22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

ვაჟა – ადამიანი საუკუნეებით წინ

spot_img

ვინ არის ვაჟა-ფშაველა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. ფაქტია, ვაჟა იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა. იგი რეალიზმის უმაღლესი მწვერვალი და მითოლოგიური რეალიზმის ფუძემდებელია. სწორედ ესაა მისი განსაკუთრებულობა. მითოლოგიით შემოსილმა რეალიზმმა საზოგადოებას დაანახა ცხოვრების ავ-კარგი. ვაჟას თანამედროვე ხედვები ბევრად უსწრებდა XIX საუკუნეს. მისი პროზაული და პოეზიური სამყარო ყველასგან განსხვავებულია.  ამ განსხვავებულობას ქმნის სამი უმნიშვნელოვანესი, ფილოსოფიური ხედვის სწორი შერწყმა. ლიბერალიზმი, ტოლერანტობა, ჰუმანიზმი ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რომელიც ვაჟას ნაწარმოებებს აერთიანებს. მის მიერ შექმნილი სამყარო მკითხველზეა მორგებული, ამიტომაც ყველას „თავის ვაჟა ჰყავს“. რეალისტური ხედვებით გაჯერებულ ქართულ მწერლობაში, მან შემოიტანა თანამედროვეობა.

ვაჟას შემოქმედებაში მატერიალური სამყარო და საგანთა სიმრავლე, კონკრეტულ რეალურ ელფერს ინარჩუნებს. ამასთან ერთად, იძენს მისტიკურ მნიშვნელობას, ზუსტად ისეთს, რაც მის მიღმა იმალება.

მიუხედავად იმისა, რომ ვაჟას, როგორც მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედების პათოსზე უამრავი ცნობა არსებობს, მისი ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი მხარე, ჯერაც ვერ იქნა სრულყოფილად ცნობილი. აღსანიშნავია მწერლის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა. გამორჩეული დამოკიდებულებები რელიგიის, ადათის, პიროვნებისა და თანამედროვეობისადმი. ვაჟა თავისუფალ მოაზროვნეთა ტიპური წარმომადგენელია. იგი მწერლისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გადმოსცემს იმ საზოგადო შეხედულებებს, რომლებიც თავისუფალ მოაზროვნეებს ახასიათებთ.

მწერალი განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და სულიერ მსგავსებას ავლენს გერმანელი კლასიკოსის გოეთეს მიმართ. თამამდ შეიძლება ითქვას, ქართველი კლასიკოსისთვის, როგორც მხატვრული სიტყვიერების ოსტატი გოეთე ერთ-ერთი უპირატესია. გოეთესეული ხედვა მიილტვის ყოველგვარი სტიგმისა და სტერეოტიპული აზროვნების დაძლევისკენ. ვაჟას პერსონაჟების დაუოკებელი ჟინი თავისუფლებისა და წინააღმდეგობა „ბებერი“ აზროვნებისადმი, გოეთესთან მის უშუალო აზრობრივ კავშირზე მიუთითებს.

ვაჟას განსაკუთრებული უნარი, ბუნების მოვლენებისა და სურათების პერსონიფიცირებისა, კიდევ უფრო ამაღლებს მას, როგორც წერალს.  მხოლოდ მასთან თუ შევხვდების ფრაზას

„დღემ დაიხურა პირ-ბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები.“

თითოეული ზემოაღნიშნული არგუმენტი ნათლად მიუთითებს, რომ ვაჟა-ფშაველა აზრობრივ-მსოფლმედველური დამოკიდებულებებით  XIX საუკუნეს ბევრად უსწრებს. მისწრაფებები ევროპული შეხედულებებისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებისკენ ამის ნათელი მაგალითია. ვაჟას გენიალურობა სულ რაღაც ერთ საუკუნეში ჩეტია, მთელი სრულყოფილებით. მართლაც რომ „მის შესაფასებლად არ კმარა ერთი კაცის ძალ-ღონე“.

მარიამ ჩაჩანიძესსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები