16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

„ახალი განათლება“, 2021-2022 სასწავლო წლიდან, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობს

spot_img

ამოქმედდა პროექტი „ქართული ენა და ლიტერატურა როლანდ ხოჯანაშვილთან ერთად“. სამწლიანი პროექტის ხელმძღვანელი – როლანდ ხოჯანაშვილი ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტია, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 30-მდე საშუალო საფეხურის მოსწავლე, პროექტის ხელმძღვანელთან ერთად, დაამუშავებს ქართული ენისა და ლიტერატურის იმ საკითხებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა განსაზღვრული.

პროექტი ორიენტირებული იქნება სოციალური უნარების განვითარებაზეც. პრიორიტეტი იქნება შემდეგი კომპეტენციები: პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ეთიკა, მეწარმეობა (ჰუმანიტარული), ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, დროსა და სივრცეში ორიენტირება, კვლევა, სწავლის სწავლა, დამოუკიდებელი საქმიანობა, პასუხისმგებლობა, ისტ-ის გამოყენება, წიგნიერება.

„ახალ განათლებაში“ გამოქვეყნებული საინტერესო, პოპულარული ენით გადმოცემული მასალები გამოადგება სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და განათლების საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა: მინი-კონკურსები, შემეცნებითი ტურები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან…

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები

     გვარი

 ინვერსია

ზმნის კონტაქტი