4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

იოვანე საბანისძე „აბოს წამება“

spot_img

       (კითხვა-პასუხი)

წარმოგიდგენთ „აბოს წამების“ შესახებ კითხვებს პასუხებით. ნაშრომი, რომელიც ფაქტობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა შექმნილი, დაეხმარება ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის მსურველებს.

       წერილი სამოელ კათალიკოსისა იოვანე საბანისძისადმი

შეკითხვა პასუხი
1.ვისი დაკვეთით დაიწერა ,,აბოს წამება“? 1.სამოელ კათალიკოსის დაკვეთით.
2.რას სთხოვს იგი იოვანე საბანისძეს? 2.რომ დაწეროს ახალი მოწამის აბოს შესახებ.
3.რატომ დააკისრეს ეს საპასუხისმგებლო საქმე ოივანე საბანისძეს? 3.რადგან იცოდა მისი ცოდნა საღვთო წიგნებისადმინ.
4.ვისი ხელით გაიგზავნა ეს წერილი? 4. ხსართან მღვდლის ხელით.

 

     იოვანე საბანისძის პასუხი კათალიკოსისადმი

შეკითხვა პასუხი
1.რა სიტყვებით მიმართავს იოვანე სამოელ კათალიკოს? 1.უკუთუ ურჩ ვექმნე ბრძანებასა თქუენსა,წერილი არს ,,შვილი ურჩი წარსაწყმენდელსა მიეცესო“ და თუ ვისწრაფო მორჩილებად,მისთვსცა იტყვის ,,უძლიერესსა შენსა ნუ გამოეძიებიო და უძლიერესსა შენსა ნუ განიკითხავო“.
2.რას ნიშნავს მამფალი? 2.მამფალი ნიშნავს მმართველს, მბრძანებელს. აქ -ეკლესიის მესაჭეს, კათალიკოსს.
3.რას ნიშნავს ღმრთივ პატიოსანი? 3.ნიშნავს ღვთისაგან პატივცემულს.

 

         I თავი
შეკითხვა პასუხი
1.ვის მიმართავს იოვანე საბანისძე ნაწარმოების დასაწყისში? 1.იოვანე საბანისძე მიმართავს ხალხს.
2.რას ნიშნავს სურვიელითა გულითა? 2.ნიშნავს მოწადინებით,მონდომებით.
3.რას სთხოვს ავტორი მათ? 3.რომ გულისყურით მოუსმინონ.
4.რომელი მოციქულის სიტყვებს ახსენებს ავტორი თავის მსმენელს? 4.პავლე მოციქულის სიტყვებს.
5.როგორ ცდილობდნენ ურწმუნოები ქრისტიანების გადაპირებას? 5. მოტყუებით, მოსყიდვით, ძალადობით.
6.რომელი სახე-სიმბოლოებია ნახსენები ნაწარმოებში? 6.კარი, გზა, ტარიგი, მწყემსი, მარგალიტი, ანგელოზი, ღმერთი, მარცვალი მდოგვისა, ლოდსაკიდური, მატლი, მარილი…
7.რატომ ეწოდა ქრისტეს ტარიგი? 7.რადგან ჩვენთვის მოკვდა და საუკუნოდ გვანიჭებს სიცოცხლეს ზიარებით.

 

        II თავი
შეკითხვა პასუხი
1.ვინ იყო იმ დროისთვის ქართლის ერისთავი? 1.ნერსე ადარნესე კურაპალატის ძე.
2.ვინ დაასმინა ერისთავი? 2.ბოროტმა ადამიანებმა.
3.რამდენი წელი იყო ერისთავი პყრობილებაში? 3.3 წელი.
4.ვისი შთამომავალი იყო აბო? 4.აბო ისმაილის შთამომავალი იყო.
5.რატომ გადაწყვიტა აბომ ქართლში ჩამოსვლა? 5.ქრისტეს სიყვარულის გამო. თუმცა, მან წამოსვლის დროს არაფერი იცოდა ქრისტეს შესახებ.
6.რატომ მარხულობდა და ლოცულობდა აბო ფარულად? 6.ეშინოდა სარკინოზების, აბო არ იყო რწმენაში გამყარებული.
7.რატომ მადლობდა აბო ღმერთს აფხაზეთში? 7.რადგან იხილა ქვეყანა ქრისტიანებით სავსე.
8.რატომ გაიხარა ნერსე ერისთავმა თბილისში დაბრუნებამდე? 8.რადგან მისი დისწული – სტეფანოზი გურგენ ერისთავის ძე ქართლის ერისმთავარი გახდა.
9.რის შესახებ აფრთხილებს აფხაზეთის მთავარი აბოს? 9.რომ არაბები ეცდებოდნენ მის ცდუნებას და შეიძლებოდა, გადაეყვანათ თავიანთ სარწმუნოებაზე.

 

          III  თავი
შეკითხვა პასუხი
1.რა ხერხებს იყენებდნენ აბოს გადასაბირებლად? 1.ტკბილი სიტყით და დაშინებით.
2.როგორ აფასებს აბო საკუთარ ცხოვრებას მონათვლამდე? 2.უმეცრად თვლიდა თავს.
3.რა აშინებთ ყველაზე მეტად ამირასთან მისულ არაბებს? 3.ის, რომ არ განემტკიცებინა აბოს საქციელს ქრისტიანები რწმენაში.
4.რატომ გახდა საჭირო თავის მოსაკვეთად მახვილის სამჯერ მოქნევა? 4.იმიტომ, რომ დაშინების გამო გადაეფიქრებინა ქრისტიანობა.
5.რამ განარისხა ამირა აბოსთან მეორე შეხვედრისას? 5.იმიტომ განრისხდა ამირა, რომ აბომ მიუგო, ქრისტიანობაში რა სიტკბოცაა, ამას ქრისტიანად გახდომის შემდეგ მიხვდებიო.

 

          IV თავი
შეკითხვა პასუხი
1.რას ნიშნავს „ახალი მოწამე“? 1.ქრისტეს შობა,ჯვარცმა და აღდგომა ადამიანის ხსნის მარადიული გზაა. ყოველი ახალი წამება ახლებული დამოწმება და განახლებაა მააცხოვრის ვნებისა და აღდგომისა. „ახალი მოწამე“ ამაზეც მეტყველებს და ამასთანავე გვაუწყებს, რომ წმინდანი სულ ახლახან ეს ესაა დაემოწმა ქრისტეს.
2.რა ჭარბობს ნაწარმოების ბოლო თავში?

ა)თხრობის ინტონაცია.

ბ)ქების ამაღლებული ინტონაცია.

2.ბ)ქების ამაღლებული ინტონაცია.
3.რას შესთხოვს ავტორი აბოს ნაწარმოების ბოლოს? 3. რომ გვიშუამდგომლოს ყოველთა მაცხოვრის წინაშე.

 

მარიამ გრიგალაშვილითბილისის 186-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

ნიკოლოზ ნებიერიძეზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები