდშაფტის, კლიმატის, ნიადაგების, მცენარეულობისა და გარემოს სხვა კომპონენტების შესახებ. გარემო გარკვეულ კვალს ტოვებს ისტორიული განვითარების პროცესში _ აჩქარებს ან ანელებს მას. ადამიანის გავლენა ბუნებაზე, მჭიდრო კავშირშია ტერიტორიის ისტორიულ განვითარებასთან.

ეთნოგრაფიული წყარო: ამ ჯგუფში ერთიანდება  უძველესი ტექნოლოგიები, ადათ-წესები, აზროვნების სტერეოტიპები, საცხოვრებელი სახლების ტიპები, კოსტიუმები, სამზარეულო, ფოლკლორი, თანამედროვე ენები, დასახლება, კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობები, ყოფა-ცხოვრების თავისებურებები.

ნამდვილი წყარო: ამ ტერმინით ერთიანდება  არქეოლოგიური ძეგლები, შენობები, იარაღები, სატრანსპორტო საშუალებები, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, იარაღი და ა.შ. მატერიალური ძეგლებით ისტორიკოსი ავლენს კონკრეტული ეპოქის ტექნოლოგიის განვითარების დონეს.

მხატვრული წყარო: გაგებულია, როგორც არქიტექტურის, ფერწერის, ქანდაკებისა და გამოყენებითი ხელოვნების ძეგლები, რომლებიც ასახავს მათ ეპოქას. სახვითი ხელოვნების ძეგლები მნიშვნელოვანი წყაროა ყოველდღიური ცხოვრების ისტორიისა და ჩვეულებების შესახებ.

დაწერილი (ნარატიული) წყარო: ასეთი ტიპისაა ასოებით, ციფრებით, ნოტებით და  სხვა ნიშნებით დაწერილი ნებისმიერი ტექსტი. თავის მხრივ, წერილობითი წყაროები შეიძლება დაიყოს 3 კლასად: დოკუმენტური, საკანონმდებლო და თხრობა.

თითოეულ  წყაროს სჭირდება ღრმა, ინდივიდუალური შესწავლა, რათა  დავრწმუნდეთ, რომ ის სანდო, ზუსტი და გამოსაყენებლად ვარგისია.

ხშირია შემთხვევა, როცა დაწერილი წყარო თხრობაა და წარმოადგენს მხატვრულ ნაწარმოებს. ბევრია ისეთი თხრობითი ტექსტი, რომელიც წყაროთმცოდნეობისთვის მნიშვნელოვანია. მხატვრული ლიტერატურის უმეტესი ნაწილი განიცდის ეპოქის გავლენას და ზედმეტ-ნაკლებად ასახავს კონტექსტს. ამის გამოა, რომ ლიტერატურის ისტორიას ყურადღებით ეპყრობიან მეცნიერები.

ბარბარე შველიძე – თბილისის 49-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები