ნიკოლოზ ბარათაშვილის ეს ცნობილი ლექსი, ისევე, როგორც არაერთი პოეტური ქმნილება, ბუნებრივია, არ დაწერილა იმისთვის, რომ პროზად ვაქციოთ. ავტორმა თავის დროზე აარჩია გამოხატვის ლირიკული ჟანრი და პოეტური ფორმა, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი ლექსიკური ერთეულები, სინტაქსური წყობა არ იყოს შემაფერხებელი ნაწარმოების გაგება-გააზრების საკითხში. ამის გამო გადავწყვიტეთ მე და ჩემმა თანატოლებმა, პარაფრაზირებისთვის მიგვემართა. ვფიქრობთ, ამით ბევრ თანატოლს დავეხმარებით.
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხლი
თვალებში მშვენიერს
ფიქრი მე სანატრი შევერთო ლურჯსა ფერს.
მოვკვდები – ვერ ვნახავ
სამარეს ჩემსა როს
|
ცის ფერს, ლურჯ ფერს, პირველად შექმნილ, არაამქვეყნიურ ფერს, სიყრმიდან ვეტრფოდი.
ახლაც, როდესაც სისხლი მაქვს გაციებული, ვფიცავ, რომ არასოდეს ვეტრფიალები სხვა ფერს.
ვეტრფი ცისფერ თვალებს. მათში კრთის ზეციდან გადმოსული სიამე.
სანატრელი ფიქრი ცისკენ მიწვევს, რათა მისი მშვენიერებით მოხიბლული, ლურჯ ფერს შევერთო (იგულისხმება გარდაცვალება და შემდგომ სამოთხეში სამუდამო ყოფნა).
მოვკვდები, მშობლიურ ცრემლს ვერ ვნახავ. მის მაგიერ, ლურჯი ცა დამაფრქვევს ციურ ცვარს.
როდესაც ჩემს სამარეს ნისლი მოიცავს, ისიც შესწიროს სხივთა ციაგმა ლურჯ ცას.
|
სესილი ერაგია – ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე