5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ბახტრიონის ეპოპეის შესახებ ისტორიული საფუძვლები

spot_img

საქართველოს ისტორიაში არა ერთხელ დამდგარა ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. მიუხედავად ამისა, ყოველთვის არსებობდნენ ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებული ადამიანები. სწორედ ასეთი ადამიანები შემოინახა საქართველოს ისტორიამ. ზოგიერთი მათგანი იმდენად მისაბაძი გახდა, რომ მათი სახელი ქართულ ლიტერატურასაც დარჩა. ისინი გახდნენ ქართული ლიტერატურის, რამოდენიმე ნიმუშის მთავარი გმირებიც. ერთ-ერთი ასთი ლიტერატურული ნაწარმოებია, აკაკი წერეთლის ისტორიული მოთხრობა „ბაში-აჩუკი“. ნაწარმოების საფუძვლად ისტორიული მოვლენა  ბახტრიონის ბრძოლა იქცა.

ბახტრიონის ბრძოლა, ირანელ დამბყრობელთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების ერთ-ერთი გმირული ეპიზოდია. იგი 1659  წელს გაიმართა. აჯანყებას სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი ედგნენ. აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე მოხდა სწორედ აქ ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა. იგი  როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი. ფაქტობრივად ამ ყველაფერმა გადაწყვიტა აჯანყების ბედი. ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა – თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს.  ამ ბრძოლას ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა პოემა „ბახტრიონი“. ხოლო ზემოხსენებულ ნაწარმოებზე „ბაში-აჩუკი“ გადაღებულია მხატვრული ფილმი.

ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონი“ ასევე კახეთის აჯანყებას ეხება, იმ აჯანყებას, რომელმაც მთისა და ბარის ხალხი ერთ მუშტად შეკრა. მე-19 საუკუნეში, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველთა ერთიანობა იყო, ალბათ რთული მისახვედრი არაა, რატომაც აღწერა მწერალმა სწორედ კახეთის აჯანყება და გვაჩვენა, თუ რა შეუძლია ერთმანეთის გვერდშიდგომას.

ვაჟასა და აკაკის აზრით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ შეძლებდა თავისუფლების მოიპოვებას, თუ ქართველები გაერთიანდებოდნენ და ერთიანი ძალებით გაილაშქრებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ.

ანი მაზმიშვილისსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისძირის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები