3 მაისი, პარასკევი, 2024

ცი­ხე-ტა­ძარ­თა სა­გა­ლო­ბე­ლი

spot_img

გუ­რამ დევ­და­რი­ა­ნის სა­ავ­ტო­რო ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლა (დი­რექ­ტო­რი — გულ­ნა­რა დევ­და­რი­ა­ნი) არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მეც­ნე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ავ­ტო­რია. სკო­ლის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი და მოთხოვ­ნა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სწავ­ლე­ბის ერთ-ერთ ფორ­მას – პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, რო­მელ­თა მომ­ზა­დე­ბა მოს­წავ­ლეს შე­ძე­ნი­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას აჩ­ვევს. ამ ყვე­ლა­ფერს კი, სკო­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბი უდ­გა­ნან სა­თა­ვე­ში.

ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი მზია ტყე­მა­ლა­ძე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით თით­ქოს ეხ­მი­ა­ნე­ბა შო­თა ნიშ­ნი­ა­ნი­ძის ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სიტყ­ვებს: „აყ­მუვ­ლ­დე­ბი­ან შე­ნი დაზ­რ­დილ­ნი, რო­გორც ალ­გეთ­ზე ლეკ­ვ­ნი მგლი­სა­ნი!..“ იგი მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა თუ ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რად გვევ­ლი­ნე­ბა.

„ცი­ხე-ტა­ძარ­თა სა­გა­ლო­ბე­ლი“ – ასე ერ­ქ­ვა ქალ­ბა­ტო­ნი მზი­ას მი­ერ, სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­გის, სვეტ­ლა­ნა კონ­ჯა­რი­ას თა­ნად­გო­მით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექტს, რო­მელ­ზეც X-XI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა იმუ­შა­ვეს, რაც გუ­ლის­ხ­მობ­და ტაო-კლარ­ჯე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რე­ბის გაც­ნო­ბას. ამ ყვე­ლა­ფერს წინ უს­წ­რებ­და მოს­წავ­ლე­თა ვი­ზი­ტი ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, სა­დაც ტაძ­რებ­ზე შეს­რუ­ლე­ბულ ხელ­ნა­წე­რებს გა­ეც­ნენ.

პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ის დღე არა­სო­დეს და­ა­ვიწყ­დე­ბათ მოს­წავ­ლე­ებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სკო­ლის სტუმ­რებს. სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბამ სა­ოც­რად ლა­მაზ, ამავ­დ­რო­უ­ლად, სევ­დი­ან და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად დატ­ვირ­თულ სამ­ყა­რო­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძირ­ძ­ველ კუთხე­ში, ტაო-კლარ­ჯეთ­ში გვა­მოგ­ზა­უ­რა.

დარ­ბაზ­ში თით­ქოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლი დი­დე­ბის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებ­და… გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი­სა და უცხო მი­წა­ზე მოღ­ვა­წე წმინ­დან­თა ლოც­ვა-მადლს შე­იგ­რ­ძ­ნობ­და ყვე­ლა.

სცე­ნა­ზე ერ­თ­მა­ნეთს ენაც­ვ­ლე­ბოდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი: ელე­ნე ბე­რი­ძე, ნა­თია იან­ვა­რაშ­ვი­ლი, და­ვით ლე­სე­ლი­ძე, ნი­კო­ლიზ მეტ­რე­ვე­ლი, ელე­ნე მი­რუ­აშ­ვი­ლი, მა­რი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ლუ­კა ივე­ლაშ­ვი­ლი, მა­რი­ამ მუ­სე­ლი­ა­ნი, სა­ბა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, რომ­ლებ­მაც ხან­ძ­თის, შატ­ბერ­დის, ოშ­კის, მე­რეს, ოპი­ზას, იშ­ხა­ნის, ბა­ნას ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­ში გვა­მოგ­ზა­უ­რეს და ამ ტაძ­რებ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლი, წარ­წე­რე­ბი­სა და ხელ­ნა­წე­რე­ბის, ხუ­როთ­მოძღ­ვ­რუ­ლი სტი­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რ­ნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად, სცე­ნა­ზე, სლა­ი­დე­ბის სა­ხით, თი­თო­ე­უ­ლი მო­ნას­ტ­რის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა გა­დი­ო­და, ფო­ნად კი ქართული სა­გა­ლობ­ლე­ბი მიჰ­ყ­ვე­ბო­და.

დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდ­ხანს გაჰ­ყ­ვე­ბა ამ დღეს მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვარ­წ­მუ­ნეს ბავ­შ­ვებ­მა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას კვლავ ეზ­რ­დე­ბა მა­მულ­ზე, ენა­სა და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თა­ო­ბა.

მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, და­მო­კი­დე­ბუ­ლია სკო­ლის ადა­მი­ა­ნურ, მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურ­სებ­სა და სწორ სტრა­ტე­გი­ა­ზე, რაც ჩვენს სკო­ლა­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ლია კბი­ლაშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები