21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ჩე­მი წარ­მა­ტე­ბა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბაა

spot_img

მა­კა ან­თა­ძე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განძის №1 საჯარო სკოლის  „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის“  კონ­სულ­ტანტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

2003 წლის სექ­ტემ­ბე­რი… ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩერ­და სოფ­ლის გა­ნა­პი­რას. მხო­ლოდ მე ჩა­მო­ვე­დი ავ­ტო­ბუ­სი­დან. საკ­მა­ოდ ცი­ვი ქა­რი ქრო­და: ხმა­უ­რი­ა­ნი და უც­ნა­უ­რი. თით­ქოს ვი­ნა­ნე ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მოს­ვ­ლა… თით­ქოს უცხო სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი… მაგ­რამ სწო­რედ ეს იყო და­საწყი­სი იმ დი­დი საქ­მი­სა, რო­მელ­საც მე და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი წლე­ბია ვემ­სა­ხუ­რე­ბით სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის მიზ­ნით.

და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გან­ძის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლად. მკაც­რი კლი­მა­ტის გა­მო სო­ფე­ლი თვე­ო­ბით მოწყ­ვე­ტი­ლი იყო ცენტრს. წას­ვ­ლა-წა­მოს­ვ­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო. მგზავ­რე­ბი დავ­დი­ო­დით მძი­მე ტექ­ნი­კით, ზოგ­ჯერ კი­ლო­მეტ­რე­ბი ფე­ხით გვივ­ლია ქარ­ბუ­ქის გა­მო. იყო სი­ცი­ვე, ყინ­ვა… ში­ში იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა ხვალ გა­ყი­ნუ­ლი გი­პო­ვოს ვინ­მემ ნა­ქი­რა­ვებ, ცივ ბი­ნა­ში… თუმ­ცა არას­დ­როს არ დავ­ნე­ბე­ბულ­ვარ. სკო­ლა­ში ბავ­შ­ვე­ბი მე­ლო­დე­ბოდ­ნენ ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით. ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­უ­ხე­და­ვად პრობ­ლე­მე­ბი­სა, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ზე­გავ­ლე­ნი­სა და, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბი­სა, შე­იყ­ვა­რეს ქარ­თუ­ლი ენა.

2009 წელს, პრო­ექ­ტის „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ ფარ­გ­ლებ­ში, გა­მოცხად­და კონ­კურ­სი. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე და მოვ­ხ­ვ­დი ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ექ­ტ­ში, რო­მელ­საც შემ­დეგ და­ერ­ქ­ვა „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“, ახ­ლა კი ჰქვია „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა“. პრო­ექ­ტი სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის­თ­ვის. მის ფარ­გ­ლებ­ში, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ რო­გორც მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და თე­მის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ,სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვა­ტა­რებთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით. ტარ­დე­ბა იმ­გ­ვა­რი კომ­პ­ლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბარ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და ასე­ვე, ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ენობ­რი­ვი და კულ­ტუ­რუ­ლი თვით­მ­ყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი და გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ქარ­თუ­ლი ენი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბე­ბი. კლუ­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­ვი­პო­ვეთ გრან­ტი, ვი­ყი­დეთ სა­ჭი­რო ტექ­ნი­კა, ასე­ვე, დაგ­ვა­სა­ჩუქ­რეს ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რით. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ბევ­რი ექ­ს­კურ­სია დავ­გეგ­მე. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი არა­სამ­თავ­რო­ბო თუ სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან, რა­თა და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ მგზავ­რო­ბა. ქარ­თუ­ლი ენის კლუ­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და თე­ატ­რა­ლუ­რი და­სი. დავ­დ­გით მი­ნი-სპექ­ტაკ­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და მო­ვაწყ­ვეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო­ე­ბი.

წლე­ბია ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევ მოს­წავ­ლე­თა არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას. ყო­ველ­თ­ვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ქვე­ყა­ნათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის სა­კითხე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რად­გან არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სოფ­ლი­დან გა­რეთ არ გა­სუ­ლან და არ აქვთ წარ­მოდ­გე­ნა იმ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ.

აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის. ახ­ლა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მოს­წავ­ლე გვყავს უკ­ვე, რომ­ლებ­მაც ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აირ­ჩი­ეს. ასე­ვე გვყავს ისე­თი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ამ­თავ­რეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და ახ­ლა თვი­თონ არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი სკო­ლებ­სა თუ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ვზრუ­ნავ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ეს მო­ი­ცავს რო­გორც ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, ასე­ვე სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბას, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ამ ეტაპ­ზე, ვმუ­შა­ობ სკო­ლის სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან. ისი­ნი სწავ­ლო­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას, რა­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია.

ჩე­მი წარ­მა­ტე­ბა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბაა. ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა მქონ­და მა­შინ, რო­ცა ჩემ­მა მოს­წავ­ლემ, პირ­ველ­მა, ჩა­ა­ბა­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ქარ­თ­ველ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან ერ­თად. იმ დროს ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და ე.წ. 1+4 პროგ­რა­მა.

ვი­სურ­ვებ­დი „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის“ გა­ფარ­თო­ე­ბას, რა­თა მო­ხერ­ხ­დეს ყვე­ლა სკო­ლის ჩარ­თ­ვა აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ში.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები