9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

შეხვედრა ჩემპიონებთან

spot_img

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე აჭარის რეგიონის იმ სპორტსმენებს შეხვდნენ, რომლებმაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

მათ შორის:

თემო სამხარაძე – მსოფლიო ჩემპიონი ათლეტიზმში;

მარად გორგაძე – მსოფლიო ჩემპიონი აბა ჭიდაობაში;

ბაგრატ ჟღენტი – მსოფლიო რეკორდსმენი;

მარიამ ნოდია – მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში;

მარინე ფუტკარაძე, ნათია ჩხაიძე და ზვიად სულიკაშვილი – I ადგილი მოიპოვეს პარამკლავჭიდში;

მარიამ ჩხაიძე და მარიამ ნოდია – I ადგილის მფლობელები პარამკლავჭიდში, ახალგაზრდებში;

ზურაბ კინწურაშილი – ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატზე ტაეკვანდოში;

მარიამ აბაშიძე, ნათია ჩხაიძე, მარიამ ქავთარაძე, მარიამ ნოდია და ვეტერანებში რამინ შავაძე – III ადგილის მფლობელები პარამკლავჭიდში.

მინისტრის მოადგილემ სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები