1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

განცხადება

spot_img

განცხადება წერილობითი დოკუმენტია,რომელიც იწერება ცალკეული პირის ან პირთა მიერ რომელიმე წარმოება-დაწესებულების ან მისი ხელმძღვანელის სახელზე და შეიცავს თხოვნას, საჩივარს ან რაიმე ამბის შეტყობინებას. განცხადება ყველაზე ხშირად გამოყენებული და, ამავდროულად, ძალიან მარტივი დოკუმენტია. მისი წერის დროს აუცილებელია რამდენიმე მარტივი წესის, გრამატიკული კანონზომიერებისა და აზრის განვითარების თანმიმდევრობის დაცვა.

განცხადების ფორმატი (სტრუქტურა) შემდეგი სახისაა:

  1. პირველ სტრიქონზე იწერება ადრესატის ზუსტი წოდება (სრული დასახელება წარმოება-დაწესებულების, ორგანიზაცია-უწყების ან თანამდებობის მქონე იმ პირისა, რომელსაც ეგზავნება ეს განცხადება).
  2. მომდევნო სტრიქონზე ზევით, მარჯვენა მხარეს, იწერება განმცხადებლის გვარი, სახელი, (ზოგჯერ მამის სახელიც) და ზუსტი მისამართი (ის იმ შემთხვევაში, თუ ადრესატისთვის უცნობია განმცხადებლის ვინაობა და ადგილსამყოფელი). დაწესებულების ხელმძღვანელის სახელზე დაწერილ განცხადებაში აღინიშნება განმხცადებლის თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებიც.
  3. გარკვეული ინტერვალის შემდეგ იწერება სიტყვა განცხადება გამორჩეული ხელწერით (ან შრიფტით). გამორჩეულობა, შესაძლოა, იყოს ნაწერის ფერი, ინტერვალები, ზომა…
  4. მომდევნე სტრიქონზე (აბზაცით) იწერება განცხადების შინაარსი, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან:

1) შესავალი, რომელშიც ნაჩვენებია განცხადების დაწერის მიზეზები.

2) ძირითადი ნაწილი (შინაარსის დასაბუთება).

3) დასკვნითი ნაწილი, რომელშიც მითითებულია განმცხადებლისთვის მოსალოდნელი (სასურველი) შედეგი.

  1. მარცხენა მხარეს, ქვემოთ – თარიღი.

6.ბოლოს – ხელის მოწერა.

თეკლე მესხი – თბილისის 179-ე საჯარო სკოლის მოსწავლე

 

 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები