13 ივლისი, შაბათი, 2024

ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა

spot_img

მთელი ღამე დავდიოდით, დილით ზღვის პირას ბაღი გამოჩნდა. ისეთი შთაბეჭდილება  გვქონდა თითქოს ქალაქს მივუახლოვდით. ცალ მხარეს გადმოყუდებული კლდეები იყო. არავის ნახვა მინდოდა, მწუხარება მტანჯავდა. იქვე შევჩერდი და ჩამოვქვეითდი მოსასვენებლად. მივიძინე, მსახურებმა კი მიირთვეს, როდესაც გავიღვიძე სევდიანი ვიყავი. ძახილი შემომესმა და იქით გავიხედე, საიდანაც ხმა მოდიოდა. მოყმე იყო, ზღვის პირას შავ ცხენზე იყო ამხედრებული. გაფიცხებულს ხელი სისხლით ჰქონდა დასვრილი და ხმლის ნატეხი ეჭირა. დავინტერესდი, მსახური გავუგზავნე და შევუთვალე: „დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?“ მოყმემ არ მოისმინა. მე კი ფიცხლად შევჯექი ცხენზე და მას შევეგებე, ვუთხარი: შეჩერდი, მე გულთან მიმაქვს შენი ბედი. შემომხედა, მოვეწონე და შედგა. მითხრა რომ მტერს, რომელსაც ადრე ერეოდა გაეშმაგებინა. მე დავაწყნარე, იქვე დავსხედით. ჩემმა მონამ, დასტაქარმა მოყმეს ჭრილობა უმტკივნეულოდ შეუხვია. მან ყველაფერი მომიყვა.

აქვე ახლოს მულღაზანზარის სამეფოა, მე მისი მეფე, ნურადინ-ფრიდონი გახლავარ. ბაბუაჩემმა მამაჩემი და ბიძაჩემი ერთმანეთს გაჰყარა, ეს კუნძული წილად მე მხვდა. ის სანადირო ადგილები სადაც ჩვენ ვართ, ბიძაჩემის შვილებს, რომლებმაც ახლა დამჭრეს. ისინი  კუნძულში მეცილებიან. დღეს სანადიროდ გამოსვლა გადავწყვიტე, ქორის დევნა მინდოდა. მხოლოდ ხუთი დამხმარე მონადირე წამოვიყოლე. სწორედ იმ ადგილას, რომელიც მე და ჩემს ბიძაშვილს სადაოდ გვქონდა., იქ ზღვის სრუტე იყო. მე ჩემი ბიძაშვილების არ მეშინოდა. მათ ყურადღებას არ ვიქცევდი, ლაღად ვნადირობდი. ისინი ამაზე განრისხდნენ და ხმლით გამომეკიდნენ. მე დახმარება ვითხოვე და ბრძოლის ყიჟინა ავტეხე. მათ ალყაში მომაქციეს, ყველა თანმხლები დამიხოცეს, ცალკე ყველას მოვერიე, ზურგში ისრებს მსროდნენ, მე კი ისრები გამომელია. ცხენი გადმოვახტუნე ხომალდიდან და ცურვით წამოვედი. საბოლოოდ ვიტყვი, რომ  ამას არ შევარჩენ, დაე, აღსრულდეს სამართალი.

მათ ბრძოლა შევთავაზე, ერთად რომ დაგვინახავენ შეშინდებიან, ხოლო ჩემ ამბავს მოგვიანებით მოგიყვები მეთქი. ფრიდონი დამთანხმდა, ქალაქში ერთად მივედით. ხალხი შემოგვეგება, დაჭრილი ფრიდონის დანახვას განიცდიდნენ, ტიროდნენ, მე კი ტკბილად მეგებებოდნენ.

კესო ახვლედიანიქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები