4 ოქტომბერი, სამშაბათი, 2022

„ვეფხისტყაოსნის“ 47-ე სტროფის ანალიზი

spot_img

თვალი გავადევნოთ დაბალი შაირით დაწერილ 47-ე სტროფს:

„მამისა  ტახტსა საჯდომად  თავი არ ეღირსებოდა,

ამად  ტირს, ბაღი ვარდისა  ცრემლითა  აივსებოდა;

მეფე  სწვრთნის: „მამა ყოველი ძისაგან  ითავსებოდა,

ამისად  ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა“.

მოცემული სტროფი არის თავიდან „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“. რუსთაველი თინათნის გამეფების ცერემონიულ სცენას აცოცხლებს და სიტუაციას აადამიანურებს თვით მეფის ასულის სულიერი მდგომარეობის წარმოჩენით. თინათინი ბრძენია, მაგრამ ემოცია დიდია და მამის ტახტის დაკავებას მძიმედ განიცდის, რაც პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა ადამიანის ნორმალური, ბუნებრივი რეაქციაა.

სტროფში მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი:

  1. თინათინი თავმდაბალია თუ დაბალი თვითშეფასება აქვს პირველი სტრიქონის მიხედვით?
  2. მეტაფორული ხელოვნების შესაბამისობა მეორე სტრიქონში;
  3. მამის „წურთვნილება“ (მესამე და მეოთხე სტრიქონის მიხედვით).

თინათინი, როგორც პოემის შემდეგ ნაწილებში იკვეთება, თავმდაბალია მამის წინაშე და მისი ადეკვატური თვითშეფასება/შეფასება სრულიად თვალსაჩინოა. ქალის სრულფასოვან ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ პორტეტში მამის ტახტზე ასვლის დროს „ვარდის ბაღის“ ცრემლით ავსება სრულიად ბუნებრივია. წუთითაც კი იმის წარმოდგენა, რომ მამა უნდა ჩაანაცვლო და ღირსეულად გააგრძელო მონარქიული ტრადიცია, ცრემლის მომგვრელია. ამ ცრემლს რუსთაველი მეტაფორაში ისე ოსტატურად იყენებს, რამდენად შეეფერება მხატვრულ ნაწარმოებს. სტროფში ზედმიწევნით საგულისხმოა ბოლო ორი სტრიქონი. მამა რომ შვილისგან ითავსება, ეს საკითხი ქრისტიანულ მსოფლმხედველობაშიც მკაფიოდაა გადმოცემული, მაგრამ როსტევანს გულზე სახმილი მანამდე არ უქრება, ვიდრე შვილს არ გაამეფებდა. ლიტერატურული პარალელი (თინათინის შემთხვევა) ისტორიულ რეალობასთან (თამარის სახესთან) სადავო არაა და ამ სტროფში („ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა“) ერთი სტრიქონითაა მამა-მონარქების ადრინდელი მთავარი სადარდელი ოსტატურად გადმოცემული.

ბაია ცხელიშვილიქ.ქუთაისის N14 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები