27 ივლისი, შაბათი, 2024

გარდამავლობა

spot_img

გარდამავლობა არის ზმნის ერთ-ერთი კატეგორია და გვიჩვენებს სუბიექტურ პირს გააჩნია თუ არა სამოქმედოდ პირდაპირი ობიექტი. ზმნა ან გარდამავალია ან გარდაუვალი.

განვიხილოთ გარდამავლობა:

გარდამავალია ზმნა, რომელიც შეიცავს პირდაპირ ობიექტს. გარდამავალია ზოგიერთი ორპირიანი და თითქმის ყველა სამპირიანი ზმნა.

ორპირიან ზმნაში ერთი სუბიექტური და ერთი ობიექტური პირია. თუ ობიექტი პირდაპირია, მაშინ ეს ზმნა გარდამავალია.

სამპირიანი ზმნა შეიცავს ერთ სუბიექტურ და ორ ობიექტურ პირს, რომელთაგან ერთი პირდაპირია, მეორე კი ირიბი. მაშასადამე, ყველა სამპირიანი ზმნა გარდამავალია (გამონაკლისია, მაგალითად, სამპირიანი ზმნა შეეკითხა).

სამპირიან ზმნაში პირთა შეწყობა რიგითობის მიხედვით ასეთია: სუბიექტი, ირიბი ობიექტი, პირდაპირი ობიექტი.

პირდაპირი ობიექტი, რომელიც გარდამავალ ზმნაში გვხვდება, ბრუნვაცვალებადია. მას გააჩნია ორი ბრუნვა: სახელობითი და მიცემითი.

განვიხილოთ მაგალითები:

ბავშვი წიგნს ყიდულობს – ბავშვმა წიგნი იყიდა.  ყიდულობს (ის მას) და იყიდა (მან ის) ორპირიანი ზმნებია, სადაც ობიექტური პირი ბრუნვას იცვლის.  ყიდულობს  ზმნაში (მას) ობიექტი მიცემით ბრუნვაშია, ხოლო იყიდა ზმნაში (ის) – სახელობითში. აქედან გამომდინარე, ობიექტი პირდაპირია. შესაბამისად, ამ ზმნის ობიექტი ბრუნვაცვალებადია, ანუ ზმნა გარდამავალია.

დედამ გოგონას კაბა შეუკერა. წინადადებაში ზმნა შეუკერა ( მან მას ის)  სამპირიანია, მათგან ერთი პირი (მან) სუბიექტია,  ორი პირი ( მას, ის ) _ ობიექტი. ირიბი ობიექტია მას, პირდაპირია –ის. ეს ზმნა შეიცავს პირდაპირ ობიექტს და ის გარდამავალია.

ყველა ერთპირიანი ზმნა გარდაუვალია (ზის, დგას, წევს…).

ყველა ის ორპირიანი ზმნა, რომელსაც არ შეეწყობა პირდაპირი ობიექტი, გარდაუვალია (ენთება, ეჭრება…).

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები