შენს წმინდა სახეს, შვენებით სავსეს, სახიერებით განსხივებულსა, ვუმზერ კრძალვითა, თაყვანცემითა, ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!მიხარის — გიმზერ, ვჰსწუხვარ — და გიმზერ, და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე, არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვჰგრძნობდე ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!.. ყვავილოვანი წალკოტი შენი, აღარ გვიბრწყინვის შავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!.. და, ვით განვლილსა. ხნით დამაშვრალი, და გაგვიცოცხლდეს, …მარამ ცად თვალნი ეჭვით აღვსილსა, ვაჰ თუ რაც წახდეს |
შენს წმინდა სახეს მშვენიერებით სავსეს, სახიერებით გაბრწყინებულს ვუმზერ კრძალვით,თაყვანისცემით , ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთ! მიხარია-გიმზერ ვწუხვარ-და გიმზერ და ეს მზერა მსურს სიკვდილამდე , მინდა არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვიგრძნო შავი დროის ძალითაა ფერ წახდენილი!
და როგორც განვლილ ტკბილს სიზმარს სრულად არ წავსწყდეთ ცის შემრისხავ და შენი ჯვარით აკურთხე იგი. შენი ივერი აღსგეს ძლიერი ერი კვლავ უნდა შეიკრას წმინდა საყდრით მისივე მდიდარი ენით განსწავლულობთ, ზნე ამაღლებით, უდიდესი სიძლიერით, და სამშბლოს მიწის სიყვარულით!
და გაგვიცოცხლდეს ჩვენი ჩვენი წმინდა თამარი რომ კვლავაც გავიგონოთ რუსთაველის სიტყვები.რომ გამოვიღვიძოთ ცოდვები მოვინანიოთ და სიბნელე გაქრეს.
მაგრამ ცას აჰყურებ და მე ვეღარ მიცნობ გულ-შემუსვრილსა დამცირებულს უხმოს, ბედ-დაკარგულ ივერიის ძეს. ეჭვებით აღვსილს უიმედოდ მყოფს დაღონებულს!
ვაი თუ რაც განადგურდა ვეღარ აღსდგეს,ვეღარ აყვავდეს აოხრებული ჩვენი ქვეყანა? და რაც განადგურდა ის მიისაკუთრეს შავმა ყორნებმა როგორც დაჭრილი უმწეო მსხვერპლი! აბა დაუნდობელო ცრუ სიცოცცხლევ შენი სიკეთე სად გაქრა? დიდება ჩვენი მზის სხივის ნუთუ მხოლოდ ესღა დაგვრჩა რასაც ჩვენი თვალები ჰხედავენ? დაყრუებული გზა შეუალი უდაბურ ტყეში ტაძარი სადაც ჩვენი დიდი იმედის მეფე თამარის სახეა გამოსახული ძვე კედლებზე |
ნატა შუბითიძე – თბილისის №152 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლე მესხი – თბილისის № 179 საჯარო სკოლის მოსწავლე