28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა

spot_img

ლე­ვან მრე­ლაშ­ვი­ლი

ქა­ლაქ თე­ლა­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

 

 

⇑⇓ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა, უსაფ­რ­თხო და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა სკო­ლებ­ში. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რგო­ლი, აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, აქვს მხარ­დამ­ჭე­რი რო­ლი და თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბას სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ყვე­ლა სკო­ლას უზი­ა­რებს. სწო­რედ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ციაა რე­ფორ­მის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბის და­ნახ­ვა, გა­მოკ­ვე­თა და ანა­ლი­ზი. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რია შუ­ა­მა­ვა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სკო­ლებს შო­რის, ის უწყობს ხელს სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა­სა და რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ყვე­ლა რგოლს თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, გა­უმ­კ­ლავ­დეს მის წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

⇑⇓ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის სკო­ლებ­თან მუ­შა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. მი­სი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მი­მარ­თუ­ლია სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ — უსაფ­რ­თხო და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა, სკო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის მხარ­და­ჭე­რა და სხვა.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბაა, მათ შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გზით. იგი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია, ხე­ლი შე­უწყოს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ რგოლს ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებს სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კონ­ტ­როლს უწევს სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის, სტან­დარ­ტე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, ხელს უწყობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვას.

⇑⇓ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ხე­ლის შემ­შ­ლელი ფაქ­ტო­რე­ბი

ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი, ხში­რად, ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­საა — მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ტრან­ს­პორ­ტი და სხვა.

ყვე­ლა­ზე მე­ტად სკო­ლებს აწუ­ხებთ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბა დაწყე­ბუ­ლია და ეტა­პობ­რი­ვად აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა. და­გეგ­მი­ლია რამ­დე­ნი­მე სკო­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და მშე­ნებ­ლო­ბა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სკო­ლე­ბის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას.

⇑⇓  რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ისურ­ვებ­დით

ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, აუცი­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და სკო­ლის მხარ­დამ­ჭე­რი რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

⇑⇓  რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით

პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვად წარ­მო­ებს, მო­ი­ცავს ტრე­ნინგს, პრაქ­ტი­კა­სა და უკუ­კავ­შირს. მას საკ­მა­რი­სი დრო ეთ­მო­ბა და ით­ვა­ლის­წი­ნებს, ასე­ვე, ტრე­ნინ­გის შემ­დ­გო­მი პრაქ­ტი­კის მხარ­და­ჭე­რას. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც მას სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა აქვს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მხარ­და­ჭე­რა ად­გი­ლობ­რი­ვი რგო­ლი­დან, ვი­ნა­ი­დან ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ად­მი­ნის­ტ­რა­ცია. ამ­დე­ნად, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი უდი­დეს როლს თა­მა­შობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში.

⇑⇓  ძი­რი­თა­დად, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბა სკო­ლე­ბის მხრი­დან

სკო­ლებს ყო­ველ­დღი­ურ მუ­შა­ო­ბა­ში ექ­მ­ნე­ბათ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ბევრს მუ­შა­ო­ბენ ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მოს­წავ­ლე­თა და­ბა­ლი მო­ტი­ვა­ცია, მშობ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბა, რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და სხვა. თუმ­ცა, კი­დევ ერ­თხელ აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ სკო­ლა და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ერ­თობ­ლი­ვად ვცდი­ლობთ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას.

⇑⇓  ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის ერ­თი მა­გა­ლი­თი

გან­ვ­მე­ორ­დე­ბი და ვიტყ­ვი, რომ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ძი­რი­თად ფუნ­ქ­ცი­ას, ბევრ სხვას­თან ერ­თად, წარ­მო­ად­გენს გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მხარ­და­ჭე­რა. ამ მი­მარ­თუ­ლებით გა­მოვ­ყოფ ორ აქ­ტი­ვო­ბას. შარშან, 23 ივ­ნისს, ქა­ლაქ თე­ლა­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის გუნ­დის მხარ­და­ჭე­რით, ჩა­ტარ­და რა­ი­ო­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და 48 პე­და­გო­გი. ისი­ნი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ 7 სექ­ცი­ა­ში, ხო­ლო 18 მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი წარ­მა­ტე­ბით წარ­დ­გა რეს­პუბ­ლი­კურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე; სსიპ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აკუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლამ უმას­პინ­ძ­ლა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ფეს­ტი­ვალს, სა­დაც კა­ხე­თის 16 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

⇑⇓  რას და­ა­მა­ტებ­დით რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის­თ­ვის დე­ბუ­ლე­ბით მი­ნი­ჭე­ბულ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. სა­სურ­ვე­ლია კად­რე­ბის მა­ტე­ბა (საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით), არ­სე­ბუ­ლი კად­რე­ბის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები