27 აპრილი, შაბათი, 2024

ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

spot_img

 

2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადების დადგენის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრძანება გამოსცა.

გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციას მსურველები  მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან – 28 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ.

გამოცდის ჩატარების გრაფიკი კი –  მიმდინარე წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით პერიოდში განაწილდება.

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველებმა განაცხადი რესურსცენტრებში უნდა წარადგინონ.

იხილეთ ვრცლად ბრძანება.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები