15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

შე­ვი­მეც­ნოთ სამ­ყა­რო ქარ­თულ ენა­ზე

spot_img

 

2-5 და 9-11 ნო­ემ­ბერს, ბა­კუ­რი­ან­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის (CCIIR) პრო­ექ­ტის „სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით“ ფარ­გ­ლებ­ში, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, გა­ი­მარ­თა ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლი, რო­მე­ლიც მოწ­ვე­ულ­მა ტრე­ნე­რებ­მა — თა­მარ ჯა­ყელ­მა, დეს­პი­ნე ქო­ი­ა­ვამ (გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლო) და გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტ­მა, ან­ნა გო­ლუ­ბე­ვამ ჩა­ა­ტა­რეს. ძი­რი­თა­დი თე­მა­ტი­კა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის გა­აზ­რე­ბა, ენი­სა და საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად და ეფექ­ტი­ა­ნად სწავ­ლე­ბა იყო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სის „შე­ვი­მეც­ნოთ სამ­ყა­რო ქარ­თუ­ლ ენაზე“ გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე­ვე, რე­სურ­სის სტრუქ­ტუ­რის გა­აზ­რე­ბა. დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს გა­აც­ნეს CLIL-ის (ენი­სა და საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა) მე­თო­დი და გა­უ­ზი­ა­რეს რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა, ამ მე­თო­დის ყო­ველ­დღი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და­ნერ­გ­ვის­თ­ვის.

რა ვი­თა­რე­ბაა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში და ზო­გა­დად ამ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის თვალ­საზ­რი­სით, რა გა­კეთ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, იყო თუ არა ქმე­დი­თი ის ბი­ლინ­გ­ვუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში გა­მო­ი­ცა­და — გვე­სა­უბ­რე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე.

პრო­ექ­ტის ირ­გ­ვ­ლივ

ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მეტ­ნაკ­ლე­ბად რე­ფორ­მი­რე­ბა და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ზრდა, მთა­ვა­რი იდეა კი — მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­დე­ლის პი­ლო­ტი­რე­ბა ამ სკო­ლებ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვეთ, რომ შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა III-IV კლა­სე­ბის მა­სა­ლა ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში, რომ­ლი­თაც სა­პი­ლო­ტე სკო­ლებ­ში, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში, მხო­ლოდ ქარ­თულ ენა­ზე წა­რი­მარ­თე­ბო­და სწავ­ლე­ბა.

ამ სკო­ლებ­ში, ზო­გა­დად ამ თე­მებ­ში, გა­რე­მო სრუ­ლი­ად არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნია. ერ­თა­დერთი ად­გი­ლი, სა­დაც ქარ­თუ­ლი ენის უნა­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს, ეს არის სკო­ლა და სკო­ლა­შიც ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თილ­ზე ხდე­ბა, იქაც გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს. ამ თვალ­საზ­რი­სით, გვინ­დო­და გაგ­ვეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ უნ­და გა­ვი­გოთ ისე, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ   მშობ­ლი­უ­რი ენის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზეც ვიზ­რუ­ნებთ, რად­გან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას იმაღ­ლე­ბენ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და შე­ძე­ნი­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და ბუ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა­ზეც აისა­ხე­ბა. პროგ­რა­მის იდეა შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს — ვა­ტა­რებთ სა­ბა­ზი­სო კვლე­ვას, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ დღეს და სად შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეთ პრო­ექ­ტის ბო­ლოს. შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი არა მხო­ლოდ ქარ­თულ­ში ამოწ­მებს რამ­დე­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ან გა­უ­ა­რეს­დე­ბა შე­დე­გე­ბი, არა­მედ მშობ­ლი­ურ ენა­შიც და ბუ­ნე­ბა­შიც. თუ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ქარ­თულ­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა „ბუ­ნე­ბის“ სწავ­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე მოხ­და, ეს ნიშ­ნავს, რომ მო­დელ­მა კარ­გად ვერ იმუ­შა­ვა.

პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ეუთოს ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის ოფი­სის მი­ერ, ეს­ტო­ნუ­რი მხა­რეც არის ჩარ­თუ­ლი, კონ­სულ­ტი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რად­გან ეს­ტო­ნეთს საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ენის სწავ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

სა­პი­ლო­ტედ 20 სკო­ლა შე­ვარ­ჩი­ეთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტის ცალ­კე კომ­პო­ნენ­ტია 7 სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი, ამა­ვე რე­გი­ო­ნე­ბი­დან, სა­დაც ასე­ვე ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­დე­ლი ამუ­შავ­დე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, ეს­ტო­ნეთს სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ვერ­სი­ის პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვის საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის თუ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუთხით, ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა ჩვე­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბის გან­წყო­ბა

აქ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს შე­იძ­ლე­ბა გა­ეს­ვას ხა­ზი — ერ­თი მხრივ, რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი არ­სე­ბობს, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბია თვი­თონ სკო­ლებს შიგ­ნით. პირ­ვე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი — ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა იმ­დე­ნად გამ­ჯ­და­რია, რომ ნე­ბის­მი­ერ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­სა თუ სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მას სჭირ­დე­ბა მოქ­ნი­ლო­ბა. ეს მოქ­ნი­ლო­ბა ჩვენს სის­ტე­მას არ აქვს, არა მარ­ტო არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში. დი­რექ­ტო­რი ფრთხი­ლობს, რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლე­ბელს და­მა­ტე­ბი­თი სა­ა­თე­ბი რომ მის­ცეს, რო­გორ მო­ახ­დი­ნოს ამის კომ­პენ­სი­რე­ბა, ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ შე­ვი­დეს კლას­ში, ეს ხომ არ დარ­ღ­ვევს რა­ი­მე წესს… ეს ისე­თი სა­კითხე­ბია, რომ­ლებ­საც სკო­ლე­ბი თა­მა­მად უნ­და წყვეტ­დ­ნენ. სკო­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, იქ მუდ­მი­ვად უნ­და ხდე­ბო­დეს სხვა­დას­ხ­ვა ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის, მე­ქა­ნიზ­მე­ბის, მე­თო­დე­ბის, თუნ­დაც ჯერ არ არ­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის მო­სინ­ჯ­ვა და და­ტეს­ტ­ვა, რაც რე­ა­ლუ­რად ჩვენს სკო­ლებ­ში არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ბევრ პრობ­ლე­მას ვაწყ­დე­ბით იმი­ტომ, რომ დი­რექ­ტო­რე­ბი სა­კითხს არ უყუ­რე­ბენ ისე, თუ რა შეც­ვა­ლონ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, არა­მედ ფიქ­რო­ბენ, რა მო­ი­მოქ­მე­დონ, რომ სა­მი­ნის­ტ­როს­თან არ ჰქონ­დეთ პრობ­ლე­მე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­მი­ნის­ტ­რო­საც სა­კითხი ისე აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ დი­რექ­ტო­რე­ბი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი კი არ არი­ან, რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ან და ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სწავ­ლე­ბას და­ნერ­გა­ვენ, არა­მედ — რამ­დე­ნად კარ­გად შე­ას­რუ­ლე­ბენ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლად სა­მი­ნის­ტ­როს მი­თი­თე­ბებს. ეს პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს.

მე­ო­რე პრობ­ლე­მა — მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არ ვგუ­ლის­ხ­მობ ჩვენს სა­პი­ლო­ტე სკო­ლებს. ზო­გა­დად, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი რე­ზის­ტენ­ტუ­ლე­ბი არი­ან რა­ი­მე ცვლი­ლე­ბი­სად­მი და რა­ი­მე ტი­პის ცვლი­ლე­ბას აღიქ­ვა­მენ, რო­გორც საფ­რ­თხეს მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის. იმა­ვე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი იყო ბუ­ნე­ბის ქარ­თუ­ლად სწავ­ლე­ბა­ზე, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამას აღიქ­ვამ­დ­ნენ, რო­გორც მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­დად­გ­მულ ნა­ბიჯს — მათ არ შე­უძ­ლი­ათ ქარ­თუ­ლად სწავ­ლე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, რად­გან ბუ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა ქარ­თუ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა, ისი­ნი სა­ა­თე­ბის, სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე შე­ი­ძლება დარ­ჩ­ნენ. „სა­ა­თე­ბის ომი“ და სა­ა­თე­ბის და­კარ­გ­ვის ში­ში თვალ­სა­ჩი­ნოა რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, ასე­ვე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან­ში, რაც ასე­ვე ხელს უშ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტის თუ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამას არ უყუ­რე­ბენ, რო­გორც მოს­წავ­ლის­თ­ვის უკე­თე­სი შე­დე­გის მომ­ტანს, არა­მედ უყუ­რე­ბენ სა­კუ­თა­რი პერ­ს­პექ­ტი­ვით — რა­ი­მე საფ­რ­თხეს ხომ არ უქ­მ­ნის მათ მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას. ეს რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა.

სამ­წუ­ხა­როდ, შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში და შემ­დ­გო­მაც, ასე­ვე, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ურ­ჩევ­ნი­ათ სტა­ტუს-კვო, თუნ­დაც ცუ­დი სი­ტუ­ა­ცია, და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი, და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბით და სტაგ­ნა­ცია, ვიდ­რე პროგ­რე­სი, რე­ფორ­მა იმი­ტომ, რომ ამ პრო­ცეს­ში თავს ნაკ­ლე­ბად და­ცუ­ლად გრძნო­ბენ. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვე­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს ურ­ჩევ­ნი­ათ ატა­რონ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ისე, რო­გორც ატა­რებ­დ­ნენ ოცი-ოც­და­ა­თი წლის წინ, არა­ფე­რი შეც­ვა­ლონ. გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია ამ კუთხით სვლა, ვიდ­რე ფე­ხი აუწყო თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ისე შეც­ვა­ლო სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კა, რომ ეს მოს­წავ­ლე­ებ­ზე აისა­ხოს. ეს ტენ­დენ­ციაა რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, ასე­ვე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან­ში, თუმ­ცა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან­ში მე­ტად იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში რე­ფორ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად არ გა­ტა­რე­ბუ­ლა.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კა

დღე­საც, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში რომ შეხ­ვალ, ტი­პურ საბ­ჭო­თა სკო­ლა­ში შე­დი­ხარ, სა­დაც მოს­წავ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეზღუ­დუ­ლია. არა მხო­ლოდ ენობ­რი­ვი, არამედ მენ­ტა­ლურ-ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სი­თაც ეს სკო­ლე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ისევ იქ არიან დარ­ჩე­ნი­ლი იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ფე­რი გა­ა­კე­თა მა­თი რე­ფორ­მი­რე­ბის­თ­ვის, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით გარ­კ­ვე­ულ ფრაგ­მენ­ტულ პროგ­რა­მებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გუ­ლის­ხ­მობდა. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ამ პროგ­რა­მებს ეფექ­ტი არ აქვს იმი­ტომ, რომ მი­სი ეფექ­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ზო­გა­დად სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ამ სკო­ლებ­ში. თუ იქ, ზო­გა­დად, ხა­რის­ხი, მმარ­თ­ვე­ლო­ბა, ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი და გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი არ შე­იც­ვა­ლა, ეს ფრაგ­მენ­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბი იქ­ნე­ბა ფუ­ჭი და უშე­დე­გო. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ენობ­რი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით შე­დე­გი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი შე­დე­გი და­ნახ­არ­ჯე­ბ­თან შე­და­რე­ბით. ჩვენ რომ ვნა­ხოთ, რა და­ნა­ხარ­ჯი გვაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­უ­ლი და რა რე­სურ­სია ჩა­დე­ბუ­ლი, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ.

ასე რომ, პრობ­ლე­მე­ბი, რა თქმა უნ­და არ­სე­ბობს, გარ­კ­ვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი­ცაა, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, იმ სკო­ლებ­ში, რომ­ლებ­შიც ვართ შე­სუ­ლი, ცვლილებებისთვის მზა­ო­ბა და გან­წყო­ბა არ­სე­ბობს.

მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის ჩვენ მუდ­მი­ვად გვაქვს მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი, თუმ­ცა სხვა­დას­ხ­ვა კომ­პო­ნენ­ტე­ბით. იგი­ვე ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი იყო სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში 2006-07 წლებ­ში (შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ახორ­ცი­ე­ლებ­და, ჩვენ პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია ვი­ყა­ვით). იმ პე­რი­ოდ­ში შერ­ჩე­უ­ლი იყო 12 სკო­ლა ქვე­მო ქარ­თ­ლი­დან და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან, სა­დაც სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ეს პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო რო­გორც ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­მი­ნის­ტ­რომ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი და ფარ­თო გა­ე­ხა­და ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა. 2009-10 წლებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც გა­და­იდ­გა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნის თვალ­საზ­რი­სით, რომ სკო­ლებს შეძ­ლე­ბო­დათ ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა: კა­ნონ­ში აისა­ხა მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა, შე­იქ­მ­ნა ბი­ლინ­გ­ვუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი და ბი­ლინ­გ­ვუ­რი პროგ­რა­მე­ბის დე­ბუ­ლე­ბა. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, 2011 წლი­დან, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი ხე­ლის მოს­მით ჩა­მო­ი­შა­ლა, რო­დე­საც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის გახ­და მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობ­და ერ­თე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ორე­ნოვ­ნად გა­დაქ­ცე­ვას — 70% მშობ­ლი­ურ ენა­ზე იყო, ხო­ლო 30% — ნა­თარ­გ­მ­ნი. ეს იყო აღ­ქ­მუ­ლი, რო­გორც ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და სა­მი­ნის­ტ­როს აზ­რით, ის ყვე­ლა სკო­ლა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მას. რე­ა­ლუ­რად, ეს სრუ­ლი აბ­სურ­დი იყო, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სრუ­ლი­ად უვარ­გი­სი და გა­მო­უ­სა­დე­გა­რი გახ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, სკო­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა გვერ­დ­ზე გა­და­დო და, უფ­რო მე­ტიც, ზო­გი­ერ­თ­მა სხვა ქვეყ­ნი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოებით ჩაანაცვლა იმი­ტომ, რომ ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ამან ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა შექ­მ­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ლინ­გ­ვურ გა­ნათ­ლე­ბას, 2011 წლი­დან, არა­ნა­ი­რი გაგ­რ­ძე­ლე­ბა არ ჰქო­ნია, ეს იდე­აც კი საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფით შე­დე­გებ­თან იყო ასო­ცი­რე­ბუ­ლი სწო­რედ ამ არა­ე­ფექ­ტუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო.

დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ ახ­ლა მიდ­გო­მე­ბი შე­იც­ვ­ლე­ბა და რე­ა­ლუ­რი ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე და რე­ა­ლუ­რად მოხ­დე­ბა იმ საწყი­სის, რო­მე­ლიც 13-14 წლის წინ და­ვიწყეთ, რე­ა­ლუ­რი გა­ნახ­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა, რო­ცა შე­იძ­ლე­ბო­და, დღეს სულ სხვა ეტაპ­ზე ვყო­ფი­ლი­ყავთ. ამ თვალ­საზ­რი­სით, სამ­წუ­ხა­როდ, ვართ ისევ იქ, სა­დაც 2005 წელს ვი­ყა­ვით რო­გორც სკო­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, ასე­ვე სა­კად­რო რე­სურ­სის თვალ­საზ­რი­სით. საკ­მაო დრო გვქონ­და ამ რე­ფორ­მის­თ­ვის კად­რე­ბის მოსამ­ზა­დე­ბლად — რო­გორც მოქ­მე­დი, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სწორი ხედ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ არის. ხში­რად ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან არის ში­ში მსგავ­სი ტი­პის რე­ფორ­მე­ბის და ისე­ვე, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებ­საც ურ­ჩევ­ნი­ათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს-კვო, ვიდ­რე რე­ფორ­მე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, რად­გან რე­ფორ­მებს თან ახ­ლავს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც, ეს ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, შე­იძ­ლე­ბა იყოს კომ­პო­ნენ­ტე­ბი, სა­დაც იქ­ნე­ბა ჩა­ვარ­დ­ნა. შე­საძ­ლე­ბე­ლია წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბაც გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან და ესეც ნა­წი­ლია რე­ფორ­მე­ბის იმი­ტომ, რომ ჯგუ­ფებს, რომ­ლებ­საც რე­ფორ­მე­ბის ქვეშ არ შე­უძ­ლი­ათ იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, ამის წი­ნა­აღ­მ­დეგ აქვთ რე­ზის­ტენ­ტუ­ლო­ბა. ბევრს სა­კუ­თარ თა­ვის ტკი­ვილს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის თა­ვის ტკი­ვი­ლი ურ­ჩევ­ნია, თუნ­დაც მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ვერ მი­ი­ღოს. ეს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და, სამ­წუ­ხა­როდ, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თა პო­ზი­ციაა. მოს­წავ­ლე­ე­ბის ხარ­ჯ­ზე, ხში­რად, უარს ამ­ბო­ბენ ხა­რის­ხ­ზე, რე­ფორ­მებ­სა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­ზე. თუმ­ცა, გა­ვი­მე­ო­რებ, ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებს, ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ანა­ლო­გი­უ­რი ვითარება გვაქვს.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

რა თქმა უნ­და, არი­ან აქ­ტი­უ­რი და რე­ფორ­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა. ამას იმ პრო­ცეს­მაც შე­უწყო ხე­ლი, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად ისი­ნი მოწყ­ვე­ტი­ლი იყ­ვ­ნენ ყო­ველ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­საც და ნე­ბის­მი­ერ წინ­ს­ვ­ლა­საც. სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კა ყო­ველ­თ­ვის ასე­თი იყო — რა­ტომ უნ­და უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე, ეს გა­აქ­რობს მო­ტი­ვა­ცი­ას, შე­ის­წავ­ლონ სა­ხელ­მ­წი­ფო ენა. ასე­თი იყო ცალ­სა­ხა პო­ზი­ცია 2007-08 წლებ­ში და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის დე­ბუ­ლე­ბა­ში ეწე­რა, რომ მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე შე­ეძ­ლოთ საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, პრაქ­ტი­კა­ში ეს არ გან­ხორ­ცი­ელ­და სწო­რედ ამ იდე­ით, რომ მო­ტი­ვა­ცია აღარ ექ­ნე­ბო­დათ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის. თუმ­ცა, პრაქ­ტი­კამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ 10 წე­ლი გა­ვი­და და ვერც პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შევ­ძე­ლით მშობ­ლი­ურ ენა­ზე და არც ქარ­თუ­ლის შეს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცია გაჩ­ნ­და, რომ ქარ­თუ­ლის გზით მომ­ხ­და­რი­ყო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. მიდ­გო­მა, რომ ეს და­უ­კარ­გავ­და ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას, რა თქმა უნ­და, არ გა­მარ­თ­ლ­და, შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ეს არის იმის მი­ზე­ზი, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით, დღეს­დღე­ო­ბით, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში უფ­რო მძი­მე ვი­თა­რე­ბა გვაქვს, ვიდ­რე ქარ­თუ­ლე­ნო­ვან­ში. თუმ­ცა, იქაც არი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვაგ­ვა­რად ფიქ­რო­ბენ.

პე­და­გოგ­თა პრობ­ლე­მა­ტი­კა

კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა ტი­პის პრობ­ლე­მაა, მა­გა­ლი­თად, თუ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ბე­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გვაქვს, უფ­რო მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლად ეს არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­შია; რო­დე­საც ადა­მი­ანს, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, არც სას­კო­ლო დო­ნე­ზე და არც ისე, არ ჰქო­ნია კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მი­სი   კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც შე­სა­ბა­მი­სია; ამას ემა­ტე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­თა დე­ფი­ცი­ტიც. ასე რომ, პრობ­ლე­მე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლია, ამას­თა­ნა­ვე, არც ახა­ლი კად­რე­ბის შეს­ვ­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბია კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ არც გას­ვ­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს და არც მო­ზიდ­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი გვაქვს ამუ­შა­ვე­ბუ­ლი. ეს პრობ­ლე­მა ყველ­გან დგას, მაგ­რამ უფ­რო მძაფ­რად არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­შია.

თუმ­ცა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ სკო­ლებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­ტა­ნი სწო­რედ ის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც წარ­გ­ზავ­ნი­ლე­ბი არი­ან იქ. საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი, კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბი გახ­დ­ნენ ად­გი­ლებ­ზე, მათ შო­რის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თუ სხვა სი­ახ­ლე­ე­ბის შე­ტა­ნის თვალ­საზ­რი­სით. მათ გარ­კ­ვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი რო­ლი ითა­მა­შეს არა მარ­ტო ენობ­რი­ვად, ზო­გა­დად სას­კო­ლო კულ­ტუ­რის მეტ­ნაკ­ლე­ბად შეც­ვ­ლის თვალ­საზ­რი­სი­თაც. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია უფ­რო მე­ტის მიღ­წე­ვა, ამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მათ უამ­რა­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ აღე­ბუ­ლი და სწო­რედ ეს უამ­რა­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ქმნის პრობ­ლე­მებს იმი­ტომ, რომ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში მა­თი შეს­რუ­ლე­ბა არა­რე­ა­ლის­ტუ­რი ხდე­ბა. სჯობს, უფ­რო რე­ა­ლუ­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მა და­ვუ­სა­ხოთ.

ჩვე­ნი პრო­ექ­ტი სწო­რედ ამა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ქარ­თუ­ლი ენის ამ მას­წავ­ლებ­ლებს და­ე­ვა­ლოთ ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა და იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა არ იცის ქარ­თუ­ლი, მას­თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რონ გაკ­ვე­თი­ლე­ბი. მე­ო­რე მხრივ, ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გოგ­მა უნ­და აიღოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სწავ­ლე­ბას, რა­თა დაწყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლოს ქარ­თუ­ლად სწავ­ლე­ბა. ჩვენ არ მოვ­თხოვთ მათ, რომ მთელ სკო­ლას ან მთელ თემს ას­წავ­ლონ, რაც იმ­თა­ვით­ვე არა­რე­ა­ლის­ტუ­რია, არა­მედ — კონ­კ­რე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შემ­დ­გომ გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ იმ საქ­მეს, რო­მელ­საც ერ­თად და­იწყე­ბენ. ამ თვალ­საზ­რი­სით, ვფიქ­რობ, უფ­რო ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა ამ კად­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და სას­კო­ლო დო­ნე­ზე მე­ტი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში.

პროგ­რა­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა

ბა­კუ­რი­ან­ში გა­მარ­თუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბით პროგ­რა­მა მხო­ლოდ იწყე­ბა, შემ­დ­გომ იქ­ნე­ბა არა მარ­ტო ტრე­ნინ­გე­ბი, არა­მედ მუდ­მი­ვი კონ­სულ­ტი­რე­ბა, ად­გი­ლებ­ზე, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ იმას, რა­საც სას­კო­ლო პრო­ცე­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი უნ­და აკე­თებ­დეს სას­კო­ლო დო­ნე­ზე. შევეც­დე­ბით, ყო­ველ­დღი­უ­რად და­ვეხ­მა­როთ მათ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას.

ივა­რა­უ­დე­ბა პრო­ექ­ტის გაგ­რ­ძე­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ახ­ლა მომ­ზად­და მა­სა­ლა III-IV კლა­სე­ბის­თ­ვის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, იგეგ­მე­ბა V-VI კლა­სე­ბის­თ­ვი­საც, რა­თა შემ­დ­გომ წლებ­ში ჰქონ­დეთ შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო მა­სა­ლა. ასე­ვე, ვფიქ­რობთ, და­ვა­მა­ტოთ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი და მე­ხუ­თე კლა­სი­დან „ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს“ ინ­ტეგ­რი­რე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბაც მოვ­სინ­ჯოთ. რო­გორც სას­კო­ლო დო­ნე­ზე შე­ვუწყობთ ხელს პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას, ასე­ვე, ტრე­ნინ­გე­ბის სა­ხით, და­მა­ტე­ბი­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც მივ­ცემთ.

ენი­სა და საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბა

ჩვე­ნი პრო­ექ­ტი ერ­თ­გ­ვა­რად მოწყ­ვე­ტი­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, პრო­ცეს­ში სა­მი­ნის­ტ­როც ჩარ­თუ­ლი­ყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­ცა იქ თა­მარ ჯა­ყე­ლის მსგავ­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი გვყავს. ამი­ტომ ეს კომ­პო­ნენ­ტი — მას­წავ­ლე­ბელ­თა გზამ­კ­ვ­ლე­ვის შექ­მ­ნა, იმ მა­სა­ლებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რომ­ლე­ბიც ინ­ტეგ­რი­რე­ბას შე­უწყობს ხელს, მას მი­ვან­დეთ. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამუ­შა­ვებ­და სა­კითხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ხო­ლო ამა­ზე მორ­გე­ბულ გზამ­კ­ვ­ლევს აკე­თებ­დ­ნენ სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. ამ ჯგუფს ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და და ტრე­ნინ­გე­ბიც შე­სა­ბა­მის კომ­პო­ნენ­ტ­ში — ენი­სა და საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბა — ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა ჩა­ა­ტა­რა. ტრე­ნინ­გებ­ზე მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და, ასე­ვე, ეს­ტო­ნე­ლი ექ­ს­პერ­ტი — ზო­გა­დად მე­თო­დი­კა­ში, ენი­სა და საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ში. ასე რომ, სა­მი­ნის­ტ­რო აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი, რა­თა არ ყო­ფი­ლი­ყო აღ­ქ­მუ­ლი, რო­გორც ცალ­კე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, არა­მედ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო იმ ხედ­ვებ­თან, რაც სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს აქვს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის რე­ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები