23 თებერვალი, პარასკევი, 2024

ალუდადან იგიმდე

spot_img

(ანალიტიკა)

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლიტერატურის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, განსხვავებული საკითხებია წამოჭრილი, რომელთა აქტუალობაც მუდმივია, პრობლემა მაინც საერთოა. ქართული ლიტერატურის ისტორიას ახსოვს არაერთი ნაწარმოებები, რომელთაც საერთო იდეა და მისწრაფებები აერთიანებთ. ეს მიუთითებს იმაზეც, რომ მიუხედავად დროის ცვლილებისა, გარკვეული საკითხები აქტუალობას არ კარგავს და მუდმივია.  ამის ნათელი მაგალითია, კავშირი ორ სხვადასხვა, მაგრამ ერთი იდეის მატარებელ ნაწარმოებებში. ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ და ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“. მეცხრამეტე საუკუნეში ვაჟა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების სახითხს,   მეოცე საუკუნეში, ჯემალ ქარჩხაძე წარმოაჩენდა განსხვავებული თვალსაზრისით. აღნიშნული ორი ნაწარმოები პათოსისა და იდეური კუთხით ერთმანეთს ავსებს. საერთო თემატიკა მათ გადაჯაჭვულობს უფრო ამძაფრებს.

ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ ადამიანის ცხოვრების რღმა სულიერი სიმძიმის მტარებელი პოემაა. მთავარი პერსონაჟის, ალუდას მიერ განცდილი მეტამორფოზა ღრმა და რადიკალურია. იგი სულიერი და პიროვნული განვითარებით მაღასაეხურეობრივ დონეზეა. ამის გამო თემის კრიტიკის ობიექტი ხდება. ალუდაში არსებული ლიბერალიზმი და ტოლერანტობის მაღალი დონე უცხოა გარშემომყოფთათვის.  პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში მას ბევრი შინაგანი სირთულის გადალახვა უწევს. ბოლოს კი იმდენად მაღალ განვითარებას აღწევს, რომ  თემის ადათ-წესებს პიროვნულ ინდივიდუალიზმში „ცვლის“. საზოგადოება (თემი) მას ვერ პატიობს ტრადიციათა უგულვებელყოფას, და ამასთანავე ვერ ეგუება ალუდას სწრაფვებს თვითგანვითარებისაკენ. ზოგადად ასეა, საზოგადოება მაშინ ებრძვის პიროვნებას, როდესაც მასში, რაღაც ახალს ხედავს. სიახლის შიში ჩვენს ქვეყანაში ზოგადსაკაცობრიო გასაჭირია. საზოგადოებისთვის სიახლე და  პიროვნული ინდივიდუალიზმი, რტომღაც, ასოცირდება საფრთხესთან. ალუდა ამის მსხვერპლი ხდება. თემიდან მოკვეთის მიზეზად მისი ტოლერანტული სწრაფვები იქცევა. იგი თემს ღირსეულად შინაგანი სიამაყის შეგრძნებით ტოვებს, მიუხედავად დიდი ტკივილისა. მიიჩნევს, რომ ადამიანთა მარადისობა მათ ინდივიდუალიზმშია. სწორედ ამ კუთხით უკავშირდება ის ნაწარმოებს „იგი“.

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „იგი“ აღწერილია პრეისტორიული ხანის ადამიანის ცხოვრების გზა პიროვნული განვითარებიდან   და მას შემდეგ. ნაწარმოების დასაწყისშივე ვხვდებით  იგის, როგორც მაღალგანვითარების  პერსპექტივის მატარებელ პერსონაჟს. იგი ყველასგან განსხვავებულია, სულ სხვა თვალით ხედავს სამყაროს. მისი ასეთი თანამედროვე ხედვები, მიუღებელი ხდება გარშემო მყოფთათვის. სწორედ აქ იკვეთება მწერლის ხედვა საზოგადოებისა და პიროვნების  ურთიერთდაპირისპირების მიმართ. ავტორი შესანიშნავად წარმოაჩენს პიროვნებისთვის განსხვავებულობის სირთულეს. ამის დასამტკიცებლად საკმარისია ფრაზა „იგის სხეულში წუხილი დაძვრება“. განსხვავებულობით გამოწვეული სულიერი სიმძიმე იგისთვის ურთულესია. მას მდგომარეობას უმძიმებს ისიც, რომ განსხვავება არა მხოლოდ მისწრაებებში გამოიხატება, არამედ ფიზიკურადაც შესამჩნევია. იგი წელში გამართული დადის, განსხვავებით თანამოძმეებისა. მის დისკრიმინაციას იწვევს, იგის პიროვნებად ჩამოყალიბება. იგი განიცდის იმედგაცრუებას და ფიქრობს, „იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები“. თუმცა იგის ტრაგედიაც ესაა  „იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები!“. იგისთვის სიყვარულიც სხვანაირია, უცნაური და ინდივიდუალური. ნი მისთვის ხსნის ერთადერთი  გზაა. მასთან ჰპოვებს სულის სიმშვიდეს და აცხრობს სულში შემძვრალ ტკივილს. „როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო“. იგის დასასრული ძალიან ლამაზია, პირაღმა ქარაფიდან გადაშვებისას, მზეს ხედავს. ბოლოს, „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“.

ნათელია შინაარსობრივი კავშირი მოცემულ ორ ნაწარმოებს შორის. ასევე მკაფიოდაა ხაზგასმული პრობლემის მუდმივი აქტუალობა.  ორივე მათგანის ავტორს შინაგანად აქვს განცდილი და გათავისებული პრობლემის სიმძიმე. შეიძლება ითქვას, რომ ალუდადან იგიმდე ზუსტად ის გზაა, რაც იგიდან – ალუდამდე. მათ შორის არსებული პიროვნული და იდეოლოგიური ერთიანობა, მაგალითია იმისა, თუ როგორ ინარჩუნებს ინდივიუალურ ფასეულობებსა და ღირებულებებს, გარემოს წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანი. პერსონაჟთა ეს ერთიანობა საძირკველია მომავალი განვითარებისა.

მარიამ ჩაჩანიძესსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები