4 მაისი, შაბათი, 2024

2023 წლის პო­პუ­ლა­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი

spot_img

წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გა­მო­საც­დელ­თა რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა – 45 000-ზე მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და. გა­მოც­დე­ბი 3 ივ­ლისს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით და­იწყო და 26 ივ­ლისს ფი­ზი­კის გა­მოც­დით დას­რულ­და. სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა 34 800-ზე მეტ­მა გა­მო­საც­დელ­მა მო­ი­პო­ვა, რაც რე­გის­ტ­რი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა 77%-ს შე­ად­გენს.

2023 წელს 12 000-ზე მე­ტი გა­მო­საც­დე­ლი და­ფი­ნან­ს­და. 6 540-ზე მეტ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი მო­ი­პო­ვა, აქე­დან: 100%-იანი – 1 000-ზე მეტ­მა აპ­ლი­კან­ტ­მა, 70%-იანი – 1 450-ზე მეტ­მა, 50%-იანი გრან­ტი კი – 4 080-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა. სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე 5 500-ზე მე­ტი გა­მო­საც­დე­ლი ჩა­ი­რიცხა, ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლას 1 550-მდე აპ­ლი­კან­ტი გა­აგ­რ­ძე­ლებს.

რო­გო­რი იყო პროგ­რა­მე­ბის არ­ჩე­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა უფ­რო მოთხოვ­ნა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი წლე­ვან­დელ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შო­რის. 10 უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გა­ლით­ზე, წარ­მო­გიდ­გენთ ძი­რი­თად მო­ნა­ცე­მებს.

პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, პირ­ველ სა­მე­ულ­ში, ლი­დე­რო­ბენ „ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა“ (10 უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან 6-ში პირ­ველ ად­გილ­ზეა – ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­ნ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, აკ. წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ) და „სა­მარ­თა­ლი“ (10-იდან 4-ში – სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ალ­ტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი – სეუ); შემ­დეგ მო­დის „სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ო­რე­დან მე­ხუ­თე ად­გი­ლე­ბის შუ­ა­ლედ­ში მო­ნაც­ვ­ლე­ობს (თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი,  აკ. წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი – მე-2 ად­გი­ლი; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი – მე-3; სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ალ­ტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი – მე-4; ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი – მე-5).

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სულ უფ­რო მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ირ­ჩევს „ფსი­ქო­ლო­გი­ის“ მი­მარ­თუ­ლე­ბას (10-იდან ორ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში –  ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი – მე-2 ად­გილ­ზეა პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, ოთხ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი – სეუ, ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ალ­ტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი – მე-3 ად­გილ­ზე); ასე­ვე ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ სულ უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა „ის­ტო­რი­ის“ მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არა­ერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლე­ბის ათე­ულ­ში შე­დის.

კვლავ ინარ­ჩუ­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბას „სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი“, „კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა“ და „ინ­ფორ­მა­ტი­კა“, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც გა­სულ წლებ­ში ეკა­ვათ, ცო­ტა ქვე­ვით გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს – მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში უფ­რო და­ბალ ად­გი­ლებ­ზე (მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში „ინ­ფორ­მა­ტი­კა“ მე-9 ად­გილ­საც კი იკა­ვებს).

პო­პუ­ლა­რუ­ლია, ასე­ვე, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი – „ტუ­რიზ­მი“ და „ტუ­რიზ­მის და მას­პინ­ძ­ლო­ბის მე­ნეჯ­მენ­ტი“. სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ოთხე-მე­ექ­ვ­სე ად­გი­ლებ­ზე მო­ნაც­ვ­ლე­ობს (მა­გა­ლი­თად, მე-4 ად­გილ­ზეა „ტუ­რიზ­მი“ ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მე-6 ად­გილ­ზე – სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში).

შე­იმ­ჩ­ნე­ვა ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ტენ­დენ­ცია — რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მე­ბის პირ­ველ ათე­ულ­ში შე­დის ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა (აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან­თათ­ვის), ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში — სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი — მე-2 ად­გილ­საც კი იკა­ვებს, რაც უდა­ვოდ და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები