26 აპრილი, პარასკევი, 2024

„ხე­ლოვ­ნე­ბაა თა­ვად უკ­ვ­და­ვე­ბა“

spot_img

პო­ე­ზი­ის ელი­ტა­რუ­ლი სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად, ბევ­რი მის არ­სე­ბო­ბას ივიწყებს კი­დეც. რა­საც ნამ­დ­ვი­ლად ვერ იტყ­ვით, ყო­ვე­ლი­ვე ქარ­თუ­ლის მოფ­რ­თხი­ლე­ბა-მო­სა­თუ­თე­ბით ცნო­ბილ, ჭეშ­მა­რიტ ქარ­თ­ველ ქალ­ბა­ტონ­ზე, გულ­ნა­რა კვი­ცი­ან­ზე. ქალ­ბა­ტო­ნი გულ­ნა­რა სკო­ლა „თა­მა­რი­ონს“ უდ­გას სა­თა­ვე­ში. მან კარ­გად იცის, რომ ენა არის ცოცხა­ლი და ეს, ყვე­ლა­ზე ნათ­ლად, პო­ე­ზი­ით შე­იგ­რ­ძ­ნო­ბა. სწო­რედ მი­სი თა­ოს­ნო­ბით ჩა­ტარ­და სკო­ლა­ში ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი უჩ­ვე­უ­ლო სა­ღა­მო. ღო­ნის­ძი­ე­ბის მოწყო­ბა­ში მთე­ლი სუ­ლი ჩა­აქ­სო­ვა სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რამ (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ნი­ნო გან­დე­ლი­ძე). ვნა­ხოთ, რო­გორ იხ­სე­ნე­ბენ სა­ღა­მოს კა­თედ­რის წევ­რე­ბი:

√ 27 აპ­რილს სკო­ლა „თა­მა­რი­ონ­ში“ ჩა­ტარ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო „ხე­ლოვ­ნე­ბაა თა­ვად უკ­ვ­და­ვე­ბა“. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, სკო­ლის კედ­ლებს მო­ფა­რე­ბუ­ლებ­მა, შევ­ძე­ლით თა­ვი მიგ­ვე­ცა ლა­მა­ზი ფიქ­რე­ბის­თ­ვის, დავ­მ­ტ­კ­ბა­რი­ყა­ვით ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბით, მოგ­ვეს­მი­ნა პო­ე­ზი­ი­სა თუ მუ­სი­კის ულა­მა­ზე­სი ჰან­გე­ბი… და ვინ გაგ­ვი­ლა­მა­ზა ჩვე­ნი სა­ღა­მო, თუ არა ისევ ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გებ­მა, რომ­ლე­ბიც მარ­თ­ლა იმ­სა­ხუ­რებ­დ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას. „თა­მა­რი­ო­ნის“ პე­და­გო­გე­ბი: ქე­თე­ვან დი­დიშ­ვი­ლი, ფიქ­რია ტა­ბა­ტა­ძე და ნა­ტა­ლი აბ­რა­მიშ­ვი­ლი იყ­ვ­ნენ ჩვე­ნი სა­ღა­მოს ,,სტუმ­რე­ბი“. ისი­ნი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ამ­პ­ლუ­ა­ში წარ­დ­გ­ნენ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე – ქე­თა თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი პო­ე­ზი­ით, ფიქ­რია თა­ვი­სი მხატ­ვ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით, ნა­ტა­ლი კი თა­ვი­სი ლა­მა­ზი ჰან­გე­ბით… სა­მი უსა­თუ­თე­სი სუ­ლი­სა და სა­ო­ცა­რი გუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც და­ჯილ­დო­ე­ბულ­ნი არი­ან უფ­ლის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭით, „რო­მე­ლიც ეძ­ლე­ვა კაც­თა ღვთით რჩე­ულ­თა. ამ მადლს, ამ ტვირთს, დი­დი ძალ-ღო­ნე უნ­და სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა“.

√ სა­ღა­მო მრა­ფალ­ფე­რო­ვა­ნი და ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მო­ვი­და. სა­ღა­მოს „სტუმ­რებ­თან“ ბლიც-ინ­ტერ­ვი­უ­ებს მა­თი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი ენაც­ვ­ლე­ბო­და, კად­რებს სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვე­ბი ცვლი­და, კითხ­ვებს კი მო­უ­ლოდ­ნე­ლი თუ მო­სა­ლოდ­ნე­ლი პა­სუ­ხე­ბი მოს­დევ­და… მუ­სი­კა და ლექ­სე­ბი… ლექ­სე­ბი… ქე­თას პო­ე­ზი­ას ხარ­ბად და­წა­ფე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი, ჩვე­ნი სა­ღა­მოს მო­ნა­წი­ლე­ნი – ხა­თუ­ნა კა­შია, შო­რე­ნა გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი, ნა­ტო ცერ­ც­ვა­ძე, ნი­ნო გან­დე­ლი­ძე, ზა­ი­რა კე­რე­სე­ლი­ძე და თა­მუ­ნა თუ­თაშ­ვი­ლი –  ვაც­ნობ­დით მსმე­ნელს პო­ე­ტის ტკი­ვილს, სი­ხა­რულს… ვცდი­ლობ­დით, მთე­ლი სი­ზუს­ტით გად­მოგ­ვე­ცა მი­სი გან­ც­დე­ბი…

„ფრინ­ველს გავ­ხა­რო, —

რას გა­უ­გებ ამ ას­ტ­რო­ლო­გებს,

ჩი­ტებს კი არა, მე ხე­ებს ვგა­ვარ,

მე­რე რა, თუ კი თვა­ლი

სულ ერ­თ­თა­ვად ცის­კენ გა­მირ­ბის

და გა­ზაფხულ­ზე ჭრე­ლა-ჭრუ­ლას

ვის­ხამ ყვა­ვი­ლებს,

არ და­ი­ჯე­რო ჩე­მი სი­ლა­მა­ზე,

მი­თია.“

         

ნა­ტა­ლის დრო­უ­ლად ჩარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი სულს გვით­ბობ­და, გან­წყო­ბას გვი­მაღ­ლებ­და… სი­ა­მოვ­ნე­ბით ვის­მენ­დით ფიქ­რი­ას სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ბარს თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე… ქე­თას ლა­მა­ზი სიტყ­ვე­ბით და­ვას­რუ­ლეთ სა­ღა­მო და უფალს შევ­თხო­ვეთ:

„ეს გზა მა­თია…

ჰო­და, უფა­ლო, ნუ შე­ა­ჩე­რებ!“

ასე და­ვუ­ლო­ცეთ სა­ვა­ლი გზე­ბი ჩვენს საყ­ვა­რელ მე­გობ­რებს.

ქე­თას, ნა­ტა­ლი­სა და ფიქ­რი­ას მად­ლი­ე­რე­ბით აღ­სავ­სე თვა­ლე­ბი უთ­ქ­მე­ლა­დაც ყვე­ლა­ფერს ამ­ბობ­და… მი­ზა­ნიც ეს იყო!

ქარ­თუ­ლი ენი­სა და­ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები