2 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2021

თანხმოვნები წარმოქმნის ადგილის (ლოკაციის) მიხედვით

spot_img

სამეტყველო ბგერა ხმოვანი ან თანხმოვანია. ქართულ ენაში თანხმოვანთა რაოდენობა ბევრად აღემატება ხმოვნებისას, ამის გამო ქართულად მეტყველება რთულია იმ ენებთან შედარებით, რომლებშიც ხმოვნების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენს მშობლიურ ენაშია.

სახელწოდება თანხმოვნები საინტერესოდ გამოხატავს ბგერათა ერთ დიდ ჯგუფს.  თანხმოვანთა წარმოთქმისას თან ხმოვანიც გაისმის.

თანხმოვანი ისეთი ბგერაა, რომელიც წამოიშობა ჰაერის გამოტარებით სრულიად დახშულ, ან შევიწროებულ არეში. თანხმოვნის წარმოსათქმელად საჭიროა ჰაერის ნაკადი, რომელიც უმეტესწილად ფილტვებიდან ამოდის და ხორხსა და პირში ამოივლის. ეს ჰაერის ნაკადი სხვადასხვა ადგილას ფერხდება. თუ ჰაერის ნაკადმა სრულად დახშული არე გამოაპო, მივიღებთ ხშულ თანხმოვანს, ანუ ოკლუზივს (მაგ.: , , ). ჰაერნაკადის შევიწროვებულ ნაპრალში გამოვლისას იქნება ნაპრალოვანი, ანუ სპირანტი (მაგ.: , ).

თანხმოვნების დაჯგუფება წარმოების (წარმოქმნის) ადგილის მიხედვით    ფილტვებიდან ამონადენი ჰაერის ნაკადის შეყენება და ისევ გამოშვება შემდეგ ადგილებში ხდება: ბაგეებთან, კბილებთან, წინა და უკანა სასასთან, ნაქთან და ხორხში.    

1.ბაგეებთან წარმოქმნა:

ბაგეები ერთმანეთს ეკვრის. ჰაერის ნაკადი გამოაპობს მათ და შემდეგი ბგერები წარმოიშობა: ბ, ფ, პ, მ. ამ ბგერების წარმოთქმაში აქტიურ მონაწილეობას იღებს ორივე ბაგე (ზედა და ქვედა) და ამიტომ მათ ბაგისმიერ (ლაბიალ) ბგერებს ვეძახით. ლაბიალი ხმოვნებია და .

  1. კბილებთან წარმოქმნა:

თუ ქვედა ბაგე უახლოვდება ზედა კბილებს ბგერის წარმოქმნისას, მას კბილბაგისმიერს ვუწოდებთ. ასეთია ნაპრალოვანი ბგერა ვ.

თუ ენის წვერი ებჯინება ზედა კბილებს, წარმოიქმნება ხშული კბილისმიერი (დენტალური) ბგერები: , , .

  1. წინა სასათან (მაგარ სასასთან) წარმოქმნა:

თუ ენის წვერი მიბჯენილია ნუნისა და კბილის საზღვარზე და თანაც ჰაერის ნაკადისთვის გზა თავისუფალია ცხვირის ღრუსკენაც, მივიღებთ ბგერას. წარმოთქმის ადგილის მიხედვით იგია ნუნისმიერი (ალვეოლარი) ბგერა. ნ ბგერას ნაზალურსაც (ცხვირისმიერსაც) ვუწოდებთ.

თუ ენის წვერი მიბჯენილია ნუნებზე, მაგრამ ისე, რომ ენის გვერდებზე ნაპრალი რჩება და ჰაერი გამოდის, წარმოიქმნება ნუნისმიერი ბგერა , რომელიც ერთსა და იმავე დროს ხშულიც არის (ენა მიბჯენილია ნუნებზე) და ნაპრალოვანიც (გვერდებზე ნაპრალებია). ამის გამო ის გვერდითი (ლატერალი) ბგერაა.

თუ ენის წვერი მიბჯენილია ნუნებზე (მაგრამ უფრო უკან, ვიდრე და ბგერების წარმოთქმის დროს) და თრთის, წარმოიქმნება ნუნისმიერი მთრთოლარე (ვიბრანტი) ბგერა . და ბგერებს საერთოდ ნარნარა (ლიკვიდ) ბგერებს უწოდებენ. მათვე უერთებენ ზოგჯერ ბგერასაც. გავრცელებული მოსაზრებით, ნ,რ,ლ ბგერები ნარნარაა.

ენის ნუნებთან მიბჯინებით წარმოიქმნება: , , . ესენია წინა ნუნისმიერი (წინა ალვეოლარი) ხშული ბგერები.

თუ ენა მიახლოებულია ნუნებთან და ქმნის მომრგვალო ნაპრალს, მაშინ წარმოიშობა და . ესენია წინა ნუნისმიერი (წინა ალვეოლარი) ნაპრალოვანი ბგერები (სპირანტები). უკანა ნუნისმიერი ბგერების წარმოთქმისას ისმის სისინი, ამიტომ ამ ბგერებს სისინასაც (ძ, ც, წ, ზ,ს) ეძახიან.

თუ ენის ზურგი ებჯინება ნუნების უკანა მხარეს, წარმოიქმნება , , ჭ. ესენია უკანა ნუნისმიერი (უკანა ალვეოლარი) ხშული ბგერები.

თუ ენის ზურგი აწეულია ოდნავ და ნუნების უკანა ნაწილთან ისეა მიახლოებული, რომ მათ შორის ვიწრო მომრგვალო ნაპრალია დარჩენილი, წარმოიქმნება , შ. ესენია უკანა ნუნისმიერი (უკანა ალვეოლარი) ნაპრალოვანი ბგერები (სპირანტები). ორივე სახის უკანა ნუნისმიერ ბგერებს (ხშულსა და ნაპრალოვანს: , , , , ) შიშინა ბგერებს ეძახიან, რადგანაც მათი წარმოთქმისას ხმის აღქმითი შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს შიშინი მოისმის.

  1. უკანა სასასთან (რბილ სასასთან)

თუ ენა ზურგით ებჯინება რბილ სასას, წარმოიქმნება , , . ესენია უკანა სასისმიერი (ველარი) ხშული ბგერები.

თუ  ენა ზურგით ძალიან უახლოვდება რბილ სასას და ქმნის ნაპრალს, სადაც ჰაერის ნაკადი გამოატანს და მივიღებთ , თანხმოვნებს. ესენია უაკანა სასისმიერი (ველარი) ნაპრალოვანი ბგერები. ოღონდ ამათი წარმოთქმის ადგილი უფრო უკან არის გადაწეული, ვიდრე ხშული , , ბგერებისა.

  1. ხახასთან წარმოქმნა:

თუ ენის ძირი ებჯინება ხახის უკანა კედელს, წარმოიქმნება ყ. ეს არის ხახისმიერი (ფარინგალი) ხშული ბგერა.

  1. ხორხში (ყიაში) წარმოქმნა:

ყიის კედლების შევიწროებით მცირე ნაპრალი იქმნება, ჰაერი  ფილტვებიდან ამოსვლისას ეხახუნება ამ კედლებს, მაგრამ ისე, რომ ხმის სიმებს არ არხევს და წარმოიქმნება , რომელიც ხორხისმიერი (ლარინგალი) ნაპრალოვანი ბგერაა. რამდენადაც ბგერის წარმოთქმისას ხორხში ნაპრალი ღიაა და შემდეგ ჰაერის ამომდინარეობას არსად დაბრკოლება არა აქვს, მას ხმოვნის ნიშნები აქვს, მაგრამ აკლია ხმოვანთა წარმოთქმის არსებით მხარე: სიმები არ ჟღერს, ტონი არ ახლავს და მაშასადამე, ჩქამია. ამიტომ იგი თანხმოვნებს განეკუთვნება. თანხმოვნებში მის ჩარიცხვას კიდევ ის აძლიერებს, რომ მას, სხვა თანხმოვნების მსგავსად, მარცვლის წარმოქმნა არ შეუძლია. აქვე დავძენ, რომ ყიასთანაა დაკავშირებული სიტყვა ყიამყრალი (ადამიანი, რომელიც მხოლოდ უსიამოვნოდ საუბრობს).

გიორგი აბულაძე – ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მე-11 გ კლასის მოსწავლე 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები