23 ნოემბერი, შაბათი, 2024

სული ობოლო

spot_img
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!

საბრალოა მხოლოდ სული ობოლი,

ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

ნურავინ  იტყვის ობლობის ვაებას, ნურავინ  ჩივის ახლობლის გარეშე ყოფნას. საბრალოა მხოლოდ დაობლებული სული, რომელიც დაკარგულ თავისი თანატოლს ვეღარ პოულობს.
მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,

ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;

მაგრამ ერთხელ დაობლებული სული

მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

მეგობრებს, ნათესავებს მოკლებული ადამიანის გული სწრაფად მოძებნის სანაცვლოს, მაგრამ დაობლებული სული მუდამ უნუგეშობას ითმენს.
არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;

ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,

ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,

ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

დაობლებულ სულს აღარ აქვს ნდობა წუთისოფლისა. ეშინია, აღარ იცის, ვის გაუმხილოს გრძნობები, ფიქრობს, ენდოს თუ არა კიდევ ვინმეს.
ძნელი არის მარტოობა სულისა:

მას ელტვიან სიამენი სოფლისა,

მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

ოხვრა არის შვება უბედურისა!

ძნელი არის ადამიანის სულიერი მარტოობა,  მას გაურბის წუთისოფლის სიამე, მარადიულად ახსოვს თანატოლის დაკარგვა და შვება მისთვის მხოლოდ ოხვრაა.

 

ანასტასია ღლონტი აკეთის საჯარო სკოლა XI კლასის მოსწავლე

თეკლა მორჩილაძე აკეთის საჯარო სკოლა XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები