27 აპრილი, შაბათი, 2024

მარიამ ჯაში: „მინდა მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია, აღნიშნულით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული”.

spot_img

„ორი მოსმენით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით აღნიშნულ კანონს ჰქონდა მხარდაჭერა, ამდენად აქ მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, არამედ ტექნიკური პრობლემა იყო”, – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რჩება ორი შესაძლებლობა.

„რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე.

ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა,” – აღნიშნა კომიტეტის ტავმჯდომარემ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები