26 აპრილი, პარასკევი, 2024

EMIS-ის როლი გამოწვევების პირისპირ აღმოჩენილ საგანმანათლებლო სისტემაში

spot_img
2020 წელს, პანდემიით შექმნილმა რთულმა ვითარებამ, ქვეყანაში, თითქმის ყველა სფეროზე იქონია გავლენა და ეს გავლენა, სამწუხაროდ, არის ნეგატიური. ბუნებრივია, გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდა საგანმანათლებლო სისტემაც, მეტიც, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულად რთულ მდგომარეობაში – ყველა საფეხურის განათლება, რადგან, სასწრაფო რეჟიმში, სრულიად ახალ რელსებზე გადაეწყო. ონლაინ სწავლება ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის, და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ნომერ პირველ გამოწვევად იქცა, ცხადია, ჯანდაცვის სფეროს შემდეგ.
დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესში განსაკუთრებული როლი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაეკისრა, რომელმაც, მიუხედავად სირთულეებისა, გარემოსთან სწრაფი ადაპტირება და უამრავი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოახერხა. მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი გაზეთი და ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა ყველა მნიშვნელოვან პროექტს, თუმცა, წლის ბოლოს, ერთგვარი შეჯამების სახით, გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომელიც ემისმა 2020 წელს განახორციელა. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აცხადებენ, აქ ჩამოთვლილი პროექტების გარდა, კიდევ უამრავი პროექტი განახორციელა, რაც ჩვენი თანამშრომლების ყოველდღიური შრომის შედეგია.

?✅ საგანმანათლებლო დაწესებულებების უზრუნველყოფა Microsoft 365-ის პროგრამებით (Teams, Office 365 და სხვა), მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც ჩართულია და ყოველდღიურად სარგებლობს 528 325 მოსწავლე და 52 124 მასწავლებელი;

?✅ ელექტრონული ჟურნალის პროექტის განახლება, დახვეწა და ყველა საჯარო სკოლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

?✅ ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ანგარიშების სამართავად ისეთი პლატფორმების შექმნა, როგორიცაა: online.emis.ge და reset.emis.ge;

?✅ ძველი პლატფორმების განახლება, გაძლიერება და საკვანძო მნიშვნელობის ინფორმაციის განთავსება (მათ შორისაა: ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (eSchool და El.ge);

?✅ ონლაინ სწავლებისთვის საჭირო პროგრამების სინქრონიზაცია და ერთმანეთთან დაკავშირება (მაგალითად eSchool და Teams);

?✅ ასობით ვებინარი და საინფორმაციო შეხვედრა პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან როგორც კიბერუსაფრთხოების, ისე დისტანციური სწავლების მიმართულებით;

?✅ ვებინარების პროექტის წამოწყება აბიტურიენტთათვის, ძირითადად, საგნებში მოსამზადებლად როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ჯამში, ჩატარდა 400-მდე ვებინარი, რომელიც განთავსდა პლატფორმაზე EL.GE;

?✅ პორტალ EL.GE-ზე, 35 პარტნიორი ორგანიზაციის მიერ, ატვირთულია 23 500 საგანმანათლებლო რესურსი. ხოლო ერთი თვის მონაცემებით, 90 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს პორტალს;

?✅ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის დისტანციურად წარმართვა, შესაბამისი პირობების დაცვით;

?✅ მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანგარიშგების სისტემის, QlickSense-ის დანერგვა;

?✅ გეოსაინფორმაციო სისტემის (GIS) შემუშავება, რომელიც სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტის სივრცითი მოდელირების საშუალებას იძლევა;

?✅ პროფესიული განათლების მართვის მრავალფუნქციური საინფორმაციო სისტემის (e-vet) დანერგვა;

?✅ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალ მოდელთან შესაბამისად, განახლებული სარეგისტრაციო სისტემა vet.emis.ge;

?✅ Dell EMC VxRail სერვერული სისტემის დანერგვა ორივე დატაცენტრში, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეზარდა როგორც გამოთვლითი რესურსი, ისე მონაცემთა შესანახი სივრცე;

?✅ სოციალური დაფინანსების აპლიკაციის – socreg.mes.gov.ge-ის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც, სტუდენტები, სოციალური დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, განაცხადს შეავსებენ;

?✅ ციფრული არქივის ჩამოყალიბება, სადაც აკუმულირდება საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების შესახებ არსებული ინფორმაცია;

?✅ ID ბარათის საშუალებით ხელმოწერის ახალი სერვერის შექმნა;

?✅ პერსონალური მონაცემების მასიური გადამოწმების სერვისის შექმნა სამოქალაქო რეესტრთან ერთად;

?✅ სოცდაზღვევის ბენეფიციარების მონაცემების სერვისის ჩამოყალიბება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის;

?✅ მომზადება/გადამზადების პროგრამების შესაქმნელი პლატფორმის – Tvet.emis.ge-ს შემუშავება;

?✅ პლატფორმა unigrants.emis.ge-ს შექმნა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა მიერ მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსების ადმინისტრირების პროცესის ავტომატიზაციის მიზნით;

?✅ ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა-კითხვარის ელექტრონული პლატფორმის შექმნა;

?✅ განათლების ყველა დონის დაფინანსებისათვის საჭირო მონაცემების წარმოება და სამინისტროსათვის მიწოდება;

?✅ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ელექტრონული ასლის გაცემა;

?✅ პირველკლასელთა ოთხეტაპიანი რეგისტრაცია;

?✅ სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების სერტიფიკატების ბეჭდვა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადაცემის მიზნით;

?✅ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ინფორმაციული მენეჯმენტის უზრუნველყოფა;

?✅ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შესახებ, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი გამართული მოდულის ჩაშენება;

?✅ ექსტერნატის გამოცდების ცენტრალიზებული ელექტრონული ფორმით ჩატარება;

?✅ QMS-ის სისტემის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ყოველწლიური თვითშეფასების ავტომატიზაციის პროცესის, საჭირო მონაცემების მიწოდების სერვისების, დოკუმენტბრუნვის, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების ინფორმირების ავტომატიზაციის პროცესების შემუშავება;

?✅ ამავე სისტემის ფარგლებში, შემუშავდა მონიტორინგის პროცესის ავტომატიზირება თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ახალი ვერსიის შექმნის პროცესი;

?✅ unigrants.emis.ge-ის ფარგლებში, დაინერგა სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელშიც, გაანგარიშების ალგორითმის გამოყენებით, განთავსდა სწავლების პირველ საფეხურზე სტუდენტთა დაფინანსების ზუსტი ისტორია. სტუდენტთა სახელმწიფო დაფინანსების ადმინისტრირების პროცესის ავტომატიზაციის მიზნით, შეიქმნა და დაინერგა სპეციალური ელექტრონული პროგრამის შესაბამისი მოდული, რისი საშუალებითაც სამინისტროს მიეწოდა მაქსიმალური სიზუსტით გაანგარიშებული თანხები.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები