2 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2021

ბიოგრაფია

spot_img

მწერლები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები უდიდეს კვალს ტოვებენ კაცობრიობის ისტორიაში. გამორჩეული ადამიანების ცხოვრება, სასურველია, თუ აღიწერება. მომავალმა თაობამ მათი დამსახურება არ უნდა დაივიწყოს. გამოჩენილ პიროვნებათა ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერით ტექსტს ბიოგრაფია ეწოდება.

სამწუხაროდ, ,,ვეფხისტყაოსნის“ ავტორის შესახებ მწირმა ინფორმაციებმა მხოლოდ ზეპირი ფორმით მოაღწია ჩვენამდე, რადგან იმ დროისათვის გამოჩენილი პიროვნებათა ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერა იშვიათი მოვლენა იყო. თითქმის არაფერი ვიცით იაკობ ხუცესის, იოანე საბანისძის, ჰომეროსის და სხვათა შესახებ.

ბიოგრაფია გვიხატავს ადამიანის ცხოვრებისეულ თავგადასავალს, გვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ხალხთან  კონკრეტულ პიროვნებას და გვესაუბრება მის საზოგადოებრივ და კერძო საქმიანობაზე. ბიოგრაფიაში მთავარი ყურადღება ექცევა ცნობილ ადამიანთა ცხოვრების დეტალებს. საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრების დაკვირვებულ შესწავლას აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს. ხშირად ცნობილი ადამიანის ცხოვრება მკითხველისათვის მისაბაძია, სანიმუშოა, მოტივატორია.

ლიტერატურის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის ბიოგრაფიას, რადგან მწერალი ცხოვრობს გარკვეულ დროში, საზოგადოებაში, პირობებში და როგორც მთელი მისი ეპოქა, აგრეთვე უკანასკნელთან დაკავშირებული მისი პირადი ცხოვრება, რამდენადმე ხსნის მწერლის შემოქმედებას. სანიმუშოდ შეგვიძლია დავასახელოთ ი. ჭავჭავაძის მიერ დაწერილი პოეტ იოსებ დავითაშვილის მოკლე ბიოგრაფია.

ზოგჯერ ამა თუ იმ ადამიანის  ბიოგრაფიას ცხოვრებას ან თავგადასავალსაც უწოდებენ. ბუნებრივია, ბიოგრაფია ბევრად უფრო მოკლე, მშრალი ინფორმაციის მომცველი ტექსტია, ვიდრე „ცხოვრება“ ან თავგადასავალი. ლადო ასათიანის ნაშრომში ვრცლად არის აღწერილი აკაკი წერეთლის თავგადასავალი, რომელსაც ეწოდება „ცხოვრება აკაკი წერეთლისა“. ზოგიერთი მწერლის ვრცელ ბიოგრაფიას ხშირად თავგადასავალსაც უწოდებენ. მაგ. ა. ბელიაშვილის „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა“.

ზოგიერთ შემთხვევაში ბიოგრაფიულ მონაცემებს თავად წერენ ადამიანები. ასეთ ტექსტს ავტობიოგრაფია ჰქვია. ზოგჯერ საკუთარი ცხოვრების შესახებ ვრცელ ტექსტებს წერენ (ა. წერეთელი, დ. კლდიაშვილი…) და მათში ბიოგრაფიულის გარდა სხვა ტიპის ინფორმაციებიც გვხვდება. ამგვარ ნაშრომებს მხატვრული ნიშნები გააჩნია და ზოგჯერ მხატვრულ ბიოგრაფიასაც უწოდებენ.

ნინი და ვაკო ვარსემაშვილები, თბილისის N99 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები

 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები