19 მაისი, კვირა, 2024

ჩე­მი სო­ფე­ლი იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი და დი­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი

spot_img

სო­ფე­ლი ბიწ­მენ­დი თბი­ლი­სი­დან 35კმ-ით და­შო­რე­ბუ­ლი, მთის ფერ­დობ­ზე შე­ფე­ნი­ლი სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც ორი უბ­ნის­გან შედ­გე­ბა და რო­მელ­თაც ერ­თ­მა­ნე­თის­გან სი­ლა­მა­ზით გან­თ­ქ­მუ­ლი „ახატ­ნის ხე­ვი“ ჰყოფს. აღ­მო­სავ­ლე­თით სო­ფელს წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კა­რი ესაზღ­ვ­რე­ბა, და­სავ­ლე­თით – მდი­ნა­რე არაგ­ვი, ჩრდი­ლო­ე­თით – ტყე, ხო­ლო სამ­ხ­რე­თით გა­და­ჭი­მუ­ლია სა­გუ­რა­მოს ვე­ლი.

პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა აქ 1951 წელს აშენ­და, 8-წლი­ა­ნი სკო­ლა, რომ­ლის გამ­გე­დაც ნი­ნო ბაქ­რა­ძე-ბოც­ვა­ძე და­ი­ნიშ­ნა. მან გარს შე­მო­იკ­რი­ბა ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თაც უზი­ა­რებ­და თა­ვის მდი­დარ გა­მოც­დი­ლე­ბას, ეს­წ­რე­ბო­და მათ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და შემ­დეგ ერ­თად გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ყვე­ლა დე­ტალს. ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო იმ­დე­ნად მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა იყო, რომ სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია მის შე­სა­ხებ მე­ტი იცო­დეს „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ მკითხ­ველ­მა. ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს კი სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ, იცოდ­ნენ თა­ვი­ან­თი სკო­ლის და­მა­არ­სებ­ლი­სა და პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რის ბი­ოგ­რა­ფი­ის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი, რად­გან ის ნამ­დ­ვი­ლად არ იყო ერ­თი რი­გი­თი, თუნ­დაც გა­მორ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, იგი მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის გა­მო­ჩე­ნილ ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

ნი­ნო ბაქ­რა­ძე-ბოც­ვა­ძე 1883 წლის 11 მა­ისს და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი­სა და მთარ­გ­მ­ნე­ლის, იოსებ ბაქ­რა­ძის ოჯახ­ში. თბი­ლი­სის ქალ­თა პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზი­ის მე-8 კლა­სის, ნი­ჭი­თა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი,  მოს­წავ­ლე, ცნო­ბილ­მა მწე­რალ­მა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, მა­რი­ამ დე­მუ­რი­ამ მი­იწ­ვია ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის საკ­ვი­რაო სკო­ლა­ში , მუ­შე­ბი­სათ­ვის წე­რა-კითხ­ვის შე­სას­წავ­ლად, ცხა­დია, უსას­ყიდ­ლოდ, რა­ზეც ნი­ნო სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხ­მ­და; ისევ მა­რი­ამ დე­მუ­რი­ას შე­თა­ვა­ზე­ბით, გაჩ­ნ­და სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლი „ნაკა­დუ­ლი“, რომ­ლის ში­ნა­არ­სის მო­ფიქ­რე­ბა­სა და გა­მო­ცე­მა­ში ნი­ნო ბოც­ვა­ძეს მი­სი და – ეკა­ტე­რი­ნე და ნი­კო ლო­მო­უ­რის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი – თა­მა­რი და ნი­ნო და­ეხ­მარ­ნენ.

1904 წელს, გიმ­ნა­ზი­ის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ნი­ნო ბოც­ვა­ძემ სწავ­ლა ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რ­ძე­ლა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი (1908წ), ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მიწ­ვე­ვით, სკო­ლა „განათ­ლე­ბა­ში“ და­იწყო მუ­შა­ო­ბა. თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლებ­თან – „ჯეჯი­ლი“ და „ნაკა­დუ­ლი“, სა­დაც აქ­ვეყ­ნებ­და წე­რი­ლებს პე­და­გო­გი­კის სა­კითხებ­ზე, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­ზე… მოგ­ვი­ა­ნე­ბით „ქალ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ნამ­დ­ვი­ლი წევ­რიც გახ­და. კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნი­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წი­ნა­შე – ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო, თა­ვის დას­თან, ეკა­ტე­რი­ნეს­თან ერ­თად, ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უძღ­ვე­ბო­და იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შედ­გე­ნა-გა­მო­ცე­მის საქ­მეს. უდა­ვოდ, მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რომ 1964 წელს, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე, „დედა ენამ“ და დაწყე­ბი­თი სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და ოქ­როს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. გარ­და იმი­სა, რომ იგი „საქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი“ იყო, სხვა­დას­ხ­ვა დროს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მედ­ლე­ბი­თაც და­ჯილ­დოვ­და. ასე რომ, ახალ­გაზ­რ­დო­ბის აღ­ზ­რ­დის რთულ საქ­მე­ში გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლი ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს არა მარ­ტო თა­ნა­მედ­რო­ვე­თა­გან  და­უ­ფას­და სა­თა­ნა­დოდ, არა­მედ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­გა­ნაც. ბიწ­მენ­დის სკო­ლა არა­ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის გზის გამ­კ­ვა­ლა­ვია. ასე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც, მით უმე­ტეს, რომ ახ­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც უკე­თე­სი გვაქვს, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით – 2021-22 სას­წავ­ლო წელს, ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი, ძვე­ლი შე­ნო­ბის ად­გილ­ზე ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­ბა­ზო სკო­ლა აშენ­და. 90 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლილ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რას 17 პე­და­გო­გი ემ­სა­ხუ­რე­ბა. ბიწ­მენ­დე­ლე­ბის გარ­და, ჩვენს სკო­ლა­ში და­დი­ან სო­ფელ ჯი­ღა­უ­რი­დან, ახალ­სოფ­ლი­დან და დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახატ­ნი­დან. მათ სას­კო­ლო ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბათ.

და­სას­რულ, შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ამო­ნა­რიდს ნი­ნო ბოც­ვა­ძის, 1960 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი, წიგ­ნი­დან. იგი ასე იხ­სე­ნებს სო­ფელ ბიწ­მენდს: „ჩემი სო­ფე­ლი იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი და დი­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მან გა­მი­ღო ბუ­ნე­ბის კა­რი და გა­და­მი­შა­ლა მი­სი წი­ა­ღი, მას­მი­ნა მდი­და­რი მშობ­ლი­უ­რი ენა, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი, შე­მაყ­ვა­რა ხალ­ხი, ჩა­მა­ხე­და ხალ­ხის გულ­ში, იქ ამო­ვი­კითხე მა­თი ჭი­რი და ლხი­ნი, მან და­მი­სა­ხა ბრწყინ­ვა­ლე მი­ზა­ნი ხალ­ხის სამ­სა­ხუ­რი­სა. ამი­ტომ მიყ­ვარს ჩე­მი სო­ფე­ლი.“

ნინელი მამულაშვილი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბიწმენდის საჯარო სკოლის დირექტორი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები