2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

ზოგიერთი რამ (ანალიტიკური კომენტარი)

spot_img

ქართველთა გათითოკაცების საკითხს ილია ჭავჭავაძე მტკივნეულად განიცდიდა. Პუბლიცისტურ წერილში ,,ზოგიერთი რამ“, რომელიც 1876 წელს დაიბეჭდა, ილიამ სწორედ ეს პრობლემა გაშალა. ამ წერილში მან ნათლად მიგვანიშნა ქართველთა გაუცხოების საფრთხეზე.

ილია წერილში სვამს კითხვებს: „ჩვენ, ქართელებს, საყოველთაო რა გვაქვს?“, „სად არის ქართველი და ქართველობა?“, „ვართ-ღა სადმე?“. ილია ცხადყოფს ცხადჰყოფს, რომ დაკნინდა ცნებები: „ქართველი“და „ქართული“. პუბლიცისტის სადარდელი ისაა, რომ „ქართველს, რომელსაც საზოგადო მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოობითი მნიშვნელობა მიეცა“. Დაკნინდა „მამულის“ ცნებაც. უწინ თუ ქართველი „მამულს“ სამშობლოს გამოსახატავად იყენებდა, დღეს მან საზოგადო სახელი მამული თავის კერძო მამულს დაარქვაო, – ილია საკმაოდ მძაფრად გვიხატავს რეალობას. მისი აზრით ქართველთა ერთიანობის საფუძველი ქართული ენა იყო. ქართველ ხალხს „ერთისა და იგივე ენით ჭირში უგლოვნია, ლხინში უმხიარულია, დღეს კი ქართველი ერი იმდენადაა ზნედაცემული, რომ ამ ენით მაინც აბეზღებს თავის მოძმეს ღმერთთანაც და კაცთანაც“.

„გონებით რომ აღარ ვსცხოვრობთ, ქართულს ენას აზრს როგორღა გამოათქმევინებთ?“ – კითხულობს ილია. მას არც ის ამშვიდებს, რომ კუთხურობა ყველა ერისთვისაა დამახასიათებელი. ქართველობაში ამ პრობლემას ბევრად მყარად გაუდგამს ფესვები. პრობლემის უკეთ წარმოსაჩენად ილიამ ფრანგები და ქართველები შეადარა ერთმანეთს. ფრანგები კუთხურობიდან საერთო ფრანგულისკენ მიისწრაფოდნენ, ქართველები კი საერთო ქართულიდან კუთხურობისკენ: „მარსელში მცხოვრებელი ფრანციელი, რასაკვირველია, ფრანციელსვე ეტყვის, მარსელელი ვარო, მაგრამ უცხო ქვეყნელს კი ეტყვის, ფრანციელი ვარო. ეგ იმას ნიშნავს, რომ იგი შინაურობაში მარსელელია და გარეობაში – ფრანციელი. უცხოსათვის ერთი იმათგანია, საცა ყველანი ამისათვის ცხოვრობენ და ყველასათვის თითონა ცხოვრობს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი ძალა – ჩემი ხალხის ძალააო, ჩემი სიკეთე – ჩემი ხალხის სიკეთეაო, რომ ჩემი სისხლი ყოველს ფრანციელთან ერთად დუღსო, ყოველის ფრანციელის ცხოვრების ძარღვი ჩემის ცხოვრების ძარღვიაო, და თუ გინდაო, ყოვლის ფრანციელის ავად და კარგად მყოფობას ჩემს მაჯაზედ შეატყობო. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი წყენა უცხოსაგან – ჩემი ხალხის წყენააო, და ჩემი ხალხის წყენა – ჩემი საკუთარი წყენააო“.

ილიამ აღნიშნული პრობლემიდან გამოსავალი ერთიანობასა და სიყვარულში დაინახა. იმის გამო, რომ მე-19 საუკუნის ქართველობას მკვახე შეძახილები ესაჭიროებოდა, ამას კიდეც აკეთებდა ილია. სხვაგვარად, როგორც ამბობენ, საქართველოს გადარჩენას დიდი საფრთხე ემუქრებოდა.

თეკლე მესხიქ.თბილისის N179 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები