24 ნოემბერი, კვირა, 2024

1545-ე სტროფის ანალიტიკური კომენტარი

spot_img

„ვეფხისტყაოსანში“ ქალის ღვთებრივი სილამაზის აღქმა, მეტაფორული გააზრება, ეპითეტებით შემკობა და გადმოცემა ხშირად გვხდება, ამის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მეფე როსტევანის ნათქვამი ნესტან-დარეჯანის შესახებ. ზოგადად, მეფე როსტევანი გამორჩეულია პერსონაჟია თავისი მასშტაბურობით. მისი, როგორც მეორეხარისხოვანი გმირის, სახე არა მარტო პირდაპირი მინიშნებებით, არამედ ირიბითაც ძალიან საინტერესოა.  დავაკვირდეთ 1545-ე სტროფს:

„ეტყვის: „მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!

შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,

მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,

თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო“.

მეფე როსტევანი ამ სიტყვებს ნესტან-დარეჯანს უძღვნის. ვხედავთ, რომ  არაბეთის მეფე სათქმელის კარგად მთქმელი, გონიერი და ჰუმანისტია.

ამ სტროფის სამი სტრიქონი ეძღვნება ნესტან-დარეჯანის ქებას, ადარებს მოწმენდილ ცას, მზეს და მთვარეს, ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილად თვლის, ხოლო უკვე მეოთხე სტრიქონში როსტევანი მიმართავს ვარდებს და იებს, რომ მათი ცქერა აღარ უნდა, როცა ასეთ ლამაზ ქალს ხედავს. მხატვრული მიმართვა ყვავილებისადმი ნათლად წარმოაჩენს როსტევანის ესთეტურ ბუნებასაც. ამ სტროფის უკანასკნელი სტრიქონი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შოთა რუსთაველი მხატვრული სიტყვის დიდოსტატია.

მარიამ გრიგალაშვილი თბილისის 186- საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები