9 თებერვალი, კვირა, 2025

იდიომი

spot_imgspot_img

ტერმინი იდიომი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან და ნიშნავს თავისებურებას. ამჟამად ამ ტერმინით აღინიშნება ფრაზეოლოგიურ ცნებათა ერთი ტიპი.

იდიომი შეიცავს ორ კომპონენტს მაინც. ასე რომ, ცალკე აღებული სიტყვა, მარტივი თუ კომპოზიტი, იდიომად არ მიიჩნევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აგებულების მიხედვით იდიომი მკვეთრად განსხვავდება სიტყვისაგან, მაგრამ ემთხვევა თავისუფალ შესიტყვებას. იდიომის კომპონენტები მეტწილად „ცოცხალი“ სიტყვებია, რომლებიც დაუბრკოლებლად გამოიყენება მეტყველებაში იდიომთა გარეშეც. თავისუფალ შესიტყვებაში იდიომის ელემენტებს აქვთ საკუთარი მნიშვნელობა.  იდიომის კომპონენტებს შორის გრამატიკული შეკავშირება, ჩვეულებრივ, ემთხვევა თანამედროვე ენის ნორმებს.

იდიომი არის შესიტყვების ფორმის მქონე დაუშლელი ლექსიკური ერთეული, რომლის მნიშვნელობა არ გამომდინარეობს კომპონენტების მნიშვნელობათა ჯამიდან.

 ახლა კი გავეცნოთ რამდენიმე იდიომის მაგალითს განმარტებებით:
  1. აინუნშიც არ მოსდის („აინუნ“ ნიშნავს თვალს) – ფიქრადაც არ მოსდის, ყურადღებას არ აქცევს, არაფრად აგდებს.
  2. გზაზე დადგომა – გარკვეული გეზის აღება ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად.
  3. გზის გაკაფვა – დაბრკოლებათა გადალახვა, წინსვლის პირობების შექმნა, გზის გაკვლევა.
  4. გულთან ახლოს მიტანა – განცდა, თანაგრძნობის გაწევა.
  5. თვალწინ დაუდგა – ნათლად მოაგონდა, წარმოიდგინა, თვალწინ წარმოუდგა.

თეკლა მორჩილაძე, აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე 

 

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები