23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ასიმილაცია

spot_img

ასიმილაცია ერთ-ერთი ფონეტიკური მოვლენაა. ტერმინი ასიმილაცია ნიშნავს დამსგავსებას. მეზობლად არსებული ბგერები ზოგჯერ ერთმანეთს გარკვეული ნიშნით თუ ნიშნებით იმსგავსებს.

მაგალითად, ძველად გვქონდა სიში, სიმშილი, სეშა, სეცხლი და მათ ნაცვლად ახლა ვწერთ/ვსაუბრობთ ასე: შიში, შიმშილი, შეშა, ცეცხლი.

შეგვიძლია, რომ ავხსნათ ასიმილაციის, როგორც სხვა ფონეტიკური მოვლენების საფუძველიც – ენა გამარტივების გზით მიდის, თორემ არც წერა და არც თქმა შეუძლებელი არაა სიტყვებისა  სიში, სიმშილი, სეშა, სეცხლი.

განასხვავებენ ასიმილაციის სამ სახეს მიმართულების, მანძილის და შედეგის მიხედვით.

მიმართულების მიხედვით ასიმილაცია ორგვარია: პროგრესიული და რეგრესიული.

პროგრესიულია ასიმილაცია, თუ იგი მიმართულია სიტყვის დასაწყისისკენ. ე.ი. თუ ასიმილატორი წინ უსწრებს ასიმილირებულ ბგერას. მაგალითად,  ვწერთ სიტყვას ტბა და წარმოვთქვამთ როგორც ტპა. ასიმილატორია , ხოლო ასიმილირებული – , რომელიც ემსგავსება წინ მდგომს. ამგვარი მსგავსებით ვიღებთ – , რომელიც განსხვავდება სგან სიმკვეთრითა და სიყრუით. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს შემდეგ შემთხვევაში: კბილი-კპილი.

რეგრესიული ასიმილაციის შემთხვევაში ასიმილატორს წარმოადგენს მომდევნო ბგერა, რომელიც იმსგავსებს წინ მდგომ ბგერას. მაგალითად, სიტყვა ერთგული ჩვეულებრივ წარმოითქმის როგორც ერდგული, როგორც მჟღერი ბგერა, იმსგავსებს წინ მდგომ თ-ს, რომელიც თვითონ ყრუ ბგერა.

მანძილის მიხედვით ასიმილაცია ორგვარია: კონტაქტური და დისტანციური.

კონტაქტურია ასიმილაცია, როდესაც ასიმილატორი და ასიმილირებული ბგერები ერთმანეთის უშუალო მეზობლობაშია. კონტაქტურია მაგალითად, კბილი-კპილი, ტბა-ტპა, ერთგული-ერდგული.

დისტანციურია ასიმილაცია, თუ ასიმილატორსა და ასიმილირებულ ბგერას შორის დგას სხვა ბგერა ან ბგერები. დისტანციური ასიმილაციის ერთ-ერთი მაგალითია წავიყვან ფორმის დიალექტური ვერსია წევიყვანე. ამ შემთხვევაში ასიმილატორია, ხოლო ასიმილირებულია , რომლებიც გათიშულია თი. ასევე, დისტანციური ასიმილაციის მაგალითებია სეშა-შეშა, სიმშილი-სიმშილი, სიში-შიში…

შედეგის მიხედვით  ასიმილაცია ორგვარია: სრული და ნაწილობრივი.

ასიმილაცია სრულია, თუ ასიმილირებული ბგერა მთლიანად ემსგავსება ასიმილატორს. გალითად: სეცხლი-ცეცხლი

ნაწილობრივია ასიმილაცია, თუ ასიმილირებული ბგერა რაღაც ერთი, ან მეტი ნიშნით ემსგავსება ასიმილატორს, მაგრამ მთლიანად არ ემთხვევა ამ უკანასკნელს. მაგალითად, ვაჟკაცი – ვაშკაცი, ასიმილირებული ბგერაა – , რომელიც ემსგავსება წინ მდგომს. ამგვარი მსგავსებით ვიღებთ შ-ს.

ანი ჩიტაურიზარიძეების საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები