28 აპრილი, კვირა, 2024

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში

spot_img

ნონა ყაველაშვილი
სსიპ  ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

 

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არის ფი­ნან­სუ­რი ცოდ­ნის, ქცე­ვი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ­ე­ლიც ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა, სწო­რად შე­ა­ფა­სოს გა­რე­მო, მის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მი­ი­ღოს გო­ნივ­რუ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­სა და შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის უკეთ დაც­ვა­სა და  პი­რა­დი თუ ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე უნ­და ჩა­ე­ყა­როს, რად­გან ამ დროს უფ­რო მარ­ტი­ვია პი­რა­დი ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვის ჩვე­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და შემ­დ­გომ მი­სი კულ­ტუ­რად ქცე­ვა. გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, ახალ­გაზ­რ­დე­ბის ფი­ნან­სურ გა­ნათ­ლე­ბა­ში დი­დი რო­ლი შე­უძ­ლია ითა­მა­შოს სკო­ლა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა პრო­ექ­ტებ­მა და კომ­პ­ლექ­სურ­მა და­ვა­ლე­ბებ­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერ­თი  შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტრე­ნინ­გი და­ი­გეგ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ, რამაც მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე სის­ტე­მა­ტურად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სა­ინ­ტე­რე­სო მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლი­თაც მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბათ სწო­რი ფი­ნან­სუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც აუცი­ლე­ბე­ლია უკე­თე­სი ფი­ნან­სუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის მო­მა­ვალ­ში.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, გა­სულ, 2022-23, სას­წავ­ლო წელს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ მე-8 კლას­ში. და­ვა­ლე­ბა გათ­ვ­ლი­ლი იყო ერთ თვე­ზე, რად­გან საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­და, მო­ი­ცავ­და კლას­გა­რე­შე არა­ფორ­მა­ლურ სივ­რ­ცე­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე­თა სტა­ჟი­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებ­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ის­წავ­ლეს ბიზ­ნეს­გა­რე­მო, თვი­თონ მო­ირ­გეს მცხო­ბე­ლის, გამ­ყიდ­ვე­ლის რო­ლი და ასე აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა­დას­ხ­ვა პრო­ცესს, რა­მაც მათ­ში დი­დი ინ­ტე­რე­სი და მო­ტი­ვა­ცია აღ­ძ­რა.

სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი, კლა­სი VIII.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი: სა­მიზ­ნე ცნე­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი.

ინი­ცი­ა­ტი­ვა და მე­წარ­მე­ო­ბა: სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი 5,6,7.

ა) პი­რა­დი/სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბის გან­საზღ­ვ­რა ნე­ბის­მი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­ფუძ­ვე­ლია.

ბ) მე­წარ­მეა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო იდეა და მზად არის რის­კი გას­წი­ოს სა­კუ­თა­რი იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

გ) მკა­ფიო მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა, რე­სურ­სე­ბი­სა და მოქ­მე­დე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა და დრო­ში გა­ნა­წი­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

დ) მოქ­მე­დე­ბე­ბის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რა გვეხ­მა­რე­ბა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში.

ე) გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას აუცი­ლე­ბე­ლია ზნე­ობ­რი­ვი და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

ვ) შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაა სა­ჭი­რო.

სა­კითხი: ბიზ­ნეს­გეგ­მა

ქვეც­ნე­ბე­ბი: მე­წარ­მე­ო­ბა

საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვა: რო­გორ ვი­მუ­შაო ბიზ­ნეს­გეგ­მის შექ­მ­ნა­ზე, რომ­ლი­თაც ჩემს იდე­ას ბიზ­ნე­სად ვაქ­ცევ?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა:

წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ერთ-ერ­თ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მო­აცხა­და მცი­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო იდე­ის ავ­ტორს, მცი­რე ბიზ­ნე­სის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, გა­დას­ცემს ფუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბას. მო­ი­ფიქ­რე ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნეს­გეგ­მა და წა­რად­გი­ნე საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ზე მცი­რე ბიზ­ნე­სის და­საწყე­ბად.

ნაშ­რო­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას ხაზ­გას­მით წარ­მო­ად­გი­ნე:

  1. თქვე­ნი ბიზ­ნე­სი­დე­ის სარ­გე­ბე­ლი, გა­მოკ­ვე­თე ადა­მი­ა­ნის რა სა­ჭი­რო­ე­ბა და მოთხოვ­ნი­ლე­ბა უდევს სა­ფუძ­ვ­ლად თქვენს ბიზ­ნე­სი­დე­ას?
  2. ბიზ­ნე­სი­დე­ის მი­ზა­ნი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი;
  3. გა­მოკ­ვე­თე ადა­მი­ა­ნე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი, ვის­თა­ნაც ითა­ნამ­შ­რომ­ლებთ ამ პრო­ცეს­ში;
  4. გა­მოკ­ვე­თე რის­კე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თან ახ­ლ­დეს თქვე­ნი იდე­ის ბიზ­ნე­სად ქცე­ვას.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ეტა­პე­ბი:

აქ­ტი­ვო­ბა 1. სა­ერ­თო/საკ­ლა­სო: დეკ­ლა­რა­ტი­ულ და პი­რო­ბი­სე­ულ ცოდ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

ა) რა მი­ზანს ისა­ხავს ბიზ­ნეს­გეგ­მა?

ბ) რა ეტა­პე­ბი უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ბიზ­ნეს­გეგ­მის შედ­გე­ნი­სას?

გ) რა მიზ­ნით შე­ი­მუ­შა­ვებთ ბიზ­ნეს­გეგ­მას?

დ) რო­გორ და­გეხ­მა­რე­ბათ ბიზ­ნეს­გეგ­მა იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში?

პრო­ცე­დუ­რულ ცოდ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

ა) რო­გორ შევ­ქ­მ­ნათ ბიზ­ნეს­გეგ­მა?

ბ) რა ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­დავ­დ­გათ და რა რე­სურ­სე­ბი დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა ამის­თ­ვის?

გ) რო­გორ გავ­ხა­დო ჩე­მი ბიზ­ნეს­გეგ­მა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი?

დ) რო­გორ გა­მოვ­კ­ვე­თოთ ბიზ­ნეს­გეგ­მის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი?

აქ­ტი­ვო­ბა 2.

ვი­დე­ო­რე­სურ­სე­ბის ნახ­ვა: უხი­ლა­ვი ხე­ლი: მე­წარ­მე­ო­ბა-youTube

ევ­რო­პის სა­მე­წარ­მეო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო (EnfveComp).

მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს უს­ვამს დეკ­ლა­რა­ტი­ულ და პი­რო­ბი­სე­ულ ცოდ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კითხ­ვებს:

ა) რას გუ­ლის­ხ­მობს მე­წარ­მე­ო­ბა?

ბ) ვინ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­წარ­მე?

გ) რა სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს მე­წარ­მემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას?

დ) რა გან­საზღ­ვ­რავს იდე­ის ინო­ვა­ცი­უ­რო­ბას?

ე) რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ე­დოს სა­ფუძ­ვ­ლად თქვენს იდე­ას?

ვ) თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რა­ი­მეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იდეა ხომ არ გაგ­ჩე­ნი­ათ, რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლა თქვენს იდე­ას და­ე­დოს სა­ფუძ­ვ­ლად?

პრო­ცე­დუ­რულ ცოდ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

ა) რო­გორ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ კონ­კ­რე­ტულ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი­დეა?

ბ) რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს თქვე­ნი ბიზ­ნე­სი­დეა სა­ზო­გა­დო­ე­ბას?

აქ­ტი­ვო­ბა 3.

მოს­წავ­ლე­ე­ბი ნა­წილ­დე­ბი­ან 4 ჯგუფ­ში, აკე­თე­ბენ „იდე­ე­ბის ყუთს“ და თა­ვი­ანთ იდე­ებს ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით წარ­მო­ად­გე­ნენ: თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი ასა­ბუ­თებს, რო­გორ ხე­დავს მათ მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბას.

აქ­ტი­ვო­ბა 4.

აწარ­მოე გა­მო­კითხ­ვა სას­კო­ლო გა­რე­მო­ში, ად­გი­ლობ­რივ თემ­ში, ოჯახ­ში.

კითხ­ვა­რი: 
გამოკითხვის თარიღი რესპონდენტის ასაკი

 

სავარაუდო კითხვები დიახ არა
შეგიმოწმებიათ პროდუქტის ფასი ორ სხვადასხვა მაღაზიაში ფულის დაზოგვის მიზნით?
გაქვთ გამორჩეული ობიექტები, რომელსაც სისტემატურად სტუმრობთ მომსახურების მიღების მიზნით?
აკონტროლებთ ყოველდღიურ დანახარჯს?
აკონტროლებთ ყოველდღიურ დანაზოგს?
მნიშვნელოვანია შენთვის  გქონდეს დანაზოგი?

აქ­ტი­ვო­ბა 5.

პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მოს­წავ­ლე­თა ერ­თი ჯგუ­ფი, ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტა­ჟი­რე­ბას გა­დის ად­გი­ლობ­რივ მარ­კეტ­ში, მე­ო­რე ჯგუ­ფი – საცხობ­ში, მე­სა­მე ჯგუ­ფი – სა­პარ­იკ­მა­ხე­რო­ში, მე­ოთხე ჯგუ­ფი – მეღ­ვი­ნე­ო­ბის მა­რან­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბულ დაკ­ვირ­ვე­ბის დღი­ურს ავ­სე­ბენ, თან უშუ­ა­ლოდ ერ­თ­ვე­ბი­ან სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში. ერ­თი კვი­რის შემ­დეგ თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი თა­ვი­სი დაკ­ვირ­ვე­ბის დღი­უ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ას აკე­თებს კლა­სის წი­ნა­შე.

დაკ­ვირ­ვე­ბის დღი­უ­რი: 
  1. რა სარგებელი მოაქვს შენს მიერ შერჩეულ მცირე ბიზნესის ობიექტს საზოგადოებისთვის?
 
2. როგორ დაიბადა ამ ობიექტის ჩამოყალიბების იდეა?  
3. რას მიაქციეს ყურადღება  იდეის ავტორებმა?  
4. რა მნიშვნელობა აქვს ბაზრის შესწავლას (კონკურენტები, ფასები, მომხმარებლები) იდეის წარმატებით განხორციელებისთვის?  
5. თქვენი  დაკვირვების ობიექტი რა საშუალებებს იყენებს   თავისი ბიზნესის პიარისთვის?(მედია, ბროშურები,რეკლამები), შენ პიარის რა მეთოდებს გამოიყენებ?  
6. როგორ გამოიყენებ მიღებულ გამოცდილებას ბიზნეს გეგმის შექმნის პროცესში?  

 

  აქ­ტი­ვო­ბა 6.

მოს­წავ­ლე­ე­ბი  მსჯე­ლო­ბენ, გა­მოკ­ვე­თენ ადა­მი­ა­ნებს, სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებს და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს, რომ­ლებ­თა­ნაც ითა­ნამ­შ­რომ­ლე­ბე­ნი­მის­თ­ვის, რომ მა­თი იდეა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

დეკ­ლა­რა­ტი­ულ და პი­რო­ბი­სე­ულ ცოდ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

♦ რო­გორ უნ­და და­ვა­რე­გის­ტ­რი­რო ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნე­სი­დეა?

♦ რა პი­რო­ბე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი უნ­და და­ვიც­ვა რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში?

♦ რო­გორ უნ­და შე­ვარ­ჩიო სა­ხელ­წო­დე­ბა ჩე­მი ბიზ­ნე­სის­თ­ვის?

♦ რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­წო­დე­ბის შერ­ჩე­ვა ჩე­მი ბიზ­ნე­სის­თ­ვის?

♦ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს თა­ნამ­შ­რობ­ლო­ბას ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის?

პრო­ცე­დუ­რულ ცოდ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

♦ რო­გორ ითა­ნამ­შ­რომ­ლებთ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან, სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებ­თან თუ სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან იმის­თ­ვის, რომ თქვე­ნი იდეა იქ­ცეს რე­ა­ლო­ბად?

აქ­ტი­ვო­ბა 7.

რო­გორ გან­ვ­საზღ­ვ­როთ რის­კე­ბი, რო­მე­ლიც თქვე­ნი იდე­ის ბიზ­ნე­სად ქცე­ვას ახ­ლავს თან?

რე­სურ­სე­ბი: მეწარმეობის სწავლება და ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩო (EntreComp) | mastsavlebeli.ge

♦ ოს­წავ­ლე­ე­ბი, პე­და­გოგ­თან ერ­თად, შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ იმ რის­კებს, რაც თან ახ­ლავს მა­თი­ვე იდე­ის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვას.

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მოკ­ვე­თენ ყვე­ლა იმ სა­ჭი­რო დე­ტალ­სა თუ ნი­უ­ანსს, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბათ მო­ნი­ტო­რინ­გი გა­უ­წი­ონ სა­კუ­თა­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნონ პრობ­ლე­მე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბა 8. წე­რი­თი და­ვა­ლე­ბის „რაფთ“ სა­შუ­ა­ლე­ბით წარ­მო­ად­გი­ნეთ თქვე­ნი ბიზ­ნეს­გეგ­მა.

წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა „რაფთ“ 

როლი მოსწავლე
აუდიტორია არასამთავრობო  ორგანიზაცია
ფორმა პრეზენტაცია
თემა ბიზნესგეგმა

 პრე­ზენ­ტა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის ფორ­მა: 

კრიტერიუმები დამწყები განვითარებადი კვალიფიციური ექსპერტი
შინაარსის შესაბამისობა საპრეზენტაციო თემასთან პრეზენტაციის შინაარსი არ შეესაბამება თემას პრეზენტაციის შინაარსი ნაწილობრივ შეესაბამება თემას პრეზენტაციის შინაარსი მეტწილად შეესაბამება თემას პრეზენტაციის შინაარსი სრულად შეესაბამება თემას.
საკითხის ცოდნა/გააზრება მოსწავლის მიერ გადმოცემული ინფორმაცია ბუნდოვანია, მოსაზრებები არ არის გამყარებული ფაქტებით.

მოსწავლეს უჭირს სათქმელის საკუთარი სიტყვებით გადმოცემადა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

 

მოსწავლის მიერ გადმოცემული ინფორმაცია ნაწილობრივ გასაგებია, ზოგიერთი მოსაზრება გამყარებულია ფაქტებით.

მოსწავლე ახერხებს სათქმელის ნაწილის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას და ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემას.

მოსწავლის მიერ გადმოცემული ინფორმაცია უმეტესწილად გასაგებია.

მოსაზრებების უმეტესობა გამყარებულია ფაქტებით.

მოსწავლე ახერხებს სათქმელის ძირითადი ნაწილის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას და დასმული კითხვების უმეტესობაზე პასუხის გაცემას.

მოსწავლის მიერ გადმოცემული ინფორმაცია სრულიად გასაგებია, ყველა მოსაზრება გამყარებულია ფაქტებით.

მოსწავლე კარგად ახერხებს სათქმელის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას და სწორად პასუხობს ყველა დასმულ კითხვას.

ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის წარმოდგენილ ინფორმაციაში არ არის გამოკვეთილი შესავალი ან დასკვნითი ნაწილი, არ ჩანს ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის. წარმოდგენილ ინფორმაციაში ნაწილობრივ გამოკვეთილია შესავალი ან დასკვნითი ნაწილი. ნაწილობრივ ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის. წარმოდგენილ ინფორმაციაში გამოკვეთილია  შესავალი და დასკვნითი ნაწილი, ძირითადად ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის წარმოდგენილ ინფორმაციაში მკაფიოდ გამოკვეთილია შესავალი და/ან დასკვნითი ნაწილი. სრულად ლოგიკური კავშირია საკითხებს შორის.
კონტაქტი აუდიტორიასთან და საუბრის მანერა მოსწავლე კითხულობს მთლიან ტექსტს სლაიდებიდან და არ ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან. მოსწავლე ხშირად კითხულობს ტექსტს სლაიდებიდან და ზოგჯერ ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან. მოსწავლე იშვიათად კითხულობს ტექსტს სლაიდებიდან და უმეტესწილად ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან. მოსწავლე მხოლოდ თვალს ავლებს ტექსტს სლაიდებიდან და მუდმივად ამყარებს თვალით კონტაქსტს აუდიტორიასთან.

ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა 

რიტერიუმები დაბალი საშუალო კარგი საუკეთესო
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა ჯგუფმა სამუშაო მიზანი მაღალ დონეზე გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება სამუშაო არ იყო ორგანიზებული სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული სამუშაო ორგანიზებული იყო სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები თანაბრად იყო განაწილებული
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი არ გააჩნიათ მოსმენის და აზრთა გაზიარების უნარი ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი გააჩნიათ საუკეთესოდ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი ვერ იცავენ დროის ლიმიტს უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ არ იყო თანამშრომლობა მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა ჯგუფში ზოგჯერ იძაბებოდა ურთიერთობა ჯგუფში თითქმის ყველა აქტიურობდა მათ შორის იყო პოზიტიური ურთიერთობა ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური მათ შორის იყო დადებითი და ძალიან პოზიტიური ურთიერთობა

ჯგუ­ფის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის თვით­შე­ფა­სე­ბის სქე­მა 

იყავი თუ არა მზად ჯგუფში მუშობისთვის?
რამდენად დროულად და კარგად შეასრულე შენზე დაკისრებული მოვალეობა?
რა გააკეთე ან რა თქვი ისეთი,რაც შენს ჯგუფს დაეხმარა სამუშაოს შესრულებაში? 
რას გააკეთებდი შემდეგ ჯერზე ჯგუფის უფრო ეფექტური მუშაობისთვის?
ხარ თუ არა კმაყოფილი?

რა ისწავლე ჯგუფის წევრებისგან?

რას გრძნობ სამუშაოს დასრულების შემდეგ?

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. სა­გა­ნი – მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა (გზამ­კ­ვ­ლე­ვი), მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, 2022 წე­ლი;
  2. ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა სკო­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი;
  3. სკო­ლებ­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, სკო­ლა-ბან­კის მა­გა­ლი­თი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი;
  4. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები