ზოგჯერ მოსალოდნელი ბგერა სიტყვაში სრულებით აღარ მოიპოვება, ამოვარდნილია. ასეთ მოვლენას ბგერის დაკარგვა ჰქვია. მაგ.: უნდა გვქონდეს შვილისშვილი, მაგრამ გვაქვს შვილიშვილი. დაკარგულია ს ბგერა.
ბგერის დაკარგვა გავრცელებული ფონეტიკური მოვლენაა ქართულში. ხშირია შემდეგი შემთხვევები:
- ჰ ბგერის დაკარგვა ხმოვნების წინ. ძველად იყო: ჰამბავი, ჰომი, ჰაზრი, ჰალალი, ჰურია და სხვა. ამჟამად გვაქვს: ამბავი, ომი, აზრი, ალალი, ურია და სხვა.
- ვ-ს დაკარგვა ბაგისმიერი ბგერების წინ. მაგ.: თავ-ი – თაობა – თაური , ხევ-ი – ხეობა – მოხეური, ნათესავი – ნათესაობა – ნათესაური და სხვა.
- ს-ს დაკარგვა თ,ზ,შ თანხმოვნების წინ: სახლში (სახლ-ს-თან), კედელთან (კედელ-ს-თან), სახლზე(სახლ-ს-ზე) და სხვა.
- ერთნაირ ბგერათაგან ერთ-ერთი იკარგება: ტანისამოსი (ტანის-სამოსი), წუთისოფელი (წუთის-სოფელი), ცისარტყელა(ცის-სარტყელა) და სხვა.
ლიზი პაპიძე – თბილისის 131-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე