23 ნოემბერი, შაბათი, 2024

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

spot_img
შენს  წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!მიხარის — გიმზერ,
ვჰსწუხვარ — და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..

ყვავილოვანი

წალკოტი შენი,
შენის დიდების სხივ-მოკლებული,
აღარა ჰშვენის,

აღარ გვიბრწყინვის

შავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!..

და, ვით განვლილსა.
სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს,
გული გვიმაგროს,
სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!

ხნით დამაშვრალი,
დაღონებული,
შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:
მოხედო ბედკრულს
შენს სატრფოს — მამულს,
და ჯვარითა შენით აკურთხო კვალად.
შენი ივერი
აღსდგეს ძლიერი,
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,
წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული!
ზნე ამაღლებით,
ძლევის დიდებით,
სამშობლო მიწის სიყვარულითა! —

და გაგვიცოცხლდეს,
რომ კვლავც მოგვესმეს
სიტყვა ქართული რუსთაველისა.
რომ განვიღვიძნეთ,
სულით განვახლდეთ,
და განქრეს ბნელი უმეცრებისა!..

…მარამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,
დამცირებულსა,
ხმა-მიღებულსა,
ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!

ეჭვით აღვსილსა,
უსასოდ ქმნილსა,
გულ-უიმედოს, გაუხარებელს!..

ვაჰ თუ რაც წახდეს
ვეღარა აღჰსდგეს,
ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?
და რაც დაეცა
ის წარიტაცა
შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!
ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო,
შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?
დიდება ჩვენი,
ცად სხივ-მიმფენი,
ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?
დაყრუებულსა,
გზა შეუვალსა,
უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,
სად სახე მეფის,
დიდის თამარის,
სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..

შენს წმინდა სახეს
მშვენიერებით სავსეს,
სახიერებით გაბრწყინებულს
ვუმზერ კრძალვით,თაყვანისცემით ,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთ!
მიხარია-გიმზერ
ვწუხვარ-და გიმზერ
და ეს მზერა მსურს სიკვდილამდე ,
მინდა არ გამოვფხიზლდე,

რომ  აღარ ვიგრძნო
ჩემი სამშობლოს სულით დაცემა!…
ყვავილოვანი
ბაღი შენი,
შენი დედების სხივ-მოკლებული,
აღარაა მშვენიერი,
აღარ ბრწყინავს,

შავი დროის ძალითაა ფერ წახდენილი!

 

და როგორც განვლილ

ტკბილს სიზმარს
მზეს დიდებულად ჩასულსა
ვიგონებთ შენს დროს
გული გაგვიმაგროს,

სრულად არ წავსწყდეთ ცის შემრისხავ
მოხუცებული,
დაღონებული,
შენამდე,მეფევ,მოვედი ვედრებით:
მოხედე ბედკრულს
შენს სატრფოს-მამულს,

და შენი ჯვარით აკურთხე იგი.

შენი ივერი

აღსგეს ძლიერი

ერი კვლავ უნდა შეიკრას

წმინდა საყდრით

მისივე მდიდარი ენით

განსწავლულობთ,

ზნე ამაღლებით,

უდიდესი სიძლიერით,

და სამშბლოს მიწის სიყვარულით!

 

 

და გაგვიცოცხლდეს ჩვენი ჩვენი წმინდა თამარი რომ კვლავაც გავიგონოთ რუსთაველის სიტყვები.რომ გამოვიღვიძოთ ცოდვები მოვინანიოთ და სიბნელე გაქრეს.

 

 

 

მაგრამ ცას აჰყურებ და მე ვეღარ მიცნობ გულ-შემუსვრილსა დამცირებულს უხმოს, ბედ-დაკარგულ ივერიის ძეს. ეჭვებით აღვსილს უიმედოდ მყოფს დაღონებულს!

 

 

 

 

 

ვაი თუ რაც განადგურდა ვეღარ აღსდგეს,ვეღარ აყვავდეს აოხრებული ჩვენი ქვეყანა? და რაც განადგურდა ის მიისაკუთრეს შავმა ყორნებმა როგორც დაჭრილი უმწეო მსხვერპლი! აბა დაუნდობელო ცრუ სიცოცცხლევ შენი სიკეთე სად გაქრა? დიდება ჩვენი მზის სხივის ნუთუ მხოლოდ ესღა დაგვრჩა რასაც ჩვენი თვალები ჰხედავენ? დაყრუებული გზა შეუალი უდაბურ ტყეში  ტაძარი სადაც ჩვენი დიდი იმედის მეფე თამარის სახეა გამოსახული ძვე კედლებზე

ნატა შუბითიძე – თბილისის №152 საჯარო სკოლის მოსწავლე                                  თეკლე მესხი – თბილისის № 179 საჯარო სკოლის მოსწავლე                                         

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები