13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ალუდა ქეთელაურის მხატვრული სახე

spot_img

ალუდა ქეთელაური ვაჟა-ფშაველას, ამავე სახელწოდების, პოემის მთავარი გმირია. ადამიანი, რომელშიც უამრავი ფასეულობაა თავმოყრილი. პოემის დასაწყისში ავტორი მას ფიზიკურად და სულიერად მტკიცე პიროვნებად გვიხატავს.

„ალუდა ქეთელაური

კაცია დავლათიანი,

საფიხვნოს თავში დაჯდების,

სიტყვა მაუდის გზიანი;“

ცოტა მოგვიანებით  ავტორი ალუდას ვაჟკაცობას ამტკიცებს ფრაზით:

„ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,

სცადა ფრანგული ფხიანი.“

პოემის შინაარსიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ალუდა თემისთვის მისაბაძი პიროვნებაა ვაჟკაცური ზნით და გამარჯვების ჟინით. თემის მხრიდან ალუდას მიმრთ დამოკიდებულების შეცვლა მოულოდნელად მოხდა, ორივე მხარისგან დამოუკიდებლად.

ალუდას სულიერმა მეტამორფოზამ განაპირობა ყველაფრის შეცვლა. ეს მეტამორფოზა და სულიერი შფოთვა გამოიწვია ალუდას და ქისტი მუცალის ორთაბრძოლამ. მუცალის დამარცხებისა და ტრაგიკულად  გარდაცვალების შემდეგ, ალუდას სულიერი სამყარო რადიკალურად შეიცვალა.  კაცი, რომელიც ადათ-წესების აღმსრულებლის სახელით იყო ცნობილი, თემის კანონებს შეეწინააღმდეგა. მუცალის ქმედება სიკვდილის წინ,  ალუდაში ბადებს პროტესტს იმ საზოგადოების მიმართ, რომელსაც ადამიანის მკვლელობა წესად აქვს ქცეული. იგი იაზრებს, რომ ადამიანები თანასწორები არიან და მკვლელობა ყველაზე დიდ ტრაგედიად მიაჩნია. თემის თვალით დანახული მებრძოლი სულის ალუდა, ტოლერანტად გარდაიქმნება. ის შემწყნარებლობას არც მალავს, პირიქით პოპულარიზაციას ახდენს.  საბოლოოდ ალუდა და მისი ოჯახი თემიდან იკვეთება. მიუხედავად განშორების დიდი სევდისა, საკუთარ ინდივიდუალიზმსა და ფასეულობებში დარწმუნებული ალუდა თემს ამაყად ტოვებს. ის უკრძალავს ოჯახს ცრემლსა და გოდებას, რადგან პიროვნული ღირსება მისთვის უმნიშვნელოვანესია.

ალუდა ქეთელაურში ერთადაა თავმოყრილი ყველა ის თვისება, რაც ტოლერანტ ადამიანს ახასიათებს. ასევე, იგი ნიმუშია სულიერი შფოთვის დაძლევისა. ალუდა ლიტერატურულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟია, რომელმაც სულიერი შფოთვა და ცხოვრების ქარ-ცეცხლი, ინდივიდუალიზმითა და ჰუმანური მიდგომებით გადალახა.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები