27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

პოეტური გამეორება

spot_img

 ბარბარე შველიძე – თბილისის 49-ე  საჯარო სკოლის  მე-11 კლასის            მოსწავლე

ზოგიერთ შემთხვევაში ავტორები ენობრივ ელემენტებს შეგნებულად იმეორებენ.  გამეორება, როგორც ენობრივ-გამომსახველობითი საშუალება, იქმნება სიტყვის (სიტყვათა კონსტრუქციების) გაორმაგებით ან მეტჯერადი გამოყენებით. ამ ხერხით მკითხველის (მსმენელის) ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება იმ ცნებაზე, რასაც გამეორებული სიტყვა ან წინადადება გამოხატავს. გამეორების რიტორიკული მნიშვნელობა ძალიან დიდია. ადამიანის ფსიქიკა მოწყობილია უმეტესად ისე, რომ მას უფრო სჯერა რამდენჯერმე გამეორებული ქმედების, ვიდრე ქმედებისა, რომელიც, როგორც ამბობენ, თავისი შინაარსით ძლიერია. მაგალითად, ფრაზა „მე ის მძულს, მძულს, მძულს“ უფრო დიდ გავლენას ახდენს მსმენელზე, ვიდრე „ძალიან მძულს“.

ქვევით მოყვანილ ვაჟა-ფშაველას ლექსში გამეორება რამდენიმე დანიშნულებას ემსახურება – იგი აზრსა და ემოციასაც აძლიერებს, ასევე ლექსის ცალკეულ ნაწილებსაც აკავშირებს ორგანულად:

კიდევაც ვნახავ გაზაფხულს

ყელმოღერებულ იასა,

სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,

იმის სიტურფეს ღვთიანსა,

ამწვანებულსა მთა–ბარსა,

დამწყაზრულს, ყვავილიანსა,

კიდევაც ვნახავ, ცა სჭექდეს,

თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,

ანოყივრებდეს მიწასა,

მდინარეები ხვიოდეს,

აღარვინ იტანჯებოდეს

და აღარცვისა შიოდეს:

სიმართლის გამარჯვებასა

მთაზე არწივი ყიოდეს,

მეც მას ბანს ვეუბნეოდე,

გული აღარა მტკიოდეს!

კიდევაც ვნახავ, – უხვადა

ვარდნი, იანი, ყვაოდნენ,

ნაცარ–მტვრად იყვნენ ქცეულნი,

ვინაც გუშინა ზღვაობდნენ:

შხამის და გესლის მთესველნი

მოისპნენ, არარაობდნენ,

ჩვენი სიკვდილის მსურველნი

ყორნები ვეღარ ჩხაოდნენ!“

უძველესი დროიდან, როგორც პროზაულ, უფრო კი პოეტურ მხატვრულ მეტყველებაში მრავლადაა გამეორებები. ხალხი აფასებდა მის ესთეტიკურ გავლენას. ქართული ლიტერატურიდან უამრავი მაგალითის მოხმობა შეიძლება (ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“, ხალხური ლექსი „თხამ ვენახი შეჭამა“, რუსთველი „ვეფხისტყაოსანი“…).

მხატვრული გამეორება არანაირად არ უკავშირდება სტილისტურ ხარვეზს, რომელსაც ტავტოლოგიის სახელით ვიცნობთ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები