26 აპრილი, პარასკევი, 2024

2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ

spot_img

განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები არიან:

ინა ბიწაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი;

ლენა გომართელიილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი;

მორის დანდურიშვილიქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი;

მარინა ისკაკოვაქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი;

გელა მაჭარაშვილისაჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;

ვარდენ ნიქაბაძემამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;

მიმოზა ღოლიჯაშვილიგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი;

ნინო წიფიანიწალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი;

მამუკა ხამხაძექალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი;

შორენა ხუხუაქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.

 კონკურსის სამი გამარჯვებული დირექტორი სექტემბრში გამოვლინდება.

? გრან-პრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეცპროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი.

? სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს.

? სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

➡️ სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

➡️  კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), „თიბისი“, ტელეკომპანია „იმედი“, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები