ზმა არის ლექსში ორი მომიჯნავე სიტყვით (სიტყვის ნაწილით) ახალი სიტყვის მიღება. შეერქვა ლექსს, რომელიც შეიცავს ზმებს (პოეტურ გამოცანებს). ზმები, როგორც ლექსის ფორმა, ქართულ მწერლობაში XVIII საუკუნეში შემოვიდა. მას, როგორც ორი სიტყვით ახალი სიტყვის მიღების საშუალებას, აკაკიც იყენებს „თორნიკე ერისთავში“. ისტორიული პოემის დასაწყისში, მეფე დავით კურაპალატის კარზე გამართული ნადიმის აღწერისას, გვხვდება ფრაზა: „მოილხინეს, გაშაირდენ და ერთმანეთს სტყორცნეს მათ ზმა“. პოემაში ზმებით ერთმანეთს მეფის ხუმარა და ორბელიძე ეჯიბრებიან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნაწარმოებში ზმები დიდი რაოდენობით არ გვხვდება, ისინი მაინც ასრულებენ იმ ფუნქციას და ამბობენ იმ სათქმელს, რისი თქმაც მწერალს სურს.
გთავაზობთ ზმებს აკაკი წერეთლის – „თორნიკე ერისთავიდან“
გაშაირების პროცესში, ორბელიძემ მეფის ხუმარას ორლესურად უთხრა:
„მაღლით წვიმა მოდიოდა,
ნაბადმა ვერ დამფარაო,
დამასველა მან, თავიდან
ფეხებამდე მ ა ს ხ ა რ ა ო!“
ამ ფრაზით მან თითქოს დააკნინა მეფის ხუმარა, სამეფო კარზე მისი სტატუსის გამო და მასხარა უწოდა.
თუმცა არც ხუმარა ჩამორჩა და სიცილით შეფუთული სიმართლე გააჟღერა.
„ხუმარადაც ვარგებულხარ,
ვაჟკაცობით პირველიო,
მაგრამ ვერ იქმ თორნიკობას,
თუმც მის ადგილს ს უ ლ ე ლ ი ო!“
ამ ზმით მან ორბელიძეს უჩვენა, რომ ყველა ხედავდა მის სწრაფვას, თორნიკეს ადგილის დაკავებისადმი. გარდა ამისა, მსგავსი ფიქრების გამო მას სულელი უწოდა.
აკაკი წერეთელი ზმებს კრიტიკული აზრის, შეფარვით, დასაფიქსირებელ იარაღად ხშირად იყენებდა სხვადასხვა ნაწარმოებში.
მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე