23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ბათუს  დახასიათება

spot_img

აკაკი წერეთლის ნაწარმოებში ,,გამზრდელი“, ერთ-ერთი  მთავარი პერსონაჟია ბათუ, როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, იგი საფარ-ბეგის ძმობილია, რომელიც გვევლინება ღირსეულ და ზნეამაღლებულ პერსონაჟად.ბათუ საკუთარ თავზე იღებს დიდ პასუხისმგებლობას, ძიძისშვილისთვის დავალებულ საქმეს (ქურდობას).მისი ეს საქციელი ვაჟკაცობაზე მიუთითებს, იგი მზადაა საფარისთვის თავიც კი გაწიროს. მისი სულიერი სიდიადე და სიმტკიცე ჩანს მაშინ, როდესაც ბათუ ბრუნდება სახლში და ხედავს პატივაყრილ ნაზიბროლას. ამ შემთვხვევაში ბათუ საფარს არაფერს ეუბნება, როგორც წესი და რიგია ისე უმასპინძლდება მორდუობის გამტეხ საფარს. მისთვის ღირსება და ადათ-წესები უპრიველესია, რადგან არ სურს „გულნაკლული“გაუშვას სტუმარი თავის სახლიდან. „გამოაწყო,არ დააკლო,რაც წესია სამსახური რომ სტუმარი არ გაუშვას გულნაკლი და უმადური“. მისი ასეთი საქციელი არამარტო ადათ-წესების პატივის ცემაა, არამედ საკუთარი თავისაც. მან არ აკადრა თავს, რომ სტუმარი „გულნაკლული და უმადური“ გაეშვა ოჯახიდან, მაგრამ სახლიდან გასვლისთანავე ყველაფერი იცვლება. ბათუ ოჯახის და საყვარელი ადამიანის ღირსებას იცავდა. იგი ვერ აპატიებდა საფარს მომხდარს, რადგან მისთვის თავზე ლაფის დასხმა და შერცხვენა იქნებოდა. ბათუ იმ წამიდან საფარის მოსისხლე მტრად იქცა.

„საფარ-ბეგო! პირშავობა

შენი ვიცი, შემიტყვია!…

და დღეიდან ჩვენ ორს შუა

მოციქული არის ტყვია!“

ამ ყველაფერში კი კარგად ჩანს ბათუს სულიერი სიმტკიცე, რადგან იგი ინდობს საფარს და არ კლავს. უმრავლესობა ბათუს ადგილას არ ჩაინდენდა იგივეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ იგი ღირსეული და გაწონასწორებული პერსონაჟია. ბათუ გამსჭვალულია უდიდესი სიყვარულით ცოლის მიმართ, მისთვის ეს სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე წმინდაა. „მე და შენი სიყვარული წმინდა არის ვით ლამპარი“, მაგრამ ამ სიყვარულმა კოლაფსი განიცადა, დაირღვა და ვეღარსოდეს იქნება ისეთი ჰარმონიული და ამაღლებული, როგორც მანამდე იყო.

ბათუ ცხოვრებისგან და უბედობისგან გაწირული ადამიანია, რომელიც მსხვერპლია დაუნდობელი ბედისწერისა. ბათუ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა სულიერ სიმძიმეს. მან შეუძლებელი შეძლო. შური და სიძულვილი სულიერი სიმტკიცითა და ადამიანური სიყვარულით დაამარცხა.

ნატა შუბითიძე – ქ.თბილისის №108 საჯ.სკოლის მე-11 კლასისმოსწავლე

ლუკა კვეტენაძე – ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მე-11კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები