27 აპრილი, შაბათი, 2024

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019

spot_img

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის ციხის ტერიტორიაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ფესტივალის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, რუხის ციხის ტერიტორიაზე ზუგდიდის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, რომელიც საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული: უმაღლესმა სასწავლებლებმა წარმოადგინეს სამეცნიერო პროექტები, ლაბორატორიული ცდები, სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობა და ნაკეთობა. პიკნიკზე მისულ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად მიეღოთ მონაწილეობა დაზიანებული წიგნის, ფურცლისა და ყდის რესტავრაციაში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის სიახლოვეს, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, აგრეთვე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს ისტორიული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო. ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია პოპულარული ბენდის „New One“ კონცერტით დასრულდა.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა: სამეცნიერო პიკნიკები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, გამოფენები, პრეზენტაციები, სამეცნიერო-პოპულარული ექსპერიმენტები, პერფორმანსი, სამეცნიერო შოუ, ვიქტორინები, სპეციალური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ. თელავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისსა და ზუგდიდში გრანდიოზული სამეცნიერო პიკნიკები გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ცენტრები, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, სამეცნიერო სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები