27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

სახელზმნა

spot_img

სახელზმნა არის უპირო ზმნა მას ერთდროულად გააჩნია ზმნისა და სახელების ნიშნები. სახელზმნა არის ორგვარი საწყისი და მიმღეობა.

საწყისი ნაზმნარი სიტყვაა. ის იბრუნვის როგორც არსებითი სახელი, მაგრამ გააჩნია ზმნის ფორმები. ასპექტი (გაკეთება, კეთება), კონტაქტი (კეთება, კეთებინება), ზმნისწინს დაირთავს (გა-კეთება, გათბობა) და აქვს თემის ნიშანი: კეთ-ებ-ა, მუშა-ობ-ა, აშენ-ებ-ა, ს-მა, ჭა-მა, გა-ლეს-ვა.

ზოგ საწყისში წარმოდგენილია პირიანი ზმნებისთვის დამახასიათებელი ევ და ენ ელემენტები. (ნგრ-ევ-ა, დანგრ-ევ-ა, დგ-ენ-ა, დადგ-ენ-ა)

მიმღეობა, საწყისის მსგავსად, ბრუნვადი მეტყველების ნაწილია და ამიტომ ის შეიძლება იყოს წინადადების შემდეგი წევრი: განსაზღვრება, შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი და გარემოება.

მიმღეობა ერთად გამოხატავს ზმნურ ნიშნებსა და სახელისას, არსებითი (მკითხველი, მომღერალი,  მხატვარი, მწერალი…) ზესდართავის (დაჭრილი, გასაკეთებელი…)

მიმღეობა არის ბრუნებადი სიტყვა. მიმღეობას გააჩნია ასპექტი (ზმნისწინიანი ან უზმნისწინო) დამხატველი სრული ასპექტისაა, მხატვარი უსრულის.

აქვს დროის გაგება. დახატული წარსული დროისაა, დასახატი – მომავლის.

მიმღეობას ასევე გააჩნია გვარიც. დამხატველი მოქმედებითი გვარისაა მაწარმოებლები (მ-ელ, მა-ელ) დახატული ვნებითი (მაწარმოებლები:ულ და ილ ბოლოსართები, სა, ნა თავსართები, სა-ელ თავსართ ბოლოსართები. თუ უ თავსართი დავურთეთ ვნებითი გვარის მიმღეობებს, ვიღებთ უარყოფითი მნიშვნელობის მიმღეობებს) მხატვარი საშუალი (მაწარმოებლები: მ-თავსართი, მ-არ, მ-ალ თავსართ-ბოლოსართები.

საწყისი და მიმღეობა შეიძლება გამოიყენებოდეს წინადადებაში, ქვემდებარედ, დამატება-ობიექტებად და განსაზღვრებად.

საბა დეკანოიძესსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის  სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები