13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ზეზვას და ლუხუმის სახე

spot_img

ზეზვა და ლუხუმი ვაჟა-ფშაველას ისტორიული პოემის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან, თუმცა „ბახტრიონის“ მთავარ ღერძს, სწორედ ისინი ქმნიან.

ზეზვა, ლუხუმის მსგავსად, მრავალჯერაა ომში ნამყოფი. იგი ლაშქრობებმა ჩამოაბერა და დღემუდამ ბრძოლის ველზე ყოფნამ გაუთეთრა თმა. ბახტრიონის ბრძოლამ კიდევ ერთხელ შეჰყარა ერთად მეგობრები.

„სრულ ლაშქარსა ვარ, რაც კია,

ძუძუს მამსხლიტა დედამა.

ჯერ შენთან, ძმაო ლუხუმო,

რამდენჯერ ვიყავ ომშია?..

წელში ორჯელ თუ დაებმის

ჩემი საფერხე გომშია.“

ორივე მათგანს მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება დაუგროვებია. მთელი მათი სიცოცხლე იყო ბრძოლა მტრის წინააღმდეგ, საქართველოს თუ რწმენის გადარჩენისთვის. ლაშარის ბატონმა მათ ეს მისია დააკისრა, ეს ბედისწერა უბოძა:

უნდა გადაგვხდეს კიდევაც

ეს არის ჩვენი ბედია.“

ზეზვა მტკიცე ხასიათის, ძლიერი და მკლავმაგარი მეომარია. მას შეუძლია ერთი ხმლის მოქნევით მტერს თავი წააწყვიტოს და წარბიც არ შეიხაროს. გაფრინდაული ტანმორჩილია, თუმცა ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ თათრებს საკადრისი ბრძოლა ანახოს.

„მიჰკივის თათრებს ზეზვაი,
შეუპოვარი, მალია

კითხვაზე, „თუშჩი ვინ ვარგდა, მითხარით, /კაცად ვინ უფრო არია?“ პასუხად მოლაშქრეები გაფრინდაულის სახელს აგებებენ:

„- ზეზვაი, ძმაო, ზეზვაი,

მთელის თუშების დარია.“

„ლომია, უფალსა ვფიცავთ,

სწრაფი, ვით ელვაქარია.“

ვერ ვნახეთ, რო დაეკვნესოს,

ან შეცვლილიყოს სახითა.“

ზეზვა იშვიათად თუ გამოხატავს ემოციებს, ის ომში შეუდრეკელია და, ლუხუმისგან განსხვავებით, არც მტრის ადამიანად აღქმა ახასიათებს. მისი მთავარი მიზანი თათრების გაწყვეტა და მათი ჯავრის ამოყრაა, იგი არ ინდობს „მოუნათლავ მტერს“ და სასიკვდილოდ ეკვეთება მას.

განსხვავებულია ლუხუმისეული შეხედულებები. მართალია, იგი ხმალს გამეტებით იქნევს მტრის წინააღმდეგ, თუმცა მიუხედავად ამისა, მას აქვს თათრის შეცოდების უნარი, და ეს უნარი იმდენად დიდია, რომ ომში შეუძლია თვალიც კი აუწყლიანოს…

გულდინჯი და შემწყნარებელი ლუხუმი, მამაცი და „ომში ცხარი“ ადამიანია. იგი  გამოცდილი მეომარია და ადვილად შეუძლია ცრუ, მოღალატე ადამიანის ცნობა, აკი კვირიას სწორედ ლუხუმი დაიცავს ცილისწამებისგან. მისთვის მიუღებელია იმის გაფიქრებაც კი, რომ ქართველთათვის ესოდენ მძიმე დროს, რომელიმე ადამიანს აზრად ღალატი მოუვა. მას არ უყვარს ტყუილუბრალოდ ლაპარაკი და უმიზეზო ბრალდება, ამიტომაც ეუბნება მებრძოლებს:

„არ რადმე მეჭაშნიკება

სიტყვა კოჭლი და ლუგუმი.“

საოცარია ვაჟასეული პოემის დასასრული – მოხუცი მეომრის ნახვისას, გველი ღალატობს თავის ბუნებას და ადამის მოდგმის მტერი, მთელი თვის განმავლობაში უვლის დაჭრილს. ლუხუმი ამაღლდა იმდენად, რომ მტერში არამარტო სიბრალული, არამედ მოწიწება გამოიწვია. გველიც განიმსჭვალა ამ გრძნობით და ეცადა საკადრისი პატივი მიეგო ღირსეული მეომრისა და ვაჟკაცისადმი.

ზეზვა და ლუხუმი არიან ზოგადი სახე ნამდვილი ვაჟკაცობისა და პატრიოტებისა, საქართველო დღემდე, სწორედ მათ და მათ მსგავსმა ადამიანებმა მოიყვანეს – შეუდრეკელმა, ღირსეულმა და თავდადებულმა მამულიშვილებმა.

სესილი ერაგიაქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები