ბგერათა შერწყმა ორი ბგერის შეერთებისგან ერთი ბგერის მიღებას ეწოდება.
თ და ს ბგერათა შეერთებით არის მიღებული ც:
ათ-სამ-მეტი – თსამეტი – ცამეტი
თშ ბგერათკომპლექსი შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა ჩ-დ:
ათ-შვიდ-მეტი – თშვიდმეტი – ჩვიდმეტი
შენიშვნა: ორივე შემთხვევაში წინაკიდური ა ხმოვანი დაკარგულია.
საინტერესოა სიტყვის ბეჩავი მოდიფიცორების პროცესი:
ბედშავი – ბეთშავი – ბეჩავი (ჯერ დშ კომპლექსში დ მჟღერი თ ყრუ ფშვინვიერად იქცა, შემდეგ კი თშ კომპლექსი ჩ-დ იქცა).
ლიზი პაპიძე – თბილისის 131-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე