ძირითადი ფონეტიკური მოვლენებია: მეტათეზისი, ასიმილაცია, დისიმილაცია, სუბსტიტუცია, ბგერათა დაკარგვა, ხმოვანთა რედუქცია, ბგერის ჩართვა, ბგერათა შერწყმა.
მეტათეზისი – ყოველ სიტყვაში ბგერათა გარკვეული რაოდენობაა. მათი თანამიმდევრობა ამა თუ იმ სიტყვაში, ჩვეულებრივ, მტკიცეა. ზოგჯერ სიტყვაში შემავალ ბგერათა მოსალოდნელი თანამიმდევრობა დარღვეულია: ბგერას გამოცვლილი აქვს ადგილი. ბგერის ადგილის გამოცვლას სიტყვაში მ ე ტ ა თ ე ზ ი ს ი, ანუ ბ გ ე რ ი ს გ ა დ ა ს მ ა ეწოდება.
მეტათეზისის კონკრეტული შემთხვევების განხილვა: ქართულში ხშირია ასობგერა ვ-ს გადასმა, ნ, რ, ლ თანხმოვნების წინ. მაგ: ხვნა (ხნვა), შენიშვნა (შენიშნვა), ჩაგვრა (ჩაგრვა), მოკვლა (მოკლვა) და სხვა… ეს რომ ასეა, ჩანს იქიდან, რომ გვაქვს: ხნავ-ს, შენიშნავ-ს, ჩაგრავ-ს, მოკლავ-ს… დასახელებულ მაგალითებში ბგერა გადანაცვლებულია სიტყვის თავისაკენ, ე.ი მეტათეზისი რ ე გ რ ე ს უ ლ ი მიმართულებისაა. ქართულში იშვიათად შეიძლება ბგერამ სიტყვის ბოლოსაკენ გადაინაცვლოს. მაგ: თაყვანისცემა (თავყანისცემა). მეტათეზისი ამ სიტყვაში პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი მიმართულებისაა.
ასიმილაცია – ერთი ბგერის გავლენით ზოგჯერ ისე იცვლება იმავე სიტყვის მეორე ბგერა, რომ მას ემსგავსება. ამ მოვლენას ა ს ი მ ი ლ ა ც ი ა ანუ დ ა მ ს გ ა ვ ს ე ბ ა ეწოდება. მაგ.: გვქონდა ბ ჭ ი ს კ ა რ ი. ბ დაიკარგა და დარჩა ჭ ი ს კ ა რ ი. ჭ-ს გავლენით ს (სისინა ბგერა) იქცა შ-დ (შიშინა ბგერად) და მივიღეთ: ჭიშკარი. მაშასადამე, ამ სიტყვაში ა ს ი მ ი ლ ა ც ი ა ანუ ბგერის მიერ ბგერის დამსგავსების შემთხვევა გვაქვს.
მანძილის მიხედვით ასიმილაცია კ ო ნ ტ ა ქ ტ უ რ ი ა ან დ ი ს ტ ა ნ ც ი უ რ ი .
კონტაქტურია ასიმილაცია, როცა მიმმსგავსებელი და მისამსგავსებელი ბგერები უშუალო მეზობლობაშია. მაგ: მზგავსი (მსგავსი), ერდგული ( ერთგული), ქვიტკირი ( ქვითკირი)… და ა.შ
დისტანციურია ასიმილაცია, მიმმსგავსებელი და მისამსგავსებელი დაშორებული არიან ერთმანეთისაგან მანძილით, ე.ი მათ შორის ბგერა ან ბგერებია. მაგ: შიმშილი (სიმშილი), შიში ( სიში), ცეცხლი (სეცხლი) და ა.შ
მიმართულების მიხედვით ასიმილაცია ორგვარია: პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი და რ ე გ რ ე ს უ ლ ი.
პროგრესულია ასიმილაცია, როდესაც წინა ბგერა იმსგავსებს მომდევნოს. რეგრესულია ასიმილაცია, როდესაც მომდევნო ბგერა იმსგავსებს წინამავალ ბგერას.
ქართულისათვის უმეტესად რეგრესული ასიმილაციაა დამახასიათებელი.
დისიმილაცია – სიტყვაში ორ ერთნაირ ან ინდეტურ ბგერათაგან ერთი მათგანის გადასხვაფერებას ეწოდება დ ი ს ი მ ი ლ ა ც ი ა ანუ გ ა ნ მ ს გ ა ვ ს ე ბ ა. იგი ასიმილაციის საპირისპირო ფონეტიკური მოვლენაა. მაგ: წინათ გვქონდა ლ ბ ი ლ ი : ,,გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლ ბ ი ლ ი ს ა ’“. ამჟამად გვაქვს ასეთი ფორმა: რ ბ ი ლ ი. პირველი ლ გადასხვაფერებულია რ-დ , ე.ი. დისიმილაციური მოვლენაა.
დ ი ს ი მ ი ლ ა ც ი ა პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი ა მაგ: ლერწამი (ლელწამი), ჩურჩული (ჩურჩური), მკრთალი (მკრთარი) და სხვა. ქართულს ახასიათებს პროგრესული დისიმილაცია, მაგრამ იშვიათად გვხვდება რ ე გ რ ე ს უ ლ ი ს შემთხვევებიც, მაგ: რბილი (ლბილი), წრეულს (წლეულს), ამეღამ (ამაღამ)… და სხვა.
დისიმილაცია უმეტესად რ ბგერას მოუდის. სიტყვაში ორი რ ვერ ძლებს და ერთ-ერთი (ჩვეულებრივ მეორე) ლ-დ გადაიქცევა.
მწიგნობრული გზით დამკვიდრებულ უცხოურ სიტყვებში რ-ს დისიმილაცია არ ხდება.
სუბსტიტუცია (ბგერათა შენაცვლება) – ზოგჯერ მოსალოდნელი ბგერის ნაცვლად სიტყვაში სხვა ბგერა გვაქვს, რომელიც არ არის მიღებული ასიმილაციისა თუ დესიმილაციის შედეგად. ასეთ მოვლენას შ ე ნ ა ც ვ ლ ე ბ ა ანუ ს უ ბ ს ტ ი ტ უ ც ი ა ეწოდება. მაგ: გვაქვს სიტყვა ბ ზ ე , რომელიც პურეულის ნამჯის კევრით ნალეწს აღნიშნავს. ბზის შესანახ შენობას ს ა ბ ძ ე ლ ი ჰქვია (მოსალოდნელი იყო ს ა ბ ზ ე ლ ი ). ამ შემთხვევაში ძ ნაცვალია ზ ბგერისა.
ბგერათა დაკარგვა – ზოგჯერ მოსალოდნელი ბგერა სიტყვაში სრულებით აღარ მოიპოვება, ამოვარდნილია. ასეთ მოვლენას ბ გ ე რ ი ს დ ა კ ა რ გ ვ ა ჰქვია. მაგ.: უნდა გვქონდეს შ ვ ი ლ ი ს შ ვ ი ლ ი , მაგრამ გვაქვს შ ვ ი ლ ი შ ვ ი ლ ი . დაკარგულია ს ბგერა.
ბგერათა დაკარგვა გავრცელებული ფონეტიკური მოვლენაა ქართულში. ხშირია შემდეგი შემთხვევები:
- ჰ-ს დაკარგვა ხმოვნების წინ. ძველად იყო: ჰამბავი, ჰომი, ჰაზრი, ჰალალი და სხვა. ამჟამად გვაქვს: ამბავი, ომი, აზრი, ალალი და სხვა.
- ვ-ს დაკარგვა ბაგისმიერი ბგერების ( ო უ და მ ) წინ. მაგ: თავ-ი – თაობა, ხევ-ი – ხეობა, ნათესავ-ი – ნათესაობა და სხვა.
- ს-ს დაკარგვა თ, ზ, შ, ძ თანხმოვნების წინ: სახლთან (სახლ-ს-თან), კედელთან (კედელ-ს-თან), სახლზე ( სახლ-ს-ზე) და სხვა.
- ორ ერთნაირ ბგერათაგან ერთ-ერთი იკარგება: ტანისამოსი (ტანის-სამოსი), წუთისოფელი (წუთის-სოფელი), ცისარტყელა ( ცის-სარტყელა) და სხვა.
ზოგჯერ სიტყვაში დაკარგულია რამდენიმე ბგერა. იკარგება არამარტო თანხმოვნები, არამედ ხმოვნებიც.
ხმოვანთა რედუქცია – გარკვეულ პირობებში ბგერამ შეიძლება დაკარგოს თავისი წარმოების სისრულე და დასუსტების გზით დავიდეს სხვა ბგერამდე, ანდა სრულიად გაქრეს. ამ მოვლენას ბგერათა რ ე დ უ ქ ც ი ა ს უწოდებენ.
რედუქცია, საზოგადოდ, ეხება როგორც ხმოვნებს, ისე თანხმოვნებსაც. მაგრამ ქართულში ყურადღებას განსაკუთრებით ხოვანთა რედუქცია იქცევს. მაგ: მ ი ნ დ ო რ ორმაცვლიანი ფუძეა, რომელის ო-ც გარკვეულ ფორმებში სუსტდება, ვ-დ იქცევა და ფუძე ერთმაცვლიანი ხდება: მინდვრ-ის, მინდვრ-ით, მინდვრ-ად. მაშასადამე, ამ სიტყვაში რედუქცია ხდება ო-ს, რომელიც კვალს ტოვებს ვ-ს სახით. მაგრამ რედუქცია ზოგჯერ ხმოვნის სრულ გაქრობამდე მიდის. მაგ: ურემ-ი – ურმ-ის, ქათამ-ი – ქათმ-ის. ე და ა კვალს არ ტოვებს, ისინი უკვალოდ ქრებიან.
ხმოვანთა რედუქცია აუცილებლად იწვევს მარცვალთა რაოდენობის შემცირებას, ანუ ფუძის შეკუმშვას.
ფუძე მაშინ შეიძლება შეიკუმშოს, თუ მას ხმოვნით დაწყებული ბოლოსართი დაერთვის.
ბგერის ჩართვა – სიტყვაში ისეთი ბგერის გაჩენას, რომელიც სხვა ფორმების მიხედვით არ არის მოსალოდნელი, ბ გ ე რ ი ს ჩ ა რ თ ვ ა ანუ ბ გ ე რ ი ს გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა ჰქვია. იგი ბგერის დაკარგვის საპირისპირო მოვლენაა. მაგ: აქვა-ვებს, აბრმა-ვ-ებს, ახე-ვ-ებს და სხვა. ამ სიტყვებში – ვ, წესით, არ უნდა ყოფილიყო.
ჩართულ ბგერას რაიმე გრამატიკული დანიშნულება არა აქვს, იგი უფუნქციოა, ოღონდ ხშირად სიტყვის ამა თუ იმ ფორმის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
ბგერათა შერწყმა – ორი ბგერის შეერთებისაგან ერთი ბგერის მიღებას ბ გ ე რ ა თ ა შ ე რ წ ყ მ ა ჰქვია. მაგ: თს ბგერათა შეერთებით არის მიღებული ც , ც ა მ ე ტ შ ი ( თსამეტი – ათ-სამმეტი), ხოლო თშ კომპლექსის შერწყმით – ჩ , ჩ ვ ი დ მ ე ტ შ ი ( თშვიდმეტი – ათ-შვიდ-მეტი) ბეჩავში რომ ჩ გვაქვს, ეგეც თშ ბგერათა შერწყმით არის მიღებული. იყო ბ ე დ შ ა ვ -ი. დ დაყრუვდა და თ-დ იქცა ასიმილაციის შედეგად, ხოლო შემდეგ თშ-ს შეერთებით მივიღეთ ჩ.
თათია რობაქიძე – ქ. თერჯოლის მეორე საჯარო სკოლა მე10 კლასის მოსწავლე