3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

„აჩრდილი“ (VII თავი) – ანალიტიკური კომენტარი

spot_img

ვრცელი, 27 თავისგან შედგენილი, ლირიკული ნაწარმოები „აჩრდილი“ ილიას 1859 წლის 26 იანვარს პეტერბურგში დაუწერია და პოემის საბოლოო ვერსია  1872 წელს დუშეთში შეუქმნია. ეს ლიირკული პოემა ავტორმა ივანე პოლტოროცკის და ილია წინამძღვრიშვილს მიუძღვნა. ილიასთვის ეს ადამიანები იყვნენ მამულიშვილები და თანამოაზრეები. ივანე პოტოლოროცკი იყო ილიას თანამებრძოლი, გიმნაზიისდროინდელი მეგობარი. როდესაც ილიამ გადაწყვიტა, დაეარსებინა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, პირველ რიგში, ივანეს უხმო, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთად იყვნენ და ეროვნულ საქმეებს ერთად აკეთებდნენ. ილია წინამძღვრიშვილიც ილიას მეგობარი იყო. როგორც ამბობენ, ოლღა გურამიშვილის სახელზე ილიას ანდერძი წინამძღვრიშვილის ნოტარიული აქტით იყო დადასტურებული (ანდერძის მიხედვით მთელი ქონება ოლღას რჩებოდა, რომელიც, თავის მხრივ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვებდა მონაგარს). პოემას რუსთველისეული ციტატაც უძღვის ეპიგრაფად („რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“).

პოემის კითხვის დროს გიჩნდება განცდა, რომ ილიამ რომანტიკოსებისთვის დამახასიათებელ ნიშნებით დაწერა „აჩრდილი“, რადგან მასში აშკარაა პეიზაჟისა და ისტორიული პასაჟები. მოვიხმოთ რამდენიმე ციტატა:

„აღმობრწყინდა მზე დიდებულადა

და გაანათლა ქვეყანა ბნელი,

კავკასის მთების წვერთა მაღალთა

ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.

აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,

ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,

იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,

იგივ დიდებულ და დადუმებულ.“

„ჩვენო არაგვო! რარიგ მიყვარხარ!..

ქართვლის ცხოვრების მოწამე შენ ხარ…

შენს კიდეებზედ ჩემი მამული

იყო ერთ დროსა გამშვენებული!

ჩემის მამულის დიდება ძველი

შენს წმინდა თვალწინ აღყვავებულა,

მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველი

აქ შენს კიდეზედ დაბადებულა.“

„რას ვეძებდი მე? ჩემ ქვეყნის წარსულს,

შენ წინ დაღუპულ ჩემს ძველსა მამულს, –

და მარტო სისხლი ჩემს თვალს დაღალულს

აძლევდა ხოლმე გულსაკვდავ პასუხს.“

„აჩრდილი“ შესანიშნავი პოემაა, რომელიც ფორმის თვალსაზრისით იყო ახალი სიტყვა ქართულ მწერლობაში. კრიტიკოსი გურამ ასათიანი აღნიშნავს, ის უფრო პოემა კი არაა, ლექსია, რადგან კლასიკური გაგებით, პოემისთვის დამახასიათებელი სიუჟეტი აქ არ არის. მკვლევართა და ლიტერატურათმცოდნეებისთვის „აჩრდილი“ ლირიკული პოემაა, რომელიც ერთგვარი მემატიანეცაა და თანამედროვეც საქართველოსთვის. თუ ვინ არის არჩდილი, ამაზე პასუხს ილია არ გვაწვდის.

როგორც ლირიკული პოემისთვისაა დამახასიათებელი, ნაწარმოებს პერსონაჟები არ გააჩნია, თუმცა არის დიალოგიის ერთგვარი მცდელობა:

„ – საიდამა ხარ, რამ მოგავლინა,

ჰოი, საკვრიველო კაცო, მითხარი?

რად დაგიგდია შენ შენი ბინა

და ამა მთაზედ რისთვის ხარ მდგარი?“

კითხვაზე პირდაპირ პასუხს ვერ იღებს ავტორი, მაგრამ იწყება მონოლოგი (ნაწარმოების ყველაზე ცნობილი ნაწილი, მე-7 თავი).

აჩრდილი ამბობს:

„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..

მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული.

შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,

ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.“

ლირიკული გმირი დანანებით წარმოაჩენს საქართველოს მდგომარეობას:

„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,

განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,

მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა

და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.“

საზოგადო ცხოვრების დენის განუჭვრეტლად საქართველოს მომავალი არ აქვს, ეს ჭვრეტა კი ქართველს „ჭკვით“ შეეძინება და, სავარაუდოა, რომ უკვე ილია თვითაქტუალიზაციისთვის წერს ამ სიტყვებს (გავიხსენოთ „მგზავრის წერილები“, რომელშიც ილია რიგიანად მოხმარებულ ოთხ წელსა და სამშობლოსთან სწორ „შეყრაზე“ საუბრობს).

მარიამ გრიგალაშვილიქ. თბილისის N186 საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები