24 ნოემბერი, კვირა, 2024

ტავტოლოგია

spot_img

ტავტოლოგია ბერძნული სიტყვაა (,,ტავტო“– იგივე, ,,ლოგოს“ – სიტყვა, ანუ იგივესიტყვაობა).

ტავტოლოგია არის სიტყვათა უადგილო, უფუნქციო განმეორება ან ისეთი განმეორება, როცა მთქმელი ვერ ახერხებს თავისი სათქმელის გამართულად, მოკლედ და ნათლად გამოხატვას და გაუაზრებლად იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვებს. მაგალითად: მან ყველაში დაიმსახურა საყოველთაო სიყვარული, მას ჩვეულება ჰქონდა, რომ ჩვეულებრივ ასე მოქცეულიყო.

ტავტოლოგიისაგან განასხვავებენ გამეორებას. პოეტურ ენაში გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ცნების მონათესავე სიტყვებით ან ერთი და იგივე სიტყვის თუ ფრაზის რამდენჯერმე გამეორებით გამოხატვა ხელს უწყობს აზრის სიცხადეს. ასეთი ხერხი განსხვავდება ტავტოლოგიისაგან და ჩვენ მას განსაკუთრებულ სახელს – გამეორებას ვუწოდებთ.

ტავტოლოგიის უფრო ზუსტი ახსნაა:

ერთი და იმავე სიტყვის ან გამოთქმის განმეორება ტექსტის მცირე მონაკვეთში.

ერთი და იმავე შინაარსის სხვადასხვა სიტყვებით გამეორება.

პოეტურ ენაში ტავტოლოგია ვლინდება როგორც გამეორების ერთ-ერთი სახე, რომელიც აძლიერებს სიტყვის ემოციურ-მხატვრულ გამომსახველობით ღირსებას, ანიჭებს მას ესთეტიკურ მნიშვნელობას. არამხატვრულ ტექსტებში კი ტავტოლოგია ხასიათდება სიტყვათა უადგილო, უფუნქციო გამეორებით.

ტავტოლოგია შეიძლება იყოს აშკარა და ფარული. აშკარა ტავტოლოგია წარმოიშობა ერთი და იმავე სიტყვების ან ერთნაირფუძიანი სიტყვების განმეორებით, ხოლო ფარულ ტავტოლოგიას ქართული და უცხოური სიტყვების ერთად გამოყენება ქმნის.

გასათვალისწინებელია:                                                                                                                     

ერთი ფუძისაგან ნაწარმოები სიტყვების თავმოყრა ერთ ფრაზაში სასურველი არ არის.

ტავტოლოგიის თავიდან აცილება სინონიმური სიტყვების ჩანაცვლებით შეიძლება.

ტავტოლოგიათა სახეობებზე ცალკე მასალა დამუშავდება, რომელსაც მოგვიანებით წარმოგიდგენთ.

თეკლა მორჩილაძე, აკეთის საჯარო სკოლის x კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები