27 აპრილი, შაბათი, 2024

ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა საპ­რო­ტეს­ტო შიმ­ში­ლო­ბა შეწყ­ვი­ტეს

spot_img

 

ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მ­ნა­ზე და­თან­ხ­მ­და. ჯგუ­ფი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წეს­დე­ბის შეც­ვ­ლა­ზე იმუ­შა­ვებს, გა­და­ი­ხე­დე­ბა და და­კო­რექ­ტირ­დე­ბა, ასე­ვე, ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სტრუქ­ტუ­რა.

რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მე­ნეჯ­მენ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ნაც­ვ­ლად, შე­იქ­მ­ნე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, რის­თ­ვი­საც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას 2-კვი­რი­ა­ნი ვა­და მის­ცეს. მათ იმის პი­რო­ბაც მი­ი­ღეს, რომ ბიზ­ნე­სის სკო­ლას ავ­ტო­ნო­მია ექ­ნე­ბა.

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­გა ზე­და­ნია სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რას შე­დე­გი­ანს უწო­დებს. ამ­ბობს, რომ მხა­რე­ებ­მა ის სა­კითხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, რო­მელ­ზეც შე­თან­ხ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. შეხ­ვედ­რა­ზე არ უსა­უბ­რი­ათ მე­ნეჯ­მენ­ტის სა­კითხ­ზე და არ გა­ნუ­ხი­ლავთ დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე დე­კა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

„შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო. ჩვენ ჩა­მოვ­თ­ვა­ლეთ ის სა­კითხე­ბი, სა­დაც სრუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს შე­თან­ხე­ბა. ეს არის, მა­გა­ლი­თად, ახალ­შექ­მ­ნილ ფა­კულ­ტეტ­ზე სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფის ჩარ­თ­ვა ბიზ­ნე­სის სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში. ასე­ვე ვთქვით, რომ შე­იქ­მ­ნე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი რე­ფორ­მე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს წეს­დე­ბა­ში ცვლი­ლე­ბებ­ზე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დო­ნე­ზე. იმ სა­კითხებ­ზე, სა­დაც აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბაა, ჩვენ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ შეხ­ვედ­რებს და მუ­შა­ო­ბას,“ — ამ­ბობს გიგა ზე­და­ნია.

ბიზ­ნესსკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ სა­ლო­მე გო­ჩო­ლე­იშ­ვილს, რო­მე­ლიც შეხ­ვედ­რას ეს­წ­რე­ბო­და, მი­აჩ­ნია, რომ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხრი­დან ეს ერ­თი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია — „მათ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა. რე­ფორ­მა შე­ე­ხე­ბა რო­გორც ფა­კულ­ტეტს, ასე­ვე წეს­დე­ბას. ფა­კულ­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ზუს­ტად არ ვი­ცით, რა ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, ამა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ. რაც შე­ე­ხე­ბა წეს­დე­ბას, ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ შე­საც­ვ­ლე­ლია. მო­ვუ­წო­დებთ გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტს და მა­რი­ამ ჯაშს, რომ ჩა­ერ­თოს ამ პრო­ცე­სებ­ში“.

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის 15-მა სტუ­დენ­ტ­მა რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტის წინ შიმ­ში­ლო­ბა 15 თე­ბერ­ვალს და­იწყო. შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და ისი­ნი სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სტუ­დენ­ტე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძი­სა და გი­ორ­გი პა­პა­ვას ილი­ა­უ­ნი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზით, ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სხვა ფა­კულ­ტე­ტებ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მოჰ­ყ­ვა.

თა­ვის მხრივ, გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ და გი­ორ­გი პა­პა­ვამ საპ­რო­ტეს­ტო გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს. ილი­ა­უ­ნის აკა­დე­მი­ურ­მა საბ­ჭომ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან — რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და გი­ორ­გი ქა­და­გი­ძი­სა და გი­ორ­გი პა­პა­ვას გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რ­ცე­ლა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად არის სა­უ­ბა­რი იმ სხდო­მა­ზე, რო­მელ­ზეც საბ­ჭოს წევ­რებ­სა და გი­ორ­გი ქა­და­გი­ძეს შო­რის ზო­გი­ერთ სა­კითხ­ზე აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა იყო. მათ უკი­დუ­რე­სი წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქ­ვეს, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრო­ცეს­მა ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი სა­ხე მი­ი­ღო. „ვფიქ­რობთ, რომ სტუ­დენ­ტე­ბის ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გან­ხი­ლულ უნ­და იქ­ნეს სა­დის­კუ­სიო წი­ნა­და­დე­ბე­ბის ფორ­მით, რა­თა სა­მუ­შაო პრო­ცე­სის შე­დე­გად უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე“, — ვკითხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა აკა­დე­მი­უ­რი და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა, რომ­ლის დაწყე­ბის წინ გი­გა ზე­და­ნი­ამ იმე­დი გა­მოთ­ქ­ვა, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ნა­ყო­ფი­ე­რი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის და­სა­ახ­ლო­ებ­ლად. „ყვე­ლა­ნი შე­ვეც­დე­ბით, რომ შეხ­ვედ­რა კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი იყოს“. — გა­ნაცხა­და რექ­ტორ­მა.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღეს დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მია, თუ რას სთა­ვა­ზობ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­შიმ­ში­ლე სტუ­დენ­ტებს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად.

ა) ბიზ­ნეს­ს­კო­ლის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ახა­ლი ფა­კულ­ტე­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­იქ­მ­ნას ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა აკა­დე­მი­უ­რი და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭო­ე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის სკო­ლის პრო­ფე­სო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი შე­ი­მუ­შა­ვებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით; გაგ­რ­ძელ­დეს მუ­შა­ო­ბა ახა­ლი ფა­კულ­ტე­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა­სა და პროგ­რა­მე­ბის ში­ნა­არ­ს­ზე.

ვა­და — 2 კვი­რა;

ბ) უნი­ვერ­სი­ტე­ტის წეს­დე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ტა­ნად შე­იქ­მ­ნას სა­უ­ნი­ვერ­ს­ტე­ტო სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შე­ი­მუ­შა­ვებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ვა­და — 3 თვე.

შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე დას­რულ­და. თუმ­ცა, მხა­რე­ე­ბი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მ­ნა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ და პრო­ცეს­მაც სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. რამ­დე­ნად შე­დე­გი­ა­ნი და ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა, ამას მო­მა­ვა­ლი დაგ­ვა­ნა­ხებს.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები