განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს აძლევს რეკომენდაციას – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს სემესტრული შეფასება სწორად არ უფიქსირდება, მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოახდინონ სემესტრული ნიშნის კორექტირება.
ამისთვის საჭიროა:
- გადაამოწმეთ, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში eSchool-ში სკოლის ადმინისტრაციას წაშლილი ხომ არ აქვს იმ კლასის განრიგი, რომელშიც გსურთ სემესტრული ქულის/ქულების კორექტირება.
თუ კლასი წაშლილია, სემესტრული ქულების კორექტირება უნდა მოახდინოს სკოლის დირექტორმა (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა სხვა პირმა) „მონაცემების“ მოდულიდან, მოსწავლის ბარათის მეშვეობით (იხილეთ დანართი №1)
- თუ კლასი წაშლილი არ არის და თქვენს ჟურნალში რომელიმე კლასში ფიქსირდება მოსწავლესთან/მოსწავლეებთან არასწორი სემესტრული ქულა/ქულები, მაშინ:
2.1 მიმართავთ სკოლის ადმინისტრაციას (დირექტორს) რათა მან მოხსნას კონკრეტულ კლასზე სემესტრის დადასტურება (იხილეთ დანართი №2)
2.2 შემდგომ მოდულიდან „მოთხოვნები“ აგზავნით შესაბამის მოთხოვნას სემესტრული ქულის კორექტირებაზე (იხილეთ დანართი №2)
2.3. დასტურის შემთხვევაში, შედიხართ ჟურნალში, სასურველ კლასში/კლასებში და ცვლით სასურველ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან სემესტრულ ქულას;
2.4. ამის შემდეგ, კვლავ ადასტურებთ სემესტრულ შეფასებებს (უკვე კორექტირებულს) ჟურნალში.