24 ივნისი, ორშაბათი, 2024

ასი კითხვა პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“ (I ნაწილი)

spot_img
  1. ვინ არის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი?
  2. რომელ საუკუნეში დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“?
  3. რამდენმარცვლიანი შაირითაა დაწერილი „ვეფხისტყაოსანი“?
  4. რამდენი მთავარი გმირი ჰყავს პოემას?
  5. განსხვავდება თუ არა „ვეფხისტყაოსანი“ წინამორბედი ნაწარმოებებისგან?
  6. ვისი დიდებით იწყება პოემა?
  7. მიგვანიშნებს თუ არა პოემის პროლოგი ავტორის ღრმად მორწმუნეობაზე?
  8. რომელ მეფეს ადიდებს რუსთაველი პოემის დასაწყისში?
  9. „ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა“ ვისზეა საუბარი მოცემულ ტაეპში?
  10. პოემის რომელ მთავარ პერსონჟს ახსენებს ავტორი პროლოგში?
  11. რამდენნაირ ლექსს გამოყოფს რუსთაველი?
  12. როგორ გესმით „ლექსი ცოტაი“?
  13. როგორ აღიქვამს ავტორი სიყვარულს?
  14. „იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია“ ვის გულისხმობს რუსთაველი?
  15. რუსთაველის განმარტებით რატომ ვერ ვიხვდებიან „ჭკვიანნი“ მიჯნურობას?
  16. პოემის მიხედვით, რას ნიშნავს არაბულად სიტყვა „მიჯნური“?
  17. შოთა რუსთაველის აზრით რა თვისებები უნდა ჰქონდეს მიჯნურს?
  18. ავტორის აზრით რით განსხვავდება მიჯნურობა „სიძვისგან“?
  19. პოწმის მიხედვით როგორია „უგულო სიყვარული“?
  20. რუსთაველის აზრით ვინ არისს კარგი მიჯნური?
  21. რატომ არ უნდა ამჟღავნებდეს მიჯნური სიყვარულს?
  22. რომელი პერსონაჟი გამოიკვეთა უშუალოდ, ნაწარმოების დასაწყისში?
  23. რა ერქვა არაბეთის მეფეს?
  24. როგორ ახასიათებს არაბეთის მეფეს ავტორი?
  25. ჰყავდა თუ არა როსტევანს ვაჟი?
  26. რა ერქვა როსტევანის ქალიშვილს?
  27. „სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული“ ვის ახასიათებს ავტორი ამ ტაეპით?
  28. რა მიზნით შეკრიბა როსტევანმა ვეზირები?
  29. „მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,“ ვინ ამბობს ამ ფრაზას?
  30. როსტევანისა და ვეზირების საუბრისას, გამოკვეთილი რომელი ფრაზაა თანამედროვეობის გამოძახილი?
  31. „შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.“ ვის გულისხმობს ავტორი ამ ფრაზაში?
  32. ვინ იყო ავთანდილი?
  33. ვისზე იყო შეყვარებული ავთანდილი?
  34. რომელი ვეზირი ჩნდება თინათინის გამეფების ეპიზოდში?
  35. რატომ ატირდა თინათინი, როცა მამამ მას თავისი ტახტი დაუთმო?
  36. რა რჩევები მისცა როსტევანმა თინათინს?
  37. რა ბრძანება გასცა როსტევანმა თინათინის გამეფების შემდეგ?
  38. რატომ მოიწყინა მოულოდნელად როსტევანმა?
  39. როგორ შეეცადნენ სოგრატ ვეზირი და ავთანდილი მეფის უგუნებობის მიზეზი გაეგოთ?
  40. რა შესთავაზა ავთანდილმა როსტევან მეფეს?
  41. ვის უწოდებს რუსთაველი „ნაზარდ სოსანს“?
  42. როგორ აღწერს ავტორი ნადირობის სურათს?
  43. ვინ უფრო მეტი ნადირი დახოცა, ავთანდილმა, თუ როსტევანმა?
  44. რა მოულოდნელობას წააწყდნენ სანადიროდ წასული როსტევანი და ავთანდილი?
  45. რა მოჰყვა უცხო მოყმის გამოჩენას?
  46. როგორ გესმით „უსხოსი მკლავისა“?
  47. როგორ აღგვიწერს ავტორი უცხო მოყმის შერკინებას როსტევანის მხლებლებთან?
  48. რამ განარისხა როსტევან მეფე?
  49. როგორ გესმით „გა-ცა-წყრა“?
  50. ნადირობიდან დაბრუნების შემდეგ, რა ადარდებდა როსტევანს?
  51. რა მოიმოქმედა თინათინმა, როდესაც მამის უხასიათობის შესახებ შეიტყო?
  52. „ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო“ ვის მოიხსენიებს ასე როსტევანი?
  53. მამა-შვილის როგორ დამოკიდებულებაზე უსვამს ხაზს ავტორი, როსტევანისა და თინათინის ურთიერთობაში?
  54. რა მოიმოქმედა თინათინმა მას შემდეგ, რაც მამის წუხილის მიზეზი შეიტყო?
  55. როგორ აღწერს ავტორი თინათინისა და ავთანდილის შეხვედრას?
  56. ვისი მეტაფორაა „ტანი ალვა, პირი მანგი“?
  57. როგორ გესმით სიტყვა „მანგი“?
  58. რას ნიშნავს სიტყვა „ყარყუმნი“?
  59. რა უბრძანა თინათინმა ავთანდილს და რას დაჰპირდა სანაცვლოდ?
  60. იყო თუ არა თინათინის მხრიდან სითამამე, ავთანდილისადმი სიყვარულის აღიარება?
  61. „თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი“ ვისზეა საუბარი ამ ტაეპში?
  62. როგორი იყო ავთანდილის პასუხი, თინათინის ბრძანებაზე?
  63. რა ვადა მისცა თინათინმა ავთანდილს უცხო მოყმის საპოვნელად?
  64. „ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე“ ვინ ამბობს ამ ფრაზას?
  65. როგორ აღგვიწერს ავტორი ავთანდილის სასახლეს?
  66. რა ერქვა ავთანდილის ერთგულ ყმას?
  67. რას მიიჩნევს ავთანდილი ყმის მოვალეობად?
  68. „ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა“ ვის ეუბნება ავთანდილი ამ ფრაზას?
  69. რა დაავალა ავთანდილმა შერმადინს?
  70. რა უთხრა შერმადინმა ავთანდილს?
  71. რატომ უთხრა ავთანდილმა უარი შერმადინს თან წაყვანაზე?
  72. ავთანდილის აზრით რით ამტკიცებს ყმა მიჯნურობას?
  73. როგორ მიმართავს ავთანდილი ტავის ყმებს წერილში?
  74. რა სთხოვა ავთანდილმა ყმებს?
  75. როგორ ახასიათებს თავის ყმებს ავთანდილი?
  76. როგორ შეხვდნენ ყმები ავთანდილის წერილს?
  77. ავთანდილის რა დადებითი თვისება იკვეთება მის საქციელში?
  78. „თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა“ ვის გულისხმობს ავთანდილი?
  79. ვისზე ფიქრობს უცხო მოყმის საძებრად წასული ავთანდილი?
  80. რამდენხანს ეძებდა უშედეგოდ, ავთანდილი უცხო მოყმეს?
  81. ვისთან შეხვედრა დაეხმარა ავთანდილს უცხო მოყმის პოვნაში?
  82. სად იყო უცხო მოყმე?
  83. ვინ არის ასმათი?
  84. თავდაპირველად ვის შეხვდა ავთანდილი?
  85. რას დაჰპირდა ასმათი ავთანდილს?
  86. როგორი იყო უცხო მოყმისა და ავთანდილის შეხვედრა?
  87. რა ერქვა უცხო მოყმეს?
  88. რა უამბო ტარიელმა ავთანდილს?
  89. ვინ იყო ტარიელი?
  90. რა იყო ტარიელის სევდის მიზეზი?
  91. რომელი სამეფოს მემკვიდრეა ტარიელი?
  92. რა ერქვა ტარიელის სატრფოს?
  93. როგორ საუბრობს საკუთარ თავზე ტარიელი?
  94. რა რეაქცია აქვს ავთანდილს უცხო მოყმის ამბის მოსმენისას?
  95. ვინ იყო დავარი?
  96. რა მეტაფორებით აღწერს ავტორი ნესტან-დარეჯანს?
  97. ვისი მოკვლა დაავალა ნესტანმა ტარიელს და რატომ?
  98. შეასრულა თუ არა ტარიელმა სატრფოს ბრძანება?
  99. ვინ/რა გახდა ნესტან-დარეჯანის დაკარგვის მიზეზი?
  100. რას დაჰპირდა ავთანდილი ტარიელს?

მარიამ ჩაჩანიძესსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები